ტყვიები პლინქისთვის, ანუ ისეთი ტყვიები, რომელთა ფასი არ აღემატება ერთ თეთ |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
ტყვიები პლინქისთვის, ანუ ისეთი ტყვიები, რომელთა ფასი არ აღემატება ერთ თეთ |
Aug 31 2009, 06:59 PM
პოსტი
#1
|
||
გურუ ლამა ჯგუფი: Moderators პოსტები: 4,686 რეგისტრ.: 10-March 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 50 ქალაქი:თბილისი |
დავიწყებ იმით, რომ თითქმის ყველა აირგანერი უდიდეს სიამოვნებას იღებს უაზრო პლინკისგან. არ არსებობს ადამიანი, რომელსაც იარაღი მხოლოდ მიზანში სასროლად უნდა, ან სანადიროდ. პლინკი პნევმატური იარაღის გამოყენების ყველაზე რეკრეაციული საშუალებაა-მე ძალიან მსიამოვნებს. დარწმუნებული ვარ, ყველა ეარგანერის ცხოვრებაში ყოფილა დღეები, როდესაც უაზროდ უსვრია 1-2 პაჩკა ტყვია. ჩემი პირადი რეკორდიამ მხრივ არის ოთხი პაჭკა(200 ცალიანი) თურქული ტყვია. :rolleyes: როგორც ხედავთ, საკმაოდ ბევრი შემიძლია ვისროლო, ხოლო რაც უფრო ბევრს ისვრი, მით მეტი ფული მიფრინავს ჰაერში. ეს განსაკუთრებით მაშინ ხდება, როცა ტყვიები არის არა ოზიტაი, ან სხვა თურქული ნაგავი, არამედ გაცილებით ძვირი პრემიერები, და ჯსბ-ები. ამ თემის მიზანია, თავი მოვუყარო იმ მწირ ინფოს, (ჩემი და სხვათა გამოცდილებიდან) რაც გამაჩნია პლინქისთვის ადექვატურ ტყვიებზე და გაგიზიაროთ თქვენ. აქვე დავძენ, რომ მართლა ხარისხიან ტყვიებთან ჩემს ცხოვრებაში შეხება მქონია მხოლოდ ერთხელ-ერთი პაჩკა CUM-თან ურთიერთობის წყალობით. ამ ტყვიებით საკმაოდ კმაყოფილი ვარ, ძალიან ზუსტი და სოლიდური ტყვიებია. ფინანსური კრიზისის ფონზეც იგი ამართლებს თავის ფასს-ტყვია 5 თეთრი. თუმცა, იმასაც ვიტყვი, რომ თურქული და ჩინური ნაგავიც დოხრენა მაქ ნასროლი, ასე რომ... დავუბრუნდები თემას. ყველამ იცით, რომ საქართველოში ტყვიების დიდი არჩევანი არაა. ჩვენთან იყიდება მხოლოდ ჩინური, თურქული და ესპანური ტყვიები. უკანასკნელი კატასტროფულ ფასად-თითქმის კროსმან პრემიერების ფასად. შეხება მქონია შემდეგ ტყვიებთან: ყველანაირ თურქულ ნაგავთან, ჩინურ "გამოებთან" და კიდე რაღაც დაუდგენელ "კალპაჩოკებთან" კალპაჩოკებზე მოკლედ ვიტყვი: ისეთი ნაგავია, თოფში ჩადებაც არ ღირს, თუნდაც იჟ-ში. კალპაჩოკები: სიზუსტე-0 წონა-მინიმალურზე კიდევ უფრო ნაკლები(დაპრესილ ქაღალდის ბურთს უფრო მეტი წონა აქვს მგონი, ვიდრე ამათ) ფორმა-არანაირი განმეორებადობა, კალიბრიც კი შესამჩნევად სხვადასხვაა. ფასი, არ ვიცი, არ მახსოვს. გადავიდეთ თურქულებზე. თურქული ტყვიები შემხვედრია სამი სახის: ოზტაი