გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> HobbyKing Dremel Style Rotary Tool 160W, იაფი ე.წ. დრემელუკა
Power_VANO
პოსტი Feb 15 2010, 07:27 PM
პოსტი #1


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 3,394
რეგისტრ.: 17-April 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 68



მოკლედ, ესე ერთი თვის წინ გაგიმხილეთ, რომ HobbyKing-დან ე.წ. "დრემელუკა" (დიდ ბიძია დრემელთან ეს ვერ მივა და ერქვას დრემელუკა) შევიძინე. სრული სახელია HobbyKing 160W Dremel Style hand-tool w/ 33pc set 230V

შევიძინე ეს დრემელუკა 14.79 მარადმწვანედ. ჯამში, ტრანსპორტირებიანად დამიჯდა 46 ლარი (ტრანსპორტირების ხარჯები სხვასთან ერთად გავინაწილე და ამიტომ დაჯდა იაფი).

ვისაც ბოლომდე წაკითხვა დაეზარება, პირველადი ტესტირებით კმაყოფილი ვარ, კარგი რამე ჩანს საკმაოდ. უბრალოდ, ერთი პატარა სასაცილო დეტალის გამო ჯერჯერობით სრულყოფილად ვერ ვიყენებ ჩემს დრემელუკას smile.gif ვინც დაინტერესდით, აგრძელებთ კითხვას.

მოკლედ, ფასი რომ ნამდვილად მომხიბლავი აქვს ჩვენს დრემელუკას, ფაქტია (ზუსტად ფასის გამო ვიყიდე მეც). მაგრამ საინტერესოა, რამდენად ხარისხიანადაა დამზადებული ეს ხელსაწყო.

დრემელუკა დევს ასეთ ყუთში:



ყუთის გახსნისას ვიღებთ თვითონ დრემელუკას, ბურღების ნაკრებს, კომპაქტურ სანათ ხელსაწყოს (რომელიც საკმაოდ მოსახერხებელი რამეა) და ორგვერდიან ინსტრუქციას. ინსტრუქციაში, როგორც ყოველთვის, ბევრი არაფერი წერია სახარბიელო, ძირითადად უსაფრთხოების დეტალებზეა გამახვილებული ყურადღება (გრძელი თმებით და სამკაულებით არ იმუშავოთ დრემელუკასთანო :P ). ასევე მოკლედაა აღწერილი ბურღების გამოცვლის და ზოგადად, დრემელუკას მუშაობის მექანიზმი.

ესეც თვითონ დრემელუკა და რამდენიმე სურათი:






სიჩქარეების რეგულატორი


ლოს თავოს - კოპიოა დრემელ 4000-ის :P



დრემელუკას ტექნიკური მახასიათებლები ასე გამოიყურება:
ძაბვა: 230 ვოლტი 50 ჰერცი
სიმძლავრე: 160 ვატი
სიჩქარე: 8,000-35,000 ბრ/წთ
ბურღის დამჭერის დიამეტრი: 2.0-3.2 მმ.

მოკლედ, დრემელუკა სრულად თავსებადია თავისი დიდი წინაპრის, დრემელის ბურღებთან, პირებთან და აქსესუარებთან. თუ თვითონ გამოდგა, ბურღების და აქსესუარების ყიდვა იაფადაა შესაძლებელი ამაზონიდან smile.gif

ესეც ბურღების და აქსესუარების კომპლექტი, რაც დრემელუკას მოყვა:



სულ მარცხნივ სამი ცალი "შკურკაა", იქვე საჭრელი დისკები, ქვემოთ პოლირების დისკები, ზემოთ ბურღები და ა.შ. სხვათა შორის, ბურღები ცუდი ხარისხის ნამდვილად არაა, საკმაოდ კარგადაა დამზადებული.

ასევე კომპლექტშია სანათი ხელსაწყო, რომელიც დრემელუკაზე მაგრდება და საჭიროების შემთხვევაში დამატებით განათებას უზრუნველყოფს. მუშაობს ორ ცალ პატარა ე.წ. საათის ლითიუმის ბატარეაზე. შუქის სიმძლავრე საკმაოდ კარგია.






და აი, მივედით ყველაზე საინტერესო ადგილას. როგორია მუშაობაში ჩვენი დრემელუკა?!

სამწუხაროდ, გატესტვა მოხერხდა მხოლოდ ერთადერთი ბურღის. რატომ? აი ამიტომ:





მოკლედ, ესენია ბურღების დამჭერები. მარცხენა დამჭერში ყველაფერი OK, აი მარჯვენაზე კი... sad.gif ჩაჭრა დავიწყნიათ ამ *^&(**(*-ებს biggrin.gif შესაბამისად, ბურღებს ვერ იჭერს.
პატარა დამჭერში კომპლექტიდან ერთადერთი სვერლო დგება, ყველაზე პატარა. დანარჩენი ბურღები დიდი დამჭერისთვისაა განკუთვნილი, სამწუხაროდ smile.gif

პატარა დამჭერი კი მშვენივრად მუშაობს, სვერლო კარგად ჩაჯდა, დავხვრიტე რამდენიმე საგანი.


გამოსავალი სხვა ბურღებისთვის კი არსებობს რამდენიმე, მაგრამ თქვენი რჩევაც მჭირდება.
1) ვიყიდო დრემელის ბურღის დამჭერები და ისინი გამოვიყენო.
2) ავიღო ეს ჩემი ბურღის დამჭერი და ჩავჭრა, როგორც საჭიროა. მაგრამ სად? სახლში მაგისთვის ხელსაწყოები არ მაქვს.

