|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
Feb 15 2010, 07:27 PM
პოსტი
#1
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderators პოსტები: 3,394 რეგისტრ.: 17-April 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 68 |
მოკლედ, ესე ერთი თვის წინ გაგიმხილეთ, რომ HobbyKing-დან ე.წ. "დრემელუკა" (დიდ ბიძია დრემელთან ეს ვერ მივა და ერქვას დრემელუკა) შევიძინე. სრული სახელია HobbyKing 160W Dremel Style hand-tool w/ 33pc set 230V შევიძინე ეს დრემელუკა 14.79 მარადმწვანედ. ჯამში, ტრანსპორტირებიანად დამიჯდა 46 ლარი (ტრანსპორტირების ხარჯები სხვასთან ერთად გავინაწილე და ამიტომ დაჯდა იაფი). ვისაც ბოლომდე წაკითხვა დაეზარება, პირველადი ტესტირებით კმაყოფილი ვარ, კარგი რამე ჩანს საკმაოდ. უბრალოდ, ერთი პატარა სასაცილო დეტალის გამო ჯერჯერობით სრულყოფილად ვერ ვიყენებ ჩემს დრემელუკას მოკლედ, ფასი რომ ნამდვილად მომხიბლავი აქვს ჩვენს დრემელუკას, ფაქტია (ზუსტად ფასის გამო ვიყიდე მეც). მაგრამ საინტერესოა, რამდენად ხარისხიანადაა დამზადებული ეს ხელსაწყო. დრემელუკა დევს ასეთ ყუთში: ყუთის გახსნისას ვიღებთ თვითონ დრემელუკას, ბურღების ნაკრებს, კომპაქტურ სანათ ხელსაწყოს (რომელიც საკმაოდ მოსახერხებელი რამეა) და ორგვერდიან ინსტრუქციას. ინსტრუქციაში, როგორც ყოველთვის, ბევრი არაფერი წერია სახარბიელო, ძირითადად უსაფრთხოების დეტალებზეა გამახვილებული ყურადღება (გრძელი თმებით და სამკაულებით არ იმუშავოთ დრემელუკასთანო :P ). ასევე მოკლედაა აღწერილი ბურღების გამოცვლის და ზოგადად, დრემელუკას მუშაობის მექანიზმი. ესეც თვითონ დრემელუკა და რამდენიმე სურათი: სიჩქარეების რეგულატორი ლოს თავოს - კოპიოა დრემელ 4000-ის :P დრემელუკას ტექნიკური მახასიათებლები ასე გამოიყურება: ძაბვა: 230 ვოლტი 50 ჰერცი სიმძლავრე: 160 ვატი სიჩქარე: 8,000-35,000 ბრ/წთ ბურღის დამჭერის დიამეტრი: 2.0-3.2 მმ. მოკლედ, დრემელუკა სრულად თავსებადია თავისი დიდი წინაპრის, დრემელის ბურღებთან, პირებთან და აქსესუარებთან. თუ თვითონ გამოდგა, ბურღების და აქსესუარების ყიდვა იაფადაა შესაძლებელი ამაზონიდან ესეც ბურღების და აქსესუარების კომპლექტი, რაც დრემელუკას მოყვა: სულ მარცხნივ სამი ცალი "შკურკაა", იქვე საჭრელი დისკები, ქვემოთ პოლირების დისკები, ზემოთ ბურღები და ა.შ. სხვათა შორის, ბურღები ცუდი ხარისხის ნამდვილად არაა, საკმაოდ კარგადაა დამზადებული. ასევე კომპლექტშია სანათი ხელსაწყო, რომელიც დრემელუკაზე მაგრდება და საჭიროების შემთხვევაში დამატებით განათებას უზრუნველყოფს. მუშაობს ორ ცალ პატარა ე.წ. საათის ლითიუმის ბატარეაზე. შუქის სიმძლავრე საკმაოდ კარგია. და აი, მივედით ყველაზე საინტერესო ადგილას. როგორია მუშაობაში ჩვენი დრემელუკა?! სამწუხაროდ, გატესტვა მოხერხდა მხოლოდ ერთადერთი ბურღის. რატომ? აი ამიტომ: მოკლედ, ესენია ბურღების დამჭერები. მარცხენა დამჭერში ყველაფერი OK, აი მარჯვენაზე კი... პატარა დამჭერში კომპლექტიდან ერთადერთი სვერლო დგება, ყველაზე პატარა. დანარჩენი ბურღები დიდი დამჭერისთვისაა განკუთვნილი, სამწუხაროდ პატარა დამჭერი კი მშვენივრად მუშაობს, სვერლო კარგად ჩაჯდა, დავხვრიტე რამდენიმე საგანი. გამოსავალი სხვა ბურღებისთვის კი არსებობს რამდენიმე, მაგრამ თქვენი რჩევაც მჭირდება. 1) ვიყიდო დრემელის ბურღის დამჭერები და ისინი გამოვიყენო. 2) ავიღო ეს ჩემი ბურღის დამჭერი და ჩავჭრა, როგორც საჭიროა. მაგრამ სად? სახლში მაგისთვის ხელსაწყოები არ მაქვს. პირველი ვარიანტი უკეთესია, მაგრამ დროში გაიწელება, სანამ ამაზონიდან ვიყიდი და ჩამოვა (ალბათ აქაურ მაღაზიაშიც იქნება, მაგრამ ძვიიირად). მეორე ვარიანტის გაკეთებაც შეიძლება, მაგრამ მიმასწავლოთ იქნებ, სწორად სად შეიძლება მაგ პატარა დეტალის ჩაჭრა
