![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 1,141 რეგისტრ.: 11-January 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 286 ![]() |
ახალი მოდელია, ძალიან ძლიერია. ზედ ოპტიკას ვერ ვამაგრებ 10-15 გასროლის შემდეგ იშვებს დამჭერები და ირევა. დარტყმა ისეთი აქვს, რომ თუ კარგად არ დაიჭირე ხელიდან გაგივარდება, სასხლეტი რეგულირებადი. რაც დავშალე და ვნახე მომეცონა.
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
foxi ერთი ეს კარგად გამიმარტეთ რა. პნევმო ტყვიებს არ აქვთ ცეცხლსასროლივით წაგრძელებული და წვეტიანი ფორმა. ქე იცი ვისვრით მრგვალთავიან ტყვიებს შედეგად ასეთი ტყვიები ეფექტურად მიფრინავს 250-300 მაქსიმუმ 310-320 მეტრ წამით, მაგრამ 300-ის ზემოთ არ არის რეკომენტირებული სროლა, არ არის რეკომენდირებული ხმის ბარიერთან მიახლოება. გადაიკითხე თვითმფრინავების ისტორია სანამ ხმის ბარიეს გადალახავდნე სწორფრთიანი თვითმფრინავები, ბარიერთან მიახლოებისას თვითმფრინავს ყანყალი ძიგძიგი და ერთი უბედურება სჭირდა. ყველაფერი ეს იმის ბრალია რომ თვითმფრინავია თუ ტყვია თავის წინ კრიბავს ჰაერის შეკუმშულ ტალღას, სწორედ ეს ტალღა წარმოადგენს ბარიერს და პრობლემას, მისი გაჭრა / გადალახვა არის ხმის ბარიერის გადალახვა, ანუ ჰაერის ტალღის სიჩქარეს აჭარბებს ობიექტი თავისი სიჩქარით და ამ ტალღაში გაძრომისას წარმოიქმნება სპეციფიკური გახევა აფეთქების ხმა. შესაბამისად პნევმო ტყვია არასტაბილურია როდესაც 300 მეტრ / წამს სცილდება, და უახლოვდება ჰაერის ტალღის მაქსიმუმს 331 მეტრ / წამს. 300 მ/ს-ის მერე ჰაერის ტალღის სიმკვრივე იმდენია რომ ტყვია ყანყალს იწყებს. ხოლო თუ 331-ზე მეტია, მაშინ ჰაერის ტალღის, ანუ ხმის ბარიერის გადალახვისას იმდენ ენერგიას ხარჟავს რომ მალევე იხარჯება მისი ენერგია და რეზკად ძირს ვარდება. ამიტომაცაა რომ ნორმალურად სროლის მოყვარული თავს არ იგიჟებს 300 და 320 მეტრ წამით. ჯდება 270-280 მაქსიმუმ 290 მეტრ წამზე და არის ბედნიერი, სვავს ტყვიას ტყვიაში. არავის არ სჭირდება კოშმარული ენერგია პნევმოდან. რას უნდა მოხმარდეს ველური ძალა? მაგალითად ევანიქს ბლიზარდი შეიძლება 4.5 კალიბრში 50-60 ჯოულამდე გაქანდეს. ამ დროს 10.5 გრანიანი ტყვიისთვის გამოდის 420 მეტრ წამი. მაგრამ არავინ უკვირდება რომ ამ პაწაწკუნა ტყვიას იმხელა პრობლემების გადალახვა უწევს რომ აზრი არ აქვს ამ ენერგეტიკას. ანუ ჯერესერთი შეკუმშული ჰაერის გარღვევა, შემდეგ ზებგერითი სიჩქარიდან გამოსვლა და არასტაბილური ყანყალი, ანუ ისევ შეკუმშული ჰაერის ტალღა ხვდება. ამბობენ ეუჯინის მძიმე 1.25 გრამიან ტყვიაზე 55-60 ჯოულს ვაღებინებთო, მაგ დროს გამოდის 310 მეტრ წამი, აი მაგ დროს უკვე აზრი აქვს, ანუ გემრიელი ძალა და სიჩქარე. უახლოვდება ბარიერს მაგრამ არ კვეთავს. მიუხედავად ამისა რჩება კითხვა, რაში უნდა გამოიყენო 60 ჯოული, ანუ 6 კილო არსების დაგდების შესაძლებლობა? მაგ წონის ყვავი და ბატი არ დაფრინავს, ტურაზე და მგელზე არავინ დადის პნევმოთი, ნუ ახლა შენ სუპერ გამონაკლიცი ხარ და თან მკერდში კი არა თავში ესროლე. თავში კი სულ არაა საჭირო 60 ჯოული 10 ჯოულიც ეყოფოდა იმ საცოდავს. ასე რომ აზრი არ აქვს ასევთქვათ უფრო მეტი ხარჯია ვიდრე სარგებელი, 4.5 კალიბრში 60 ჯოულს ჯობია 40 ჯოული 5.5-ში და მორჩენილია პრობლემა ![]() კაროჩე ძალიან ბევრი შეიძლება კიდევ საუბარი, მაგრამ მთავარი შინაარში შემდეგია, შესაძლებელია, მაგრამ ეკონომიკურად გაუმართლებელია ![]()
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd May 2025 - 06:23 PM |
Hosted by Pro-Service |