პირველი ვარიანტი უკეთესია, მაგრამ დროში გაიწელება, სანამ ამაზონიდან ვიყიდი და ჩამოვა (ალბათ აქაურ მაღაზიაშიც იქნება, მაგრამ ძვიიირად). მეორე ვარიანტის გაკეთებაც შეიძლება, მაგრამ მიმასწავლოთ იქნებ, სწორად სად შეიძლება მაგ პატარა დეტალის ჩაჭრა smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
 
ახალი თემის დაწყება
გამოხმაურებები
Power_VANO
პოსტი Sep 8 2010, 11:58 AM
პოსტი #2


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 3,394
რეგისტრ.: 17-April 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 68



ჰო, რჩეულიც კარგი ვარიანტია. შეგიძლია დრემელი აქ იყიდო და აქსესუარები ამერიკიდან ჩამოიტანო.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

პოსტი ამ თემაში
- Power_VANO   HobbyKing Dremel Style Rotary Tool 160W   Feb 15 2010, 07:27 PM
- - Power_VANO   Reserved სურათების ხარი...   Feb 15 2010, 07:28 PM
- - ja_ja   Power_VANO ვანოჯან გილოც...   Feb 15 2010, 08:01 PM
- - Power_VANO   ja_ja გაიხარე ჯა_ჯ, დიი...   Feb 15 2010, 08:15 PM
- - bazuka   Power_VANO ვააა, საკაიფო ...   Feb 15 2010, 08:41 PM
- - Power_VANO   bazuka ციტატა(bazuka @ 15th Febr...   Feb 15 2010, 08:46 PM
- - geojorjika   Power_VANO ვაა გილოცამ ვ...   Feb 16 2010, 12:00 AM
- - parna   გილოცავ ვანო   Feb 16 2010, 02:10 AM
- - Der Rote Baron   გილოცავ ვანოჯან მშ...   Feb 16 2010, 02:45 AM
- - cz80   Power_VANO გილოცავ, მშვენ...   Feb 16 2010, 09:49 AM
- - Power_VANO   cz80 Der Rote Baron parna geojorjika გმა...   Feb 16 2010, 05:35 PM
- - dawiti   შენაძენს გილოცავ დ...   Feb 16 2010, 09:33 PM
- - parna   ისე მაგ საიტიდან ს...   Feb 18 2010, 02:19 AM
- - Power_VANO   parna ყველაფრის გამოწ...   Feb 18 2010, 09:07 AM
- - Power_VANO   ჩამოვიდა ჩემი უნივ...   Mar 2 2010, 06:35 PM
- - ja_ja   Power_VANO ხვალ დასვენებ...   Mar 2 2010, 06:54 PM
- - bazuka   Power_VANO მოკლედ ერთი 10 დ...   Mar 2 2010, 07:21 PM
- - Power_VANO   ja_ja bazuka ვააა გაიხარე...   Mar 2 2010, 08:00 PM
- - ja_ja   Power_VANO ციტატა(Power_VANO @ 2...   Mar 2 2010, 09:56 PM
|- - Der Rote Baron   ციტატა(ja_ja @ Mar 2 2010, 10...   Mar 2 2010, 11:40 PM
- - Power_VANO   ja_ja ციტატა(ja_ja @ 2nd March 2...   Mar 2 2010, 11:40 PM
- - ja_ja   Power_VANO ციტატა(Power_VANO @ 3...   Mar 3 2010, 01:18 AM
- - Power_VANO   უუუუუუხხხხ!! ამ ...   Mar 5 2010, 11:56 AM
- - ja_ja   Power_VANO ციტატა(Power_VANO @ 5...   Mar 5 2010, 12:59 PM
- - Power_VANO   ja_ja yes-yes, ეგრე ჩანს დღ...   Mar 5 2010, 01:39 PM
- - ja_ja   Power_VANO ციტატა(Power_VANO @ 5...   Mar 5 2010, 01:43 PM
- - Power_VANO   ja_ja ოკეი, ლექციების ...   Mar 5 2010, 01:51 PM
- - ja_ja   ოკ   Mar 5 2010, 02:27 PM
- - Power_VANO   მოკლედ, ერთი თვეა უ...   Mar 21 2010, 10:05 PM
- - bazuka   და შემდეგ პოსტს რო...   Mar 21 2010, 10:23 PM
- - Power_VANO   მე ჩემი დრემელუკას...   Mar 21 2010, 10:31 PM
- - mab   დრემელის აქსესუარ...   Aug 15 2010, 08:05 AM
- - ja_ja   mab ტროსს რას ეძახი?? ...   Aug 15 2010, 08:46 AM
- - mab   კი მაგას ვგულისხმო...   Aug 15 2010, 10:05 AM
- - ja_ja   mab შენ რაც დადე ბლექ...   Aug 15 2010, 11:44 AM
- - Power_VANO   mab მაგ მაილსკრაფტი...   Aug 15 2010, 02:26 PM
- - ja_ja   Power_VANO ციტატა(Power_VANO @ 1...   Aug 15 2010, 02:43 PM
- - Quick   დრემელ 300-ის ყიდვა ს...   Sep 8 2010, 02:26 AM
- - Power_VANO   Quick შეიძლება კი. ბრი...   Sep 8 2010, 09:31 AM
- - ja_ja   Quick ისე ფასები კარგ...   Sep 8 2010, 10:36 AM
- - Power_VANO   ჰო, რჩეულიც კარგი ვ...   Sep 8 2010, 11:58 AM
- - Quick   Power_VANO ja_ja დიდი მადლობ...   Sep 8 2010, 12:29 PM


მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st May 2025 - 07:25 AM
Hosted by Pro-Service