ჩემი პირველი ყვანჩო Crოsman Phantom 1000X ით |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
ჩემი პირველი ყვანჩო Crოsman Phantom 1000X ით |
Nov 19 2010, 06:18 PM
პოსტი
#1
|
||
ცნობის მოყვარე ჯგუფი: Members პოსტები: 56 რეგისტრ.: 5-October 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 510 |
გუშინდელზე გაბრაზებული რომ ვერაფერს მოვარტყვი ვზივარ კომპიუტერთან და ვკითხულობ ახალი თაობის ტყვიებზე თემას. უეცრად მესმის ყვავების ჭრიამული მართლა ძაან ბევრნი იყვნენ და ჩემი სახლის წინ შემომსხდარან ხეზე. გავიხსენე nihontoman ის ნასწავლი სროლის ტექნიკა ამოვირჩიე ყველაზე ახლოს მჯდომი ყვავი და არც არაფერზე ჩამომიდია ისე ვესროლე ჯერ გავიგე ტყლაშანის ხმა და ცივად ჩამოეშვა ძირს ისე რო მართლა არც გაფართხალებულა ჩემი ამორჩეული ყვანჩო. ვესროლე H&N Baracuda Hunter, რომელმაც Baracuda Power ისგან განსხვავებით მოკლა და არ დაჭრა ჩემსა და ყვანჩოს შორის მანძილი იყო სადღაც 60 მეტრი ესეც სურათები
| |
> |
|
|
Dec 13 2010, 11:33 PM
პოსტი
#2
|
||
Outstanding Сasual Dating - Verified Women ჯგუფი: Members პოსტები: 625 რეგისტრ.: 11-November 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Usa წევრი №: 543 ქალაქი:magDandyVE |
ყორანი (Corvus corax), ფრინველი ბეღურასნაირთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძე 65 სმ აღწევს. ფერად შავი, ლურჯი ან მწვანე, ლითონისებრი ბზინვარება დაკრავს. გავრცელებულია ევროპაში, აზიაში (გარდა სამხრეთ-აღმოსავლეთისა), ჩრდილოეთ აფრიკასა და ჩრდილოეთ და ცენტრალურ ამერიკაში. საქართველოში ყველგან გვხვდება, მჭიდროდ დასახლებული ადგილების გარდა. ზამთარში მცირერიცხოვანი გუნდებით ნომადობს. ბუდეს იკეთებს ხეზე, კლდეზე, მდინარის ციცაბო ნაპირზე, მაღალ შენობაზე (ზოგჯერ იმავე ბუდეს თაობებიც იყენებენ). დებს 4-5 (7-მდე) კვერცხს, ინკუბაცია გრძელდება 21 დღე-ღამეს. პოლიფაგია, მაგრამ ძირითადად მძორით იკვებება. ყვავი, ბეღურასნაირთა რიგის ორი ფრინველის კრებითი სახელწოდება. შეფერილობის მიხედვით არჩევენ რუხ ყვავს (Corvus cornix) და შავ ყვავს (Corvus corone). მათი არეალების სასაზღვრო ზონებში გვხვდება გარდამავალი შეფერილობის ნაჯვარი ინდივიდები. ყვავის სხეულის სიგრძე 44-56 სმ აღწევს, ბინადრობს ევროპაში, აზიასა (გარდა სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთისა) და ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ აფრიკაში (ნილოსის შესართავი). საქართველოში ბინადრობს და ფართოდაცაა გავრცელებული რუხი ყვავი, შავი ყვავი კი შემჩნეულია მხოლოდ შემოფრენისას. ზამთარში ჩრდილოეთით მცხოვრები პოპულაციები უფრო სამხრეთით ნობადობენ. ყვავი პოლიფაგია (ყოვლისმჭამელი). და რატომ შეიძლება ერთის მოკვლა და რატომ არ შეიძლება მეორის?
| |
> |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 01:55 AM |
Hosted by Pro-Service |