![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
||
![]() Rastafari ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,795 რეგისტრ.: 3-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1 ![]() |
მოგსალმებით ყველას. ორგ კომიტეტის, პირველ შეხვედრაზე, გარკვეული მოვალეობები გავინაწილეთ. ![]() მე მერგო წილად გარკვევა, თურა არის საჭირო ჩვენი საზოგადოების დარეგისტრირებისთვის, და FT-ს წესების ჩვენს რეალობაზე მორგება. მეორე ჯერ პროცესშია, როგორც კი იქნება წარგადგენთ. აი რაც შეეხება რეგისტრაციას: რეგისტრაცია, 2010-წლის 1 იანვრიდან, ხდება უკვე არა საგადასახადოში, არამედ საჯარო რეესტრში. ჩვენი ტიპის არაკომერციული ორგანიზაციის რეგისტრაცია ხდება 1 დღეში. ამისთვის საჭიროა: 1. წარვადგინოთ წესდება (რომელიც უნდა იყოს შედგენილი, სამოქალაქო კოდექსით გარკვეული წესით, აზრზე არ ვარ როგორ გამოიყურება ის ![]() 2. ორგანიზაციის ხელმძღვანელის ნოტარიულად დამოწმებული ფაქსიმილე. 3. 100 GEL 4. ასევე იურიდიული მისამართი, ფართის მეპატრონის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობით. აბა განვიხილოთ. ოღონდ ძალიან გთხოვთ მხოლოდ კონსტრუქციული წინადადებები და აზრები.
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() Rastafari ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,795 რეგისტრ.: 3-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1 ![]() |
მოგესასლმებით ყველას ვისაც აინტერესებს ეს თემა. მტააკ. ძალიან მაგრად მიჭირს ხოლმე ასეთი საკითხების წამოწყება, მაგრამ სხვანაირად ვერ გავალთ წინ. მოკლედ ყველამ ვიცით რომ რეგისტრაციისთვის საჭიროა თავიდანვე გარკვეული სახსრები. ნუ ძალიან დიდ თანხებზე არ არის საუბარი, მაგრამ მაინც. არის საჭირო 100 ლარი თვით რეგისტრაციისთვის, და ალბათ სანოტარო მომსახურებაზე იქეთ აქეთ სადღაც 30 ლარი წავა. თავისთავად ეს ჩვენი დასადები ფულია. ახლა პირველი საკითხი ის არის, ავირჩიოთ, ვინ იქნება ს.პ.ი.მ.ა.-ს დამფუძნებელი... არ იფიქროთ რომ ასე ვთქვათ ვატრაკებ და თავისთავად ვთვლი რომ ეს მე უნდა ვიყო, და უბრალოდ, პროფორმისთვის გეკითხებით. მე პირადად მიმაჩნია რომ ამ ფორუმზე არის როგორც მინიმუმ 2-3 ადამიანი, რომლებსაც ბევრად ჩემზე კარგად შეუძლია დაუდგნენ ამ საქმის სათავეში. და ჩვენ ყველანი მათ დავეხმარებით შეძლებისდაგვარად. მოკლედ თემა გთხოვთ არ გავაოფოდ და წინ არ გავიქცეთ სხვა საკითხების განხილვით. უფლებას მივცემ ჩემს თავს ამ ეტაპზე, გთხოვოთ, მხოლოდ დამფუძნებლის კანდიდატურებზე ვისაუბროთ, და რომ ავირჩევთ, მან წაიყვანოს ეს თემა შემდეგ ეტაპებზე, სად როგორ რანაირად. თორემ დემოკრატია კარგია, მაგრამ არა ასეთ საკითხებში.
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 29th June 2025 - 09:01 AM |
Hosted by Pro-Service |