| |
| > |
|
|
![]() |
Mar 5 2010, 11:56 AM
პოსტი
#2
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderators პოსტები: 3,394 რეგისტრ.: 17-April 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 68 |
უუუუუუხხხხ!! ამ ჩინელების დედა რომ ვატირე! ჩამოვიდა ბურღის დამჭერი და აღმოჩნდა რომ ამ ჩემს დრემელის მსგავს ხელსაწყოს რეზბა აქვს 1 მმ-ით დიდი! შესაბამისად, ეს უნივერსალური ბურღის დამჭერი არ დგება ზედ
| |
| > |
|
|
Power_VANO HobbyKing Dremel Style Rotary Tool 160W Feb 15 2010, 07:27 PM
Power_VANO Reserved
სურათების ხარი... Feb 15 2010, 07:28 PM
ja_ja Power_VANO
ვანოჯან გილოც... Feb 15 2010, 08:01 PM
Power_VANO ja_ja
გაიხარე ჯა_ჯ, დიი... Feb 15 2010, 08:15 PM
bazuka Power_VANO
ვააა, საკაიფო ... Feb 15 2010, 08:41 PM
Power_VANO bazuka
ციტატა(bazuka @ 15th Febr... Feb 15 2010, 08:46 PM
geojorjika Power_VANO
ვაა გილოცამ ვ... Feb 16 2010, 12:00 AM
parna გილოცავ ვანო Feb 16 2010, 02:10 AM
Der Rote Baron გილოცავ ვანოჯან მშ... Feb 16 2010, 02:45 AM
cz80 Power_VANO
გილოცავ, მშვენ... Feb 16 2010, 09:49 AM
Power_VANO cz80
Der Rote Baron
parna
geojorjika
გმა... Feb 16 2010, 05:35 PM
dawiti შენაძენს გილოცავ დ... Feb 16 2010, 09:33 PM
parna ისე მაგ საიტიდან ს... Feb 18 2010, 02:19 AM
Power_VANO parna
ყველაფრის გამოწ... Feb 18 2010, 09:07 AM
Power_VANO ჩამოვიდა ჩემი უნივ... Mar 2 2010, 06:35 PM
ja_ja Power_VANO
ხვალ დასვენებ... Mar 2 2010, 06:54 PM
bazuka Power_VANO
მოკლედ ერთი 10 დ... Mar 2 2010, 07:21 PM
Power_VANO ja_ja
bazuka
ვააა გაიხარე... Mar 2 2010, 08:00 PM
ja_ja Power_VANO
ციტატა(Power_VANO @ 2... Mar 2 2010, 09:56 PM
Der Rote Baron ციტატა(ja_ja @ Mar 2 2010, 10... Mar 2 2010, 11:40 PM
Power_VANO ja_ja
ციტატა(ja_ja @ 2nd March 2... Mar 2 2010, 11:40 PM
ja_ja Power_VANO
ციტატა(Power_VANO @ 3... Mar 3 2010, 01:18 AM
ja_ja Power_VANO
ციტატა(Power_VANO @ 5... Mar 5 2010, 12:59 PM
Power_VANO ja_ja
yes-yes, ეგრე ჩანს დღ... Mar 5 2010, 01:39 PM
ja_ja Power_VANO
ციტატა(Power_VANO @ 5... Mar 5 2010, 01:43 PM
Power_VANO ja_ja
ოკეი, ლექციების ... Mar 5 2010, 01:51 PM
ja_ja ოკ Mar 5 2010, 02:27 PM
Power_VANO მოკლედ, ერთი თვეა უ... Mar 21 2010, 10:05 PM
bazuka და შემდეგ პოსტს რო... Mar 21 2010, 10:23 PM
Power_VANO მე ჩემი დრემელუკას... Mar 21 2010, 10:31 PM
mab დრემელის აქსესუარ... Aug 15 2010, 08:05 AM
ja_ja mab
ტროსს რას ეძახი?? ... Aug 15 2010, 08:46 AM
mab კი მაგას ვგულისხმო... Aug 15 2010, 10:05 AM
ja_ja mab
შენ რაც დადე ბლექ... Aug 15 2010, 11:44 AM
Power_VANO mab
მაგ მაილსკრაფტი... Aug 15 2010, 02:26 PM
ja_ja Power_VANO
ციტატა(Power_VANO @ 1... Aug 15 2010, 02:43 PM
Quick დრემელ 300-ის ყიდვა ს... Sep 8 2010, 02:26 AM
Power_VANO Quick
შეიძლება კი. ბრი... Sep 8 2010, 09:31 AM
ja_ja Quick
ისე ფასები კარგ... Sep 8 2010, 10:36 AM
Power_VANO ჰო, რჩეულიც კარგი ვ... Sep 8 2010, 11:58 AM
Quick Power_VANO
ja_ja
დიდი მადლობ... Sep 8 2010, 12:29 PM![]() ![]() |
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd December 2025 - 12:57 PM |
| Hosted by Pro-Service |