გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> HATSAN Pointed Head Pelet 8.41grains - განვიხილოთ, ვეცნობით ახალ ტყვიებს
ja_ja
პოსტი Apr 26 2010, 11:13 PM
პოსტი #1


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,351
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



კაიხანია ტყვიების მიმოხილვა არ დამიწერია, მოკლედ დროა გავიხსენოთ ძველი ტრადიციები და ახალი ტყვიები განვიხილოთ.

დრეს განხილვაში გვექნება თურქული ტყვიები HATSAN Pointed Head Pelet. მწარმოებელი გვაცნობებს თავის საიტზე რომ ეს ტყვიები არის 8.41 გრანი 0.177 კალიბრში. კოლოფზე სამწუხაროდ ამ ინფორმაციას ვერ ვნახოლობთ.

თბილისში ამ ტყვიებს ყიდის მაღაზია Magnum-ი, ფასი აქვს ამ ბედნეირებას 5 ლარი, კოლოფში 200 ცალი ტყვია დევს. მე მიყვარს ხოლმე საშუალოდ CUM-ის ფასთან შედარება, როგროც ვიცით საშუალოდ CUM-ი დღეისათვის თბილისშI ჯდება სადღაც 25 ლარი მაგრამ კოლოფში 500 ცალი მძიმე ტყვიაა, იმისათვის რომ მივიღოთ 500 ტყვია ჰატსანისგან, საჭიროა 2.5 კოლოფი, ანუ ფასი გამოგვივა 12.5 ლარი.... ჰოო ფაქტია 2-ჯერ იაფი გამოდის ეს ტყვიები, შედეგად საინტერესოა მათი პოტენციალი, ამიტომაც მოდით დეტალურად მივყვეთ ყველა წვრილმანს.



ჩამოვყაროთ საწყისი ინფორმაცია:

წონა: მწარმოებლის განცხადებით 8.41 გრანი
რაოდენობა შეფუთვაში: 200ცალი
მწარმოებელი ქვეყანა: თურქეთი
შეძენილია: მაღაზია "მაგნუმში"
ფასი თბილისში: 5 ლარი

პირველი საინტერესო რაც არის ფორმა, ტყვია აღარ არის სტანდარტული ბანძი თურქული მეთოდით გაკეთებული ანუ ეგრეთწოდებული ნაკატკით. ამჰჯერად საქმე გვაქვს პრესფორმით დამზადებულ ტყვიასთან, აქედან შესაბამისი კარგი ვიზუალური ფორმა, მაგრამ ეს პირველი ხელში აღების მერე გგონია კაცს რომ კარგია, დეტალური განხილვისას ისეთ რაღაცეებს ხედავ კაცი რომ....



მაგრამ მოდი წინ ნუ გავიქცევით ყველაფერს ნელნელა მივყვეთ, პირველი საყვარელი ტესტი არის ტყვიების მწყვრივში დაყებევა და ვიზუალური კონტროლი



ეს სედხედი, სამწუხაროდ ყველაფერი კარგად არ არის, უმეტესობა შედარებით სტაბილურად გამოიყურება, მაგრამ არის საკმაოდ ბევრი როემლსაც რაღაც დეფორმაციები აღენიშნება. ეს უკვე კარგი არარ არის...



ეს კი ქვემოთა ხედი, როგროც ხედავთ ტყვიებს რაღაც ნაწიბურები აქვთ, ანუ პრესფორა კი გამოიყენება, მაგრამ ხარისხის კონტროლი მაგრა მოიკოჭლებს

პირადად ახლო დათვალიერებისას მთლად კაი შეგრძნება არ დამეუფლა, ბევრი ზედაპირული ხარვეზი აქვს ტყვიაას.



პრობლემური ქუდები, პრობლემური ნაწიბურები.... რავიცი ეს ტყვია მიზანში მივა???





კაი ბატონო, გადავიდეთ წონა ზომის ერთეულებზე. რას მივიღებთ წონებზე, როგორც გვაქსოვს მწარმოებელი გვპირდება 8.41 გრანს, და როდესაც მეასეთებში მიდის გრანებით აწონვა აქ წესით იგულისხმება რომ ზეზუსტი პირობებით უნდა იყოს ტყვიის წონა დაცული. მაგრამ ერთი მწარმოებლის განცხადება და მეორეა....







ტყვიების წონის დიაპაზონი საკმაოდ დიდია, ვერ ვხვდები რათ უნდოდა მწარმოებელს როდესაც ტყვიას აწერდა 8.41 გრანს, დაეწერა, მაგალითად საშუალო 9 გრანი...

