![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderators პოსტები: 3,394 რეგისტრ.: 17-April 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 68 ![]() |
მოკლედ, ესე ერთი თვის წინ გაგიმხილეთ, რომ HobbyKing-დან ე.წ. "დრემელუკა" (დიდ ბიძია დრემელთან ეს ვერ მივა და ერქვას დრემელუკა) შევიძინე. სრული სახელია HobbyKing 160W Dremel Style hand-tool w/ 33pc set 230V შევიძინე ეს დრემელუკა 14.79 მარადმწვანედ. ჯამში, ტრანსპორტირებიანად დამიჯდა 46 ლარი (ტრანსპორტირების ხარჯები სხვასთან ერთად გავინაწილე და ამიტომ დაჯდა იაფი). ვისაც ბოლომდე წაკითხვა დაეზარება, პირველადი ტესტირებით კმაყოფილი ვარ, კარგი რამე ჩანს საკმაოდ. უბრალოდ, ერთი პატარა სასაცილო დეტალის გამო ჯერჯერობით სრულყოფილად ვერ ვიყენებ ჩემს დრემელუკას ![]() მოკლედ, ფასი რომ ნამდვილად მომხიბლავი აქვს ჩვენს დრემელუკას, ფაქტია (ზუსტად ფასის გამო ვიყიდე მეც). მაგრამ საინტერესოა, რამდენად ხარისხიანადაა დამზადებული ეს ხელსაწყო. დრემელუკა დევს ასეთ ყუთში: ყუთის გახსნისას ვიღებთ თვითონ დრემელუკას, ბურღების ნაკრებს, კომპაქტურ სანათ ხელსაწყოს (რომელიც საკმაოდ მოსახერხებელი რამეა) და ორგვერდიან ინსტრუქციას. ინსტრუქციაში, როგორც ყოველთვის, ბევრი არაფერი წერია სახარბიელო, ძირითადად უსაფრთხოების დეტალებზეა გამახვილებული ყურადღება (გრძელი თმებით და სამკაულებით არ იმუშავოთ დრემელუკასთანო :P ). ასევე მოკლედაა აღწერილი ბურღების გამოცვლის და ზოგადად, დრემელუკას მუშაობის მექანიზმი. ესეც თვითონ დრემელუკა და რამდენიმე სურათი: სიჩქარეების რეგულატორი ლოს თავოს - კოპიოა დრემელ 4000-ის :P დრემელუკას ტექნიკური მახასიათებლები ასე გამოიყურება: ძაბვა: 230 ვოლტი 50 ჰერცი სიმძლავრე: 160 ვატი სიჩქარე: 8,000-35,000 ბრ/წთ ბურღის დამჭერის დიამეტრი: 2.0-3.2 მმ. მოკლედ, დრემელუკა სრულად თავსებადია თავისი დიდი წინაპრის, დრემელის ბურღებთან, პირებთან და აქსესუარებთან. თუ თვითონ გამოდგა, ბურღების და აქსესუარების ყიდვა იაფადაა შესაძლებელი ამაზონიდან ![]() ესეც ბურღების და აქსესუარების კომპლექტი, რაც დრემელუკას მოყვა: სულ მარცხნივ სამი ცალი "შკურკაა", იქვე საჭრელი დისკები, ქვემოთ პოლირების დისკები, ზემოთ ბურღები და ა.შ. სხვათა შორის, ბურღები ცუდი ხარისხის ნამდვილად არაა, საკმაოდ კარგადაა დამზადებული. ასევე კომპლექტშია სანათი ხელსაწყო, რომელიც დრემელუკაზე მაგრდება და საჭიროების შემთხვევაში დამატებით განათებას უზრუნველყოფს. მუშაობს ორ ცალ პატარა ე.წ. საათის ლითიუმის ბატარეაზე. შუქის სიმძლავრე საკმაოდ კარგია. და აი, მივედით ყველაზე საინტერესო ადგილას. როგორია მუშაობაში ჩვენი დრემელუკა?! სამწუხაროდ, გატესტვა მოხერხდა მხოლოდ ერთადერთი ბურღის. რატომ? აი ამიტომ: მოკლედ, ესენია ბურღების დამჭერები. მარცხენა დამჭერში ყველაფერი OK, აი მარჯვენაზე კი... ![]() ![]() პატარა დამჭერში კომპლექტიდან ერთადერთი სვერლო დგება, ყველაზე პატარა. დანარჩენი ბურღები დიდი დამჭერისთვისაა განკუთვნილი, სამწუხაროდ ![]() პატარა დამჭერი კი მშვენივრად მუშაობს, სვერლო კარგად ჩაჯდა, დავხვრიტე რამდენიმე საგანი. გამოსავალი სხვა ბურღებისთვის კი არსებობს რამდენიმე, მაგრამ თქვენი რჩევაც მჭირდება. 