გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> Fromusa.us with love, :mad:
Hellados
პოსტი Jun 23 2010, 11:37 PM
პოსტი #1


მაძიებელი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 306
რეგისტრ.: 8-April 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Georgia
წევრი №: 352



მოკლედ აქ დავწე ჩემს ამბავს, ყველამ კარგად იცის რომ დიდი მოლოდინით ველოდი ჩემს fromusa-სგან გამოწერილ Crosman Storm XT-ს, პატარა უმნიშვნელო ცვლილებასაც კი აქ ვწერდი..

ხოდა დღეს დიდი მოლოდინის შემდეგ დავრეკე fromusa-ში და მითხრეს რომ ტვირთი ჩამოსული იყო... წავედი ჯერ გრიგორთან და ვიყიდე 1250 ცალიანი ტყვიების შეკვრა... შემდეგ კი მშვიდად გავეშურე fromusa-ს ოფისისკენ...

მოკლედ სადღაც 5-ის ნახევარი იქნებოდა რომ მივედი fromusa-ს ოფისთან, შემინიული შენობაა და გარედანვე დავინახე ვიღაც ტიპი ოპტიკურ სამიზნეს ატრიალებდა ხელში, გულმა რეჩხი მიყო... შევედი ოფისში და ჰოი საოცრებავ girl_devil.gif რას ვხედავ, ჩემი იარაღი ამოუღიათ ორ კაცს და ერთი ოპტიკის სინჯვითაა გართული და მეორე თოფს ათამაშებს ხელში... სიბრაზემ ამომხეთა კი არა რა დამემართა ვერ წარმოიდგენთ, ბრაზისგან ლამის ცოფები ვყარე, მარა მაინც ვეცადე რომ თავი შემეკავებინა...

fromusa-ს მენეჯერი სომეხი სერგო აღტკინებული მეგებება და მეუბენბა. იცი შენი თოფის ნახვა მოუნდათ აგერ ბიჭებს და ვეღარ დავაკავეო და ვანახეო... თითქოს ჩემგანაც აღფრთოვანებას ელოდა თუ რა იყო არ ვიცი მარა სახეზე შემატყო ალბათ რაც მეწერა და გაჩუმდა...
-მერე არ იცით რომ არაა ლამაზი სხვისი ნივთების თვალიერება მეთქი????????!!!!!! ყველას რომ გაეგო ისე ვიკითხე... არავის ხმა არ ამოუღია.. ორივემ ჩუმად ჩაალაგეს ჩემი თოფის ატრიბუტები კოლოფში და დადეს თავის ადგილზე...

არ ვიცი იმ დროს დებოშის მოწყობაზე არ მიფქრია, ძალიან წყნარი ადამიანი ვარ და იშვიათად თუ გამომიყვანს ვინმე წყობილებიდან... თავშეკავებულობიდან გამოდინარე ვცდილობდი ბოლმდე მეკონტროლებინა ემოციები...

მივედი ოპერატორ სომეხ გოგონასთან და ვკითხე რამდენი იყო გადასახდელი... კი ვიცოდი რამდენიც იყო მარა მაინც.. მაინტერესებდა რას მეტყოდა პატივცემული, მითხრა რომ გადასახდელი მქონდა 43$ რაც იყო 84 ლარი... და ვკითხე ხომ ვერ მეტყვი რა კურსით ანგარიშობ გენაცვალე თქო... 1.90-იო... მგონი ცოტა გეშლება ეგ 1.90 კი არა 1.95 კურსით გაქვს ნაანგარიშევი მეთქი, აბა კარგად დაითვალე მეთქი... მიჩოტკ მოჩოტჯკა და მითხრა შემეშალა და 1.95 კურსით ვანგარიშობდიო...
იქნებ რამე მოიფიქრო რომ თორემ ეგ კურსი ბოლოს როგორც მახოვს 10-12 წლის უკან იყო მეთქი... გოგომ თავი ჩაქინდრა და მე მაგას ვერ გადავწყვიტავ მენეჯერს მიმართეო... და მენეჯერი ვინაა აქ მეთქი?????????? ვინაა და სირგოო!

მოკლედ ბატონ სირგოსთან ლაპარაკმა ერთი ის შედეგი გამოიღო რომ 1.95იდან 1.90ზე დავაწევიე კურსი (არადა ბანკებში 1.86 იყო მაქსიმუმი დღეს და ვალუტჩიკებთან 1.84- მაქსიმუმ) პატივცემულმა სირგომ ფეხები ააფართხალა 1.90-ზე ნაკლებად რომ მივიღო მე ზარალზე მივდივარო.. . მოკლედ 2- ლარის სხვაობა მქონდა და დიდად მაგაზე არც ვფიქრობდი, უბრალოდ ფირმის დამოკიდებულება კლიენტის მიმართ მაინტერესებდა ყველაზე მეტად და კლიენტი რომ ფეხებზე ეკიდათ მაგასაც უმალ მივხვდი...

