![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
||
![]() ცნობის მოყვარე ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 169 რეგისტრ.: 8-May 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 393 ![]() |
ეხლა უკვე მუშავდება ეს კანონი და როგორც გავარკვიე შეზღუდვა იარაღის ძალას დაეწესება ანუ უფრო სუსტები იქნება ![]()
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 4,801 რეგისტრ.: 2-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 237 ქალაქი:თბილისი ![]() |
მუხლი 22. სამოქალაქო იარაღის ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი და ტრანზიტი (27.06.2008 N 74 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს) 1. იარაღის, საბრძოლო მასალის, სამხედრო ტექნიკის, ტექნიკური დოკუმენტაციის, აგრეთვე იარაღის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოებისა და მომსახურების ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი და ტრანზიტი ხორციელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე. ნებართვის მისაღებად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2–მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ დოკუმენტაციასთან ერთად უნდა წარედგინოს: ა) საექსპორტო ან საიმპორტო კონტრაქტი (ხელშეკრულება); ბ) საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი (გარდა სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემთხვევებისა); გ) ხელმოწერილი კონტრაქტის (ხელშეკრულების) ასლი ან გაფორმებული განზრახულობათა ოქმი; დ) იარაღის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვა, გაცემული იმ ქვეყნის უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ, რომლის ტერიტორიაზედაც არის რეგისტრირებული ხელმოწერილი კონტრაქტის (ხელშეკრულების) ან გაფორმებული განზრახულობათა ოქმის მონაწილე მხარე; ე) იმ ქვეყნის უფლებამოსილი სახელმწიფო უწყების მიერ გაცემული საბოლოო მომხმარებლის სერტიფიკატი, სადაც ხორციელდება იარაღის იმპორტი (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ნებართვის მაძიებელი ითხოვს იმპორტის ნებართვას); ვ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან არსებული სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაცია. 2. ჯილდოდ მიღებული და საკოლექციო იარაღისა და მათთვის საჭირო საბრძოლო მასალების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვა გაიცემა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან არსებული სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციის გარეშე. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული ნებართვის მაძიებელს (გარდა ტრანზიტის ნებართვის მაძიებლისა) უნდა ჰქონდეს ამ კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით გათვალისწინებული შესაბამისი ლიცენზია. 4. ამ კანონის საფუძველზე გაცემული ნებართვისა და კონტრაქტების (ხელშეკრულებების) დედნებს ნებართვის მფლობელი წარუდგენს საქართველოს საბაჟო ორგანოებს. 5. საქართველოს სახელმწიფო ორგანოების კუთვნილი ან მათთვის განკუთვნილი იარაღის, საბრძოლო მასალის, სამხედრო ტექნიკის, ტექნიკური დოკუმენტაციის, აგრეთვე იარაღის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოებისა და მომსახურების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვის გაცემისას შესაბამისი სანებართვო მოსაკრებელი არ გადაიხდევინება.
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2025 - 11:24 PM |
Hosted by Pro-Service |