კაი ბატონო გადავხედოთ 10 ცალიან ვარიანტს, ამ შემთხვევაში ვიღებბთ საშუალო წონას, და როგორც ხედავთ ჩემს მიერ შემოთავაზებული 9 გრანი უფრო ახლოსაა რეალობასთან smile.gif



ვერ ვხვდები რაზე წვალობს ზოგიერთი რაღაც განსაკუთრებული წონის მიწერაზე, სხვას არ აქვს სასწორი თუ რა ხდება?, მაგრამ თურქეთში ალბათ მიღებული ვარიანტია. ან ჰატსანი უპირობო ლიდერად ითვლება. ძნელია თქმა.

კაი გადავიდეთ ზომით ერთეულებზე

ტყვიის თავებიც მთლად სახარბიელო არ არის, ზოგი დიდი ზოგი პატარა





მოკელდ გარეგნული დათვალიერებისას კაი ინფორმაციას ვერ ვითებთ, მაგრამ სხვა რა გზა გვაქვს ბოლომდე უნდა მივყვეთ საქმეს

ეს კი ქვედა ბოლო





ბარემ ბევრი კომენტარის გარეშე სიგრძეც ვნახოთ და მერე ვიჭორაოთ





მოკლედ ვიზუალური დათვალიერება და ზუსტი გაზომვები კეთილად განწყობილს არ მტოვებს, ტყვიას ერთიმხრივ კაი საწყისები აქვს, ანუ პრესფორმაა გამოყენებული, მაგრამ აშკარად აკლია რაღაც, ფორმის კონტროლი, მასალის კონტროლი, ყალიბების ერთგვაროვნება, სიგრძეზეც პრობლემებია, ზოგიერთ ტყვიას ცხვირი წაკვეთილი აქვს ზოგიერთს კაი ცხვირი აქვს შედეგად ზომის ლავირება მიმდინარეობს

კაი გადავიდეთ ტყვიის დეფორმირებაზე, ამჯერად გამოყენებული გაზეთების ტექსტი, რადგან შედარებით ახალი პლასტენილი მაშინ არ მქონდა, ახლა კი ტყვიები აღარ დამრჩა.





არის რაღაც დეფორმაცია, მაგრამ რაიმე განსაკუთრებულზე საუბარი არ გვიწევს. . მოკლედ ყველაფერი ამბობს იმას რომ ეს ტყვიები ბანძია, მაგრამ სანამ საბოლოო დამღას დავასვავთ საჭიროა მიზანში სროლის შედეგები.

როგორც CZ80-მა მითხრა ერთერთი გასვლისას დაბალ სიჩქარიანი დისკო არ აცილებდა ამ ტყვიას სამიზნეს, მაშინ როდესაც მარალ სიჩქარეზე დაყენებულ მარადიორს უჭირდა მიზანში მოხვედრა.

სამყუხაროდ ყველა ტესტების შემდეგ მიზანში სასროლად სულ რაღაც 20 ტყვია დამრჩა. აქედან 5 ცალი გავისროლე ჰაერში, ანუ ცის ფონზე რომ შემემოწმებინა ტყვიის ტრაექტორია. მიუხედავად გაზომვითი ტესტების ჩაგდებისა, ტყვია სტაბილური ტარექტორიით მიფრინავს, ეგაა რომ ყოველთვის მარჯვენა ზედა კუთხისკენ მიფრინავდა. ეს ერთიმხრივ პრობლემაა, ანუ თუ თოფი რაღაც ერ დისტანხციაზე გაქვს ნისროლილი და გადაწყვიტავს უფრო შორს სროლას, გარდა იმისა რომ ქვედა მილი უნდა აიღო სამიზნედ ასევე მარჯვნივ უნდა ეცადო გარტყმას, ხოლო თუ გასწორებულ მანძილზე ახლოს ესვრი სამიზნეს, მაშინ ზედა მილი და მარცხენა მხარე უნდა აიღო, რაც საველე პირობებში ცოტა არ იყოს და ძნელი გასათვალისიწნებელია.

კაი ბატონო დარჩენილი 15 ტყვია ვრეკოთ სამიზნეში და რას მივიღებთ...

დისტანცია სტანდარტულად 25 მეტრი, ვერის მთა და....