დიაბოლო, ოზტაი მატჩი და რაღაც icme თუ ამდაგვარი... ყველაზე უფრო მეტი იყიდება ეს უკანასკნელი, იკმეები. ტყვია არის საშინელი და სახიფათო, რადგან ყველაფერს რომ თავი დავანებოთ (სიზუსტის არქონას, დაუდგენელ წონას და ფორმას) ტყვიაში არის ცარიელი ადგილები, დირკები. ეს დირკები არის რამდენიმე ადგილას, ძირათადად მაინც კონცენტრირებულია თავში. მქონია შემთხვევა, როდესაც დირკა იყო გამჭოლი, ანუ თავიდან დაწყებილი მიდიოდა იუბკისკენ და ტრაკიდან გამოდიოდა. ასეთი ტყვია რომ გავისროლე ფანტომით, არ მოხდა ჰაერის დაჭიხვნა, ტყვია ლულიდან უბრალოდ გადმოვარდა და მე არამის გული გამისკდა-ისეთი ხმა ქონდა, გეგონება მანჟეტი შუაზე გასკდაო. იმ დროს გადავრჩი, თუმცა შეიძლება დიდი დაზიანება მიეღო პრუჟინასაც და მანჟეტსაც. :mad: იტოგში, ეს ტყვიები არ გააკაროთ ზ.დ.პ. სისტემის თოფებს, თეორიაში პცპ-ს ვერაფერს დაუშავებს, მარა ამ ტყვიებს არც არაფერს გავაკარებდი. ფასი არის 2-3 ლარი ოზტაი მატჩი: მე ეს ტყვია შემხვდა მხოლოდ ორჯერ, და ისიც თითო პაჩკა იყო დარჩენილი. სიზუსტე-5-დან დავუწერდი 4.5ს 10 მეტრამდე მანძილზე. ჩემი იჟი დირკას დირკაში აჯენდა. წონა-არ ვიცი, იასნი მსუბუქი იქნებოდა. ფორმა-გადასარევი, მართლა, ტყვიებს ქონდა ძალიან კარგი ფორმა და საკმაოდ სოლიდურად გამოიყურებოდა. მე ეს ტყვიები ვნახე რამდენიმე წლის წინ და მის მერე მაგათ ძებნაში ვიყავი, მარა არსად არ შემხვედრია. თუ ნახავთ ოზტაის მატჩის ტყვიებს, გირჩევთ სცადოთ. მართლა ყველას ვურჩევ სცადოს, ფასი ხარისხის შეფარდება ჩემი აზრით არის ძალიან მაღალი. ფასი- 80 თეთრი ტავის დროზე. ოზტაი დიაბოლო: ეს ტყვიები ნაკლებად იშოვება, ვიდრე სხვა თურქული ნაგავი, თუმცა მათი მოძებნა ღირს-ესენი ნორმალური ნაგავია. სიზუსტე-ამ ტყვიით ჩემმა ძმამ ააწიოკა ყვავები საკმაოდ შორ დისტანციებზე. ვაკე საბურთალოს გზას ვინც იცნობთ, ალბათ იცით გზის ერთი ზოლის სიგანე და კიდევ ნაძვებიანი გამყოფი ზოლის სიგანეც. მაგას დაუმატეთ 40 გაზომილი და დაზუსტებული მეტრი და მიიღებთ სადღაც 60-70 მეტრს. აი სწორედ მაგ დისტანციაზე მოხსნა ძამიკომ ყვავი ღია სამიზნიდან ამ ტყვიებით. ნება მომეცით ვახსენო, რომ ეს შემთხვევით არ გავარდნილა, ძაან კარგი ტყვიებია და 15 მეტრზე 7-8 მმ-იანი bughole-ები გავაკეთე ზ.დ.პ.-თი.სიზუსტეზე მივცემდი 5-დან 3.5-4 ბალს. წონა-არ ვიცი, თუმცა საკმაოდ მსუბუქია. ფორმა-ამ კლასში საუკეთესო, ყველაზე სუფთად ნამუშევარი. ფასი-2-3 ლარი. 250 ცალი ჩინური გამო. უცნაური ტყვიებია და მისი მწარმებლის მიკვირს-კაბის და თვის ფორმა ძაან კარგია, თუმცა წვერზე რაღაც სირული წანაზარდები აქ, რომელიც ტყვიის დისბალანსირებას ახდენს და სიზუსტეს უკარგავს.