პ.ს. იმ ხალხთან ვინც ჩემი იარაღი გასინჯა იმათზე რა მეთქმის, არაფერ შუაში არ იყვნენ, პატივცემულმა სირგომ რატომ დაუშვა ესეთი შემთხვევა რომ სხვისი ნივთები გაასინჯა უცხო ხალხს აი სწორედ მაგაში მიქარა მაგრად...

ტექსტი დავარედაქტირე და ნაწილი ჩამიყლაპა sad.gif(
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
 
ახალი თემის დაწყება
გამოხმაურებები
tengo
პოსტი Jul 16 2010, 08:11 AM
პოსტი #2


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 3,099
რეგისტრ.: 23-March 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi
წევრი №: 335



Hellados
ციტატა(Hellados @ 24th June 2010 - 12:37 AM) *
ყველამ კარგად იცის რომ დიდი მოლოდინით ველოდი ჩემს fromusa-სგან გამოწერილ Crosman Storm XT-ს

ეს თოფი ფრომუსას მეშვეობით გამოიწერე თუ შენ თვითონ შეიძინე პირამიდზე და იუსას ამერიკის მისამართი მიუთითე?

(დისკო იყიდება 204$-ად გამოდის მიახლოებით +43ჩამოტანა,+35 დღგ.+22$ სხვა ხაჯები ჯამში გამოდის 304%)
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

პოსტი ამ თემაში
- Hellados   Fromusa.us with love   Jun 23 2010, 11:37 PM
- - cz80   Hellados ეგ "ბატონი...   Jun 24 2010, 12:00 AM
- - CIYVI   ე.ი მე გამიმართლა ც...   Jun 24 2010, 12:11 AM
- - foxi   ბარამსაც თავისი გა...   Jun 24 2010, 02:01 AM
- - ja_ja   მდაააა, მაგარი არა...   Jun 24 2010, 08:35 AM
- - CIYVI   Hellados გილოცავ შენაძე...   Jun 24 2010, 09:01 AM
- - tengo   Hellados CIYVI გილოცავთ !...   Jun 24 2010, 12:24 PM
- - Hellados   მოკლედ ყველას დიდი...   Jun 24 2010, 12:47 PM
- - mamuka2301   Hellados გილოცავ   Jun 24 2010, 02:26 PM
- - Power_VANO   გილოცავთ ორივეს   Jun 24 2010, 02:57 PM
- - CIYVI   გაიხარეეეთ!!   Jun 24 2010, 03:20 PM
- - foxi   ხო რათქმაუნდა მიიღ...   Jun 24 2010, 03:34 PM
- - bazuka   გილოცავთ ორივეს   Jun 24 2010, 03:49 PM
- - geojorjika   გილოცავ ორივეს, მო...   Jun 24 2010, 11:15 PM
- - tengo   Hellados ვიპოვე ეს თემა. ...   Jul 15 2010, 09:00 PM
- - ja_ja   tengo ციტატა(tengo @ 15th July 2...   Jul 15 2010, 09:08 PM
- - tengo   ja_ja ციტატა(ja_ja @ 15th July 2...   Jul 15 2010, 09:30 PM
- - ja_ja   tengo ციტატა(tengo @ 15th July 2...   Jul 15 2010, 09:36 PM
|- - tengo   ციტატა(ja_ja @ Jul 15 2010, 10...   Jul 15 2010, 09:53 PM
- - tengo   Hellados ციტატა(Hellados @ 24th ...   Jul 16 2010, 08:11 AM
- - Hellados   tengo პირამიდაზე ეგ თ...   Jul 16 2010, 09:18 AM
|- - tengo   ციტატა(Hellados @ Jul 16 2010, 10...   Jul 16 2010, 09:27 AM
- - ja_ja   tengo ციტატა(tengo @ 16th July 2...   Jul 16 2010, 09:32 AM
- - Hellados   tengo ციტატა(tengo @ 16th July 2...   Jul 16 2010, 09:38 AM
|- - tengo   ციტატა(Hellados @ Jul 16 2010, 10...   Jul 16 2010, 09:42 AM
- - ja_ja   Hellados tengo თქვენ რაცხა ...   Jul 16 2010, 09:53 AM
- - tengo   ja_ja ციტატა(ja_ja @ 16th July 2...   Jul 16 2010, 10:01 AM
- - ja_ja   tengo ციტატა(tengo @ 16th July 2...   Jul 16 2010, 10:03 AM
- - tengo   ja_ja ციტატა(ja_ja @ 16th July 2...   Jul 16 2010, 10:09 AM


მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th July 2025 - 01:52 AM
Hosted by Pro-Service