![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
||
![]() Rastafari ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,795 რეგისტრ.: 3-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1 ![]() |
დასაწყისში ორიოდე სიტყვა, ზ.დ.პ. შაშხანის დასმაზკვაზე. პროცესები რომლებიც ხდება ზ.დ.პ. შაშხანაში, ზამბარის ენერგია და დგუშით სწარფი, ჰაერის შეკუმშვა, იწვევენ გავლენას რომელსაც ქვია დიზელის ეფექტი ან დიზელირება. აქედან გამომდინარე, მსუბუქი ნახშირწ*ლების, მცირე მოხვედრა, სმაზკიდან ცილინდრში, გამოიწვევს, მიღებული აალებადი შენაერთის, დეტონირებას. ამ დროს ჩნდება ნამდვილი აფეთქება, და მოძრავი ნაწილები (ტყვია და დგუში), ფრინდება სხვადასხვა მხარეს, საშინელი ძალით. დგუში, ამ დრის, კუმშავს ზამბარას, ისეთი ძალით, რომელიც იწვევს მაგის პლასტიკურ დეფორმირებას და გაფუჩებას. ინგრევა, გამშვები მექანიზმის სამაგრი და იწვება დგუშის მანჟეტი. ტყვია იღებს საშინელი აჩქარებას, იხსნება ღარებიდან და ზებგერის სიჩქარით ფრინდება ლულიდან, უცნობი მიმარტულებით ![]() აქედან გამომდინარე, სმაზკის გამოყენება, ზ.დ.პ. შაშხანაში, უნდა დავიყვანოთ მინიმუმთან. აუცილებელია, ყველა იმ ნაწილების გაპრიალება/შლიფოვკა, რომლების მუშაობენ ხახუნით. რა თქმა უნდა სულ სმაზკის გარეშე ვერ გამოხვალ. ამიტომ უნდა ამოვარჩიოთ, რამე არააალებადი, მაღალტემპერატურიანი ზეთი. ესეთი არის, სილიკონის ბაზაზე ან მოლიბდენია დიოქსიდზე, დამზადებულიო ზეთი. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ზეთი აალებადია. და ნებისმიერ ზეთში არის მსუბუქი აალებადი ფრაქციები. მაგრამ! ამ სმაზკებში ისინი მინიმალურია. ესეიგი: ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() თხელი ფენით, წაუსვით ზეთი, მანჟეტის გვერდებზე, და მიაქციეთ ყურადღება, რომ ზეთი არ მოხდეს, მანჟერის წინა მხარეს. ასევე წაუსვით, ზეთის თხელი ფენა, დგუშის იმ ადგილზე სადაც ხდება გამშვები მექანიზმის, ენის მოდება. როგორც ნაჩვენებია ისრებით და შტრიქოვკით სურათზე. ნელა და აკურატულად შევდოთ დგუში ცილინდრში. ამ დროს აუცილებლად ყურადღებით იყავით მანჟეტთან, რომ არ დააზიანოთ კიდეები. იმ ნახვრეტებში სადაც დგება შტიფტი, უნდა გაუკეთდეს "ზენკოვკა". ეს საჭიროა იმისთვის, რომ მაგათი მჭრელი კუთხეებით არ დაზიანდეს მანჟეტი. ახლა კი ცავატაროდ, გერმეტირების პირველადი შემოწმება. ამისთვის მაგრად დავაჭიროთ თითი გადამშვებ ნახვრეტი, და მეორე ხელით დავაჭიროთ რამით (მაგ. სახრახნისით) დგუშზე, ლულის მიმართულებით. თქვენ უნდა იგრძნოთ, შეკუმშებადი აირის მზარდი დაპირისპირება. თუ უცებ ამოვიღებთ სახრახნისს, დგუში უნდა გამოვარდეს უკან, იმ ადგილას საიდანაც თქვენ ის დაძარით. შევამოწმეთ, ყველაფერი კარგია. ჩავდოთ დგუში ბოლომდე. შემდეგ დავზეთოდ, მიმმართველის ძირი. ჩამოვაცვათ "შაიბა", როგორც ნაჩვენებია სურათზე და იმასაც ვზეთავთ. ამ ადგილას, გასროლისას მიმდინარეობს ძალიან ძლიერი, დამრტყმელ-სატრიალო გადატვირთვები, და ის აუცილებლად უნდა იყოს დაზეთილი. ყურადღება!!! არ დაზეთოდ ზამბარა, და მიმმართველის შტოკი. არავითარ შემთხვევაში. საქმე იმაშია, რომ ზამბარა, მუშაობისას ხურდება და მაგრად ავენტილირებს ცილინდრის სივრცეს. აქედან გამომდინარე, ზეთის, მსუბუქი ფრაქციები, იწოვა ცილინდრის სამუშაო სივრცეში, იქმნება "აალებადი შენაერთი", და შედეგად - დიზელირება. ვდებთ მიმმართველს ზამბარაში. ზამბარა დგუშში. სულ ესაა ![]()