1) ვიყიდო დრემელის ბურღის დამჭერები და ისინი გამოვიყენო. 2) ავიღო ეს ჩემი ბურღის დამჭერი და ჩავჭრა, როგორც საჭიროა. მაგრამ სად? სახლში მაგისთვის ხელსაწყოები არ მაქვს. პირველი ვარიანტი უკეთესია, მაგრამ დროში გაიწელება, სანამ ამაზონიდან ვიყიდი და ჩამოვა (ალბათ აქაურ მაღაზიაშიც იქნება, მაგრამ ძვიიირად). მეორე ვარიანტის გაკეთებაც შეიძლება, მაგრამ მიმასწავლოთ იქნებ, სწორად სად შეიძლება მაგ პატარა დეტალის ჩაჭრა ![]()
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderators პოსტები: 3,394 რეგისტრ.: 17-April 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 68 ![]() |
მოკლედ, ერთი თვეა უკვე, ცოტა მეტიც, რაც დრემელუკა მაქვს და შეჯამებისთვის საკმაო ინფოც დამიგროვდა ![]() პირველი და რაც მთავარია, მუშაობაში საკმაოდ ვირი რამე გამოდგა. იტანს ხანგრძლივ დატვირთვას, კარგად მუშაობს როგორც დაბალ, ასევე მაღალ სიჩქარეებზეც. მოყვება საკმაოდ კარგი აქსესუარები, ხარისხს ვგულისხმობ. მე მაქვს ასევე Dremel 697-06 150-Piece Rotary Tool Super-Accessory Assortment და რომ ვადარებ, ბურღების ხარისხში რადიკალური სხვაობა არაა ![]() თუმცა, სხვაობა იგრძნობა "შკურკების" და საჭრელი დისკების ხარისხში, დრემელის კომპლექტში გაცილებით უკეთესი შკურკები და დისკები დევს.. სალესი ქვები კარგი ხარისხის მოყვა. + პოლირების მატერიალი. დრემელის კომპლექტში რაც დევს, აშკარად პოლირებისთვისაა გამოსაყენებელი. აი რაც ჩემს დრემელუკას მოყვა, ესაა იგივე ზომის აგურის ნატეხი ![]() ესეც მცირე ჩამონათვალი, თუ რისი გაკეთება მოვასწარი დრემელუკათი: ე.წ. "დრემელ-პლინკი" ანუ ჭიქებზე და სხვადასხვა ნივთებზე წვრილ-წვრილი მაიმუნობა-მამაძაღლობა გირების (2 ცალი) გაშკურკვა-პოლირება. მასალა იყო თუჯი, საკმაოდ მყარი და ცუდი დასამუშავებელი სპილენძის ექსტრემალური გაგრილების ტუბის პოლირება ჩემი კომპის კეისის მოდიფიცირება წყლის გაგრილებისთვის - ძირითადი სამუშაოები: ბურღვა + შკურკვა კომპის კეისზე, ჰაერის ფილტრების დამაგრებითი სამუშაოები - პლასტმასის ჭრა და შკურკვა და ყველზე მასიური სამუშაო - მამაჩემის დანადგარებისთვის ე.წ. "საპლო-კათოდების" 50 კომპლექტრის (100 ცალი ჯამში) დამუშავება. ძირითადად საჭირო იყო შკურკვა, დამზადების უზუსტობების აღმოსაფხვრელად (სომხეთიდან მოდის ეს დეტალები და იქაც ფრეზ-ტოკარნი სტანოკი არ უვარგათ ეტყობა) ამ ყველაფრის მერე დრემელუკა ისევ ახალივითაა, "ჯანზეა" რომ იტყვიან ![]() შეჯამებისთვის, რეკომენდუიუ, აბსოლუტურად. ნამდვილად ამართლებს მასში დახარჯულ თანხას, 100%-ით. რაც შეეხება რა დაგიჯდებათ ამის შეკვეთა-ჩამოტანა, შემდეგ პოსტში დავწერ, თავის სკრინებით და დეტალებით.
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th July 2025 - 12:51 PM |
Hosted by Pro-Service |