რეგისტრაცია... |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
რეგისტრაცია... |
May 5 2010, 01:19 PM
პოსტი
#1
|
||
Rastafari ჯგუფი: Members პოსტები: 3,795 რეგისტრ.: 3-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1 |
მოგსალმებით ყველას. ორგ კომიტეტის, პირველ შეხვედრაზე, გარკვეული მოვალეობები გავინაწილეთ. მე მერგო წილად გარკვევა, თურა არის საჭირო ჩვენი საზოგადოების დარეგისტრირებისთვის, და FT-ს წესების ჩვენს რეალობაზე მორგება. მეორე ჯერ პროცესშია, როგორც კი იქნება წარგადგენთ. აი რაც შეეხება რეგისტრაციას: რეგისტრაცია, 2010-წლის 1 იანვრიდან, ხდება უკვე არა საგადასახადოში, არამედ საჯარო რეესტრში. ჩვენი ტიპის არაკომერციული ორგანიზაციის რეგისტრაცია ხდება 1 დღეში. ამისთვის საჭიროა: 1. წარვადგინოთ წესდება (რომელიც უნდა იყოს შედგენილი, სამოქალაქო კოდექსით გარკვეული წესით, აზრზე არ ვარ როგორ გამოიყურება ის ) 2. ორგანიზაციის ხელმძღვანელის ნოტარიულად დამოწმებული ფაქსიმილე. 3. 100 GEL 4. ასევე იურიდიული მისამართი, ფართის მეპატრონის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობით. აბა განვიხილოთ. ოღონდ ძალიან გთხოვთ მხოლოდ კონსტრუქციული წინადადებები და აზრები.
| |
> |
|
|
Aug 24 2010, 09:59 AM
პოსტი
#2
|
||
ვეტერანი ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
giga_st საწევრო ნებაყოფლობითი იყოს ბოლო ბოლო ეგ არ გაამართლებს, ვისაც კლუბის წევრობა უნდა, საწევრო უნდა გადაიხადოს, მანდ ორი აზრი არ არსებობს, თორემ ეგრე საპენზიო ფონდის გადასახდელი არის 1% ხელფასიდან, როგორც წესი უმეტესობისთვის დიდ თანხას არ წარმოადგენს, მაგრამ ნებაყოფლობითი რომ იყოს კაციშვილი არ გადაიხდიდა ერთეული შეგნებული ტიპის გარდა. წარმოიდგინე ჩვენთან ავტობუსით მგზავრობა ფასიანია და ჯარიმაა უბილეთოთ მგზავრობისთვის, მაინც ნახევარი ავტობუცი უბილეთოა და მხოლოდ კანტროლიორის დანახვის მერე იწყებენ რიგში ჩადგომას და ბილეთების აღებას. არ გაამართლებს ნებაყოფლობითი საქართველოში, ჩვენთან ჯერ არ არის ხალხის გონება თვითნებური საქციელისთვის მზად, ჩვენთან ჯერ გონება კომუნისტური წყობით არის არეული და ზერელე მიდგომით - როგორმე ჩემი გადასახადების გარეშეც იარსებებენ. მარდი ბიჭი მოაგვარებს დღეში ან დღე ნახევარში. რავი აბა ეს პრეზიდენტი სულ მოძრაობაშია, მარდი კი არის, მარა..... მარა რაის 1 და 2 დღე მთელი გაზაფხულ ზაფხული გავიდა. თავის დროზე მე შემოგთავაზეთ ამ საქმეში დახმარება, სამწუხაროდ ახლა კვირის გარდა მე დრო არ მექნება თუმცა ნოტარიუსი და პრაქტიკული რჩევა თუ დაგჭირდებათ არ დაგზარდებით. იმედია პრეზიდენტი არ უარყოფს დახმარებას.
| |
> |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2024 - 02:37 AM |
Hosted by Pro-Service |