![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
||
![]() მსროლელი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 857 რეგისტრ.: 11-April 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 66 ქალაქი:თბილისი ![]() |
ჩვენ კამათებში თუ ტესტებში ხშირად ვეხებით სხვა და სხვა ბრენდის ტყვიების სიზუსტის მაჩვენებლებს. აქვე მინდა ავღნიშნო რომ დიდი მნიშვნელობა აქვს სასროლი იარაღის ლულის მაჩვენებლებს. ანუ არსებობს ლულის 3 ნაირსახეობა მიუხედავად კლასისა - დაბალი, საშუალო და მაღალი სიჩქარის ლულები. ეს სახეობები განისაზღვრება ე.წ. "ტვისტით" - ანუ ლულის ხრახნის სრული (360გრად) შემობრუნების სიდიდე - სიგრძე. ხშირად ამ სიდიდეს აღნიშნავენ " ინჩებში ანუ დიუიმებში, მაგალითად ჩემი ეირფორს ტალონის ლულის (ლოტარ ვალტერის) ტვისტი = 16" ანუ 406 მმ. 1. დაბალი სიჩქარის ლულა ტვისტი - 270-310 მმ . ამ ლულით ისვრიან 200-240 მ/წ-ში მოკლე ტყვიებით 8-8,5 გრანის ტყვიებით 2. ჩქარი ლულები ტვისტით 340-360მმ, რეკომენდირებული სიჩქარე 260-290 მ/წ , ხელსაყრელი ტყვიის წონა 10.5 გრანი, კარგად ინარჩუნებს სტაბილურებას ნიავის დროსაც. 3. ზეჩქარი ტვისტი 390-410მმ, რომლის საუკეთესო მაჩვენებლები 300 მ/წმ სიჩქარეზე მიიღწევა ჩნდება კითხვა თუ რა შედეგებს მივიღებთ ამ რეკომენდაციებს ყირამალა შესრულებისას? ნელი ლულა და მაღალი სიჩქარე - "ზე-სტაბილიზირებული" ტყვია პირველ 20-25 მეტრაზე შესაძლოა მივაღწევთ ნასროლების საკმარის ჯგუფურობას, უფრო შორ მანძილზე კი ელოდეთ უსისტემო გაბნევას. სწრაფი ლულა დაბალ სიჩქარეზე - სტაბილურობის ნაკლებობა და არადამაკმაყოფილებელი შედეგი. რაც შეეხება ფილდ-ტარგეტსა და ვარმიტინგს. აქ თყვიების შემდეგი პრიორიტეტებია: პირველი, ჯგუფურობა 12-15მმ ნატყვიარევის გარე კიდეებიდან 50 მ დისტანციაზე- 1. AirArms JSB Diabolo Field. 4.5mm / 8.3 gran/ 50m/ 290m/sec. / n10 სადაც n- გასროლის რაოდენობაა 2. H&N Baracuda Match Extra Heavy 4,5mm / 10.6gran / 265 m/sec. / 50m /n10/ Vr = 245 m/sec. 3. H&N Baracuda Match Extra Heavy 5,5mm / 10.6gran / 285 m/sec. / 50m /n10 / Vr = 255-260 m/sec. 4. H&N Diabolo Sport 5.5 mm / 8.1 gran / 290 m/sec./ 50m/ n10 უზარმაზარი გაბნევა 25 სმ მიუხედავად შესრულების მაღალი ხარისხისა. 5. Diana Rastatt 4.5mm / 10.5 gran / 278 m/sec. /50m / n10 Vr=240-245m/sec Stayer 300mm twist ჯგუფი 8-12 მმ და 15მმ-იანი ჯგუფი 275-280 მ/წმ. 6. Diabolo Field by AirArms იგივე რაც JSB და Daystate 5.5 mm / 16.3 gran / 297 m/sec. / 50m / n10 Vr=300m/sec ყველაზე რეკომენდირებული ტყვია სიჩქარის ფართო დიაპაზონზე !!! 7. H&N Field&Target 5.5mm / 16.4 gran. / 285 m/sec./ 50m/ n10 ნადირობა საშუალო და მოკლე დისტანციაზე 8. H&N Field&Target 4.5mm / 8.4 gran. / 285 m/sec./ 50m/ n10 შეჯიბრისათვის დაბალ სიჩქარეებზე, მიზანშეწონილია მურკაზე გამოყენებისათვის MP-512 9. H&N Field&Target Trophy 5.5mm / 14.3gran. / 285 m/sec./ 50m/ n10 ძალიან დიდი გაბნევა, აჟკარად გადაჭარბებული სიჩქარე. ეს არის მოკლე ექსკურსი ჩემი მნევმოტოლოგიური ბიბლიოთეკიდან MP #88 2004 წელი გვ 46.
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() Search Pretty Womans from your town for night ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 3,876 რეგისტრ.: 18-February 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Usa წევრი №: 312 ქალაქი:mgDandyGD ![]() |
Norik შენ გიყვარს ბევრი გასროლები და ვეებერთელა უკონტროლო ძალა ჰაჩიკას რაც აქვს აბსოლიტარად მაკმაყოფილებს, ვებერთელა ძალა და 40 გასროლა და გადასარევი სიზუსტე, ისე რო მართლა 80 და 100 მეტრზე მაძლევ საშUალებას რო ყვავი მივაყვანჩალო ![]() ![]() მოკლედ ჩემთვის ჰაჩიკა იდეალური იარაღია, ერთი რედუქტორიც მქონდეს და მმმ.....
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th July 2025 - 04:51 AM |
Hosted by Pro-Service |