![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
||
![]() მაძიებელი ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 306 რეგისტრ.: 8-April 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Georgia წევრი №: 352 ![]() |
მოკლედ აქ დავწე ჩემს ამბავს, ყველამ კარგად იცის რომ დიდი მოლოდინით ველოდი ჩემს fromusa-სგან გამოწერილ Crosman Storm XT-ს, პატარა უმნიშვნელო ცვლილებასაც კი აქ ვწერდი.. ხოდა დღეს დიდი მოლოდინის შემდეგ დავრეკე fromusa-ში და მითხრეს რომ ტვირთი ჩამოსული იყო... წავედი ჯერ გრიგორთან და ვიყიდე 1250 ცალიანი ტყვიების შეკვრა... შემდეგ კი მშვიდად გავეშურე fromusa-ს ოფისისკენ... მოკლედ სადღაც 5-ის ნახევარი იქნებოდა რომ მივედი fromusa-ს ოფისთან, შემინიული შენობაა და გარედანვე დავინახე ვიღაც ტიპი ოპტიკურ სამიზნეს ატრიალებდა ხელში, გულმა რეჩხი მიყო... შევედი ოფისში და ჰოი საოცრებავ ![]() fromusa-ს მენეჯერი სომეხი სერგო აღტკინებული მეგებება და მეუბენბა. იცი შენი თოფის ნახვა მოუნდათ აგერ ბიჭებს და ვეღარ დავაკავეო და ვანახეო... თითქოს ჩემგანაც აღფრთოვანებას ელოდა თუ რა იყო არ ვიცი მარა სახეზე შემატყო ალბათ რაც მეწერა და გაჩუმდა... -მერე არ იცით რომ არაა ლამაზი სხვისი ნივთების თვალიერება მეთქი????????!!!!!! ყველას რომ გაეგო ისე ვიკითხე... არავის ხმა არ ამოუღია.. ორივემ ჩუმად ჩაალაგეს ჩემი თოფის ატრიბუტები კოლოფში და დადეს თავის ადგილზე... არ ვიცი იმ დროს დებოშის მოწყობაზე არ მიფქრია, ძალიან წყნარი ადამიანი ვარ და იშვიათად თუ გამომიყვანს ვინმე წყობილებიდან... თავშეკავებულობიდან გამოდინარე ვცდილობდი ბოლმდე მეკონტროლებინა ემოციები... მივედი ოპერატორ სომეხ გოგონასთან და ვკითხე რამდენი იყო გადასახდელი... კი ვიცოდი რამდენიც იყო მარა მაინც.. მაინტერესებდა რას მეტყოდა პატივცემული, მითხრა რომ გადასახდელი მქონდა 43$ რაც იყო 84 ლარი... და ვკითხე ხომ ვერ მეტყვი რა კურსით ანგარიშობ გენაცვალე თქო... 1.90-იო... მგონი ცოტა გეშლება ეგ 1.90 კი არა 1.95 კურსით გაქვს ნაანგარიშევი მეთქი, აბა კარგად დაითვალე მეთქი... მიჩოტკ მოჩოტჯკა და მითხრა შემეშალა და 1.95 კურსით ვანგარიშობდიო... იქნებ რამე მოიფიქრო რომ თორემ ეგ კურსი ბოლოს როგორც მახოვს 10-12 წლის უკან იყო მეთქი... გოგომ თავი ჩაქინდრა და მე მაგას ვერ გადავწყვიტავ მენეჯერს მიმართეო... და მენეჯერი ვინაა აქ მეთქი?????????? ვინაა და სირგოო! მოკლედ ბატონ სირგოსთან ლაპარაკმა ერთი ის შედეგი გამოიღო რომ 1.95იდან 1.90ზე დავაწევიე კურსი (არადა ბანკებში 1.86 იყო მაქსიმუმი დღეს და ვალუტჩიკებთან 1.84- მაქსიმუმ) პატივცემულმა სირგომ ფეხები ააფართხალა 1.90-ზე ნაკლებად რომ მივიღო მე ზარალზე მივდივარო.. . მოკლედ 2- ლარის სხვაობა მქონდა და დიდად მაგაზე არც ვფიქრობდი, უბრალოდ ფირმის დამოკიდებულება კლიენტის მიმართ მაინტერესებდა ყველაზე მეტად და კლიენტი რომ ფეხებზე ეკიდათ მაგასაც უმალ მივხვდი... პ.ს. იმ ხალხთან ვინც ჩემი იარაღი გასინჯა იმათზე რა მეთქმის, არაფერ შუაში არ იყვნენ, პატივცემულმა სირგომ რატომ დაუშვა ესეთი შემთხვევა რომ სხვისი ნივთები გაასინჯა უცხო ხალხს აი სწორედ მაგაში მიქარა მაგრად... ტექსტი დავარედაქტირე და ნაწილი ჩამიყლაპა ![]()
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
tengo პირამიდს შეუძლია რომ იუსაში მიიტანოს თოფი და რომელ თოფს თრეულობ თუ საიდუმლო არაა? და კუპონების დათრევა როგორ ხდება ნუ კუპონები ან მოგივა მეილზე თუ მაგათი სიახლეები მგაქვს გამოწერილი, ან ინტერნეტში უნდა ეძებო. სიახლეების დროს თვითონ გიგზავნიან რომ ამა და ამ რიცხვიდან ამა და ამ რიცხვამდე არის ამდენი და ამდენ პროცენტიანი სკიდკა, შეიყვანე ეს კოდი და შენს ტანხას მოაკლდება შესაბამისი პროცენტი. თუ ნიუსები გამოწერილი არ გაქვს, მაშIნ ნახულობ რაიმე ამდაგვარ საიტს და ნიჩურიტებ გაკეთებული იმედოვნებ რომ ერთი კოდი მაინც იქნება მოქმედი ![]() მოკელდ უკვეთავ სასურველ ნივთს, აგდებ კალათაში, იწყებ გადახდის პროცედურას და მერე არის კუპონ კოდის ველი, შეიყვან და იმდენით შეგიმცირდება თანხა. პროსტა აქვე შეგახსენებ რომ ჩვენი ბარათებით არ სინჯო დაკვეთა, მაინც გაგიუქმებენ, დაუკავშირდი გადამზიდავს, მიდი მაგათთან ოფისში და მათი მეშვეობით დაუკვეთა სასურველი ნივთი, ანუ იმათ ექნებათ ან ამერიკული ბარათი ან პეიპალი და იმით გადაიხადე. სანწუხაროდ რასაც მოიგებ კუპონით (მაქსიმუმ 10%-ს), იმდენივეს დაგახევს ეგ ორგანიზაცია მათი ბარათით სარგებლობისთვის, ან პეიპალის გამოყენებისთვის, კაროჩე მომსახურებაში 5-დან 10%-მდე გამოგართმევენ და იდეაში გამოვა თხა ვიყიდე თხა გავყიდე ![]()
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th July 2025 - 01:33 AM |
Hosted by Pro-Service |