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,016 რეგისტრ.: 17-September 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 485 ![]() |
ყველას კარგი სალამი! ზ.დ.პ.-ს დეკონსერვაცია/დაზეთვასთან დაკავშირებით მინდა რომ შეგაწუხოთ. მოკლედ, რამოდენიმე ხნის წინ, ბატონი გრიგოლისაგან (iaragi_ge) შევიძინე Remington Vantage (მანვე მომასწავლა ამ ფორუმის გზა ![]() სიმართლე რომ გითხრათ, დეკონსერვაციისათვის კი არა, სროლისათვისაც ძლივს ვიცლი ხოლმე და რა თქმა უნდა დავიზარე და როცა დრო გამომიჩნდებოდა ხოლმე ცოტ -ცოტას ვისროდი (თან ზეთი შევუკვეთე ამაზონზე და ველოდებოდი)... ასე გავისროლე თითქმის ერთი კოლოფი ტყვია (~500 ცალი). შაშხანის ძალიან კმაყოფილი ვიყავი და ეხლაც ძალიან მომწონს სიმართლე გითხრათ, დიზელის ეფექტს თავიდანვე ვერ ვამჩნევდი: - არც კვამლი ლულის გარეთ, არც გასროლის შემდეგ ლულაში... წინა კვირა დღეს რაღაც ხმა არ მომეწონა გადატენვისას და სროლისას. გადავწყვიტე ჩემს ზეთს დავლოდებოდი და რაც ბ-ნ გრიგოლმა მირჩია და რასაც ამ ფორუმის წევრები ურჩევთ ზ.დ.პ.-ს პატრონებს, ის გამეკეთებინა. -დეკონსერვაცია (მაგრამ საკმაოდ დაგვიანებით, როგორც უკვე მივხვდი). ჩემი ზეთები ჩამოვიდა და ჩემი Remington Vantage-ც დავშალე აითავად ზეთი 1 და ზეთი #2 ![]() ![]() და აი რა დამხვდა შიგნით: ![]() ![]() ![]() მანჟეტი შეჭმულია.... ;( მაგრამ არა კატასტროფულად (მე ასე მგონია) გავწმინდე ყველა ნაწილი გარგად და დავზეთე ქროსმანის ზემოთხსენებული ზეთით, ზუსტად ისე, როგორც ამ ფორუმზეა აღწერილი (ალბათ უკეთესი იქნებოდა შესაბამისი ტაოტი რომ მქონოდა...) ავაწყვე და გავსინჯე კიდევაც. სახლში რაღაც ფიცრის ნაგლეჯი ვიპოვე და იმას ვესროლე რამოდენიმეჯერ 5-6 სმ დაშორებიდან. აი რა გამოვიდა: ![]() ![]() ![]() აი ვიდეოებიც, თუ რამეს დაინახავთ, ლულაში სულის შებერვისას რას შვრება: ისეთი დიზელი აქვს, რომ ფიცარსაც კი მურავს... ასე ყიდვისასაც კი არ ქონია. არა და ზეთი მართლაც ძალიან ცოტა წავუსვი და ნაწილებიც საკმაოდ კარგად და გულიანად დავწმინდე დაზეთვამდე. სიმართლე გითხრათ, Benjamin Marauder-ს ვუმიზნებ ახლო მომავლისათვის, მაგრამ არც ეს შაშხანა მინდა რომ დამეჩაგროს ![]() მანჟეტზე ალბათ ისევ ბ-ნ გრიგოლს მივმართავ, თქვენთან კი ერთი თხოვნა მექნება, იქნებ ვინმემ მირჩიოთ და დაზუსტებით მიმითითოთ სად შეიძლება ზ.დ.პ.-ს თვის შესაბამისი ტაოტის ყიდვა. (ზუსტი სახელი, ვებ-მისიამართი ან რაიმე მაგდაგვარი ინფო, კიდევ რომ რამე სხვა არ ვიყიდო) P.S. იმედია ჩემი ბევრი ნაწერით თავი არ მოგაბეზრეთ. ასევე ადმინისტრაციას მივმართავ, თუ ჩემი პოსტი არ შეესაბამება ამ თემას, რომელშიც ეხლაა, გტხოვთ გადაიტანოთ და თუ არ შეწუხდებით პ.მ. მომწეროთ, იმისათვის რომ ვიცოდე სად ვეძებო ![]() ![]()
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st May 2025 - 08:00 PM |
Hosted by Pro-Service |