ამ სამიზნეში არის 9 ტყვია 10-დან, ერთი ტყვია მიზნამდე 50 სანტიმეტრით ადრე დაეცა, და გვერდითა ახალ სამიზნეს მოხვდა, იმიანათ თუ ჩავთვლით ჯგუფი არარ იარდებებს, რადგან 15 სანტიემტრს გავცდებით biggrin.gif

სანტერესო კი შემდეგია, ამდენად შეურაწყოფილმა ტყვიებმა როგორ მოახერხეს CP-ზე გასწორებული სამიზნით თიტქმის იდეალური ჯგუფების გაკეტება.... მომკალით და არ მესმის, სიჩქარე სხვატაშორის იყო 250-256 მეტრ წამის კალიდორში, იდეაში ამაზე დაბალი სიჩქარე არარ ვიცი რა უნდა იყოს. ასე თუ ისე 25 მეტრზე და დაბალი სიჩქარით ტყვია მიზანში მიდის, მიუხედავათ ჰაეტეკ გაზომვისა და გატრაკებისა biggrin.gif

ვნახოთ შედარებით მარალი სიჩქარე, 280-290 მეტრ წამი... როგორც ხვდებით 5 ტყვია დამრჩა, შედეგად აი 5 ტყვიის შედეგი...



როგროც ჩანს მაღალ სიჩქარეებზე ტყვია ნაკლებად სტაბილურია, ასე რომ მაგნუმ კლასის თოფი სავარაუდოდ ამ თოფისთვის რეკომენდირებული არაა. თუმცა 5 ტყვიით ამის მტკიდება ცოტა ძნელია

ასე თუ ისე 25 მეტრზე ესეც არაა ცუდი შედეგი, მართალია უკვე ლამის 3 სანტიემტრზე გვაქვს საუბარი და არა 10 მილიმეტრზე, მაგრამ პლინკაობისა თუ ნადირობისთვის სავსებით საკმარისია, ასე რომ იაფიანი ალტერნატივად შეგვიძლია ჩავთვალოთ ეს ტყვია.

მოდით ახლა ჩამოვთვალოთ პლიუს მინუსები.

პლიუსები:
1) იაფია
2) თბილისშივე იყიდება
3) შედარებით კაი შესრულებულია, ყოველ შემთხვევაში პრეს ფორმით დამზადებულია.


მინუსები:
1) ააკალიბრირებული ტყივებია
2) შესრულება მოიკოჭლებს
3) მიზანში სასროლად არ გამოდგება
4) მაგნუმ კლასის თოფებისთვის რეკომენდირებული არაა
5) წონა არასტაბილურია

მოკლედ მგონი ესაა. იმედია ამომწურავი ინფორმაციაა ამ ტყვიაზე.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

პოსტი ამ თემაში
- ja_ja   HATSAN Pointed Head Pelet 8.41grains - განვიხილოთ   Apr 26 2010, 11:13 PM
- - Power_VANO   ციტატა(ja_ja @ 27th April 2010 ...   Apr 26 2010, 11:21 PM
- - geojorjika   რეპორტისთვის დიდი ...   Apr 26 2010, 11:35 PM
- - cz80   მშვენიერი და ამომწ...   Apr 26 2010, 11:40 PM
- - cz80   ციტატა(giorgi @ 27th April 2010 ...   Apr 26 2010, 11:41 PM
- - daviti   ja_ja-ს რეპორტი როგორც...   Apr 26 2010, 11:57 PM
- - ja_ja   geojorjika ციტატა(giorgi @ 27th ...   Apr 27 2010, 07:46 AM
- - cz80   ციტატა(ja_ja @ 27th April 2010 ...   Apr 27 2010, 09:08 AM
- - bazuka   ja_ja საღოლ cz80 მეშენი ...   Apr 27 2010, 12:31 PM
- - cz80   ციტატა(bazuka @ 27th April 2010 ...   Apr 27 2010, 01:16 PM
- - nihontoman   მდააა, ე ტყვიები თა...   Apr 27 2010, 05:46 PM
- - mamuka2301   ეს ტყვიები მქონნდა...   Apr 27 2010, 06:04 PM
- - parna   ამას ვიდზე ჩემი ბო...   May 14 2010, 09:51 PM
- - davitius1   ჰაცან-95-თვის რომელ ...   May 15 2010, 05:55 AM
- - ja_ja   davitius1 ციტატა(Davitius1 @ 15t...   May 15 2010, 07:31 AM
- - davitius1   მადლობა   May 15 2010, 07:54 AM
- - giorgi05   ციტატაჰაცან-95-თვის ...   Mar 13 2011, 12:22 PM
- - nikola_migina   იჟზე წავა ეს ტყვიე...   Apr 3 2011, 10:22 PM
- - nihontoman   nikola_migina კი, რატო არ წა...   Apr 3 2011, 10:31 PM
- - nikola_migina   დიდი მადლობა და რა...   Apr 5 2011, 03:54 PM
- - ja_ja   nikola_migina ციტატა(nikola_migina ...   Apr 5 2011, 04:19 PM


მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 14th July 2025 - 05:56 PM
Hosted by Pro-Service