არადა ნორმალური საპლინქაო და სანაფდირო ტყვიები იქნებოდა... სიზუსტე-სიზუსტეზე დარწმუნებით ვერაფერს ვიტყვი, რადგან ჩემმა ძამიკომ იმავე ფიშტოთი წეღან ნახსენებ დისტანციაზე ამ ტყვიებით ორი ყვავლი გამოასალმა სიცოცხლეს, მაგრამ ჯგუფურობაზე შედეგები ვერ აჩვენა. ალბათ ის ყვავები შემთხვევის წყალობით უფრო დაიღუპნენ, ვიდრე ჩემი ძმის სნაიპერობის გამო. წონა-შესაბამისი სასწორი არ მაქ, მაგრამ შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ ყველაზე მძიმე ტყვიებია ამ კლასში. ფორმა-ფორმა უცნაური, წაგრძელებული თხელი და ფართე კაბით. კაბა ძალიან ადვილად იღუნება, და მასალაც რბილი ჩანს. ფასი: 2-3 ლარი, 200 ცალი( დავითვალე და 180-იყო) ნაგლი გამყიდველი 4 ლარადაც შეგიფასებთ დანარჩენი თქვენ დაამატეთ. სურათები არ მაქ და ვერ დავყრი/.
| |
> |
|
|
Feb 14 2010, 10:01 AM
პოსტი
#2
|
||
ვეტერანი ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
skywalker ხოდა კიდე ადგილის პრობლემა ვისაც აქ აქვე ახლომახლოში მე სადაც დავდივარ არის მიტოვებული ტერიტორიები და გადახურული გამოშიგნული ცეხები. 100 მეტრი თავისუფლად ექნება სიგძე თუ 150 არაა. არც წვიმა შეგაწუხებს არც თოვლი და არც ნიავი დაგიბერავს. ასე რო თუ ვინმეს გინდათ მოსკოვის პროსპექტისკენ წამოდით ჰოო ეს გადასარევი ინფოა. მიახლოებით შეგიძლია ადგილი მიგვითოთო რა არგილზეა საუბარი, გუგლის მაფზე მონიშნე და დადე, მერე გავთვალოდ რამდენად უფრო მოსახერხებელი ქიენბა მანდ მისვლა, ვნახოთ ადგილი და ვიფიქროთ მის ასე თუ ისე ადამიანურ ფორმამდე მიყვანაზე (ნუ ახლა კეთილმოწყობაზე საუბარი არაა, მანძილი იყოს გადაზომილი, სამიზნეების დასამაგდებელი და სასროლ ადგილზე საყრდენი, ბოლო ბოლო მერე განეთებაზეც შეიძლება ფიქრი). გვექნება იმპროვიზირებული პირეველი სავარჯიშო ტირი. 300 ცალამდე ვისროლე უკვე და 10 იანში 10 მეტრიან დისტანციაზე ჯერ ერთიც ვერ გავარტყი .ყველა ტყვია სხვადასხვა ტრაექტორიით მიდის და ამის წყალობით ოპტიკაც ვერ გამისწორებია . მაგით ოპტიკას ვერ გაასწორებ ნუ წვალობ. ჯობია დაელოდო ნორმლაურ ტყვიებს და იმით გაასწორო. აი მერე რომ გაასწორებ, აღმოაჩენ რომ ისევ მაგ ტყვიებს თუ გაისვრი ისევ ვერაფერს მოახვედრებ . მოკლედ კაი ტყვები ძვირია, მაგრამ თუ მიზანს გინდა გაარტყა (არა აქვს მნიშვნელობა ქაღალდია, ქვა არის, თუ ცოცხალი სამიზნე), იძულებული ხარ ნორმალური ტყვიები იყდი. ეგ თურქული ტყვიები ლილოზე 1 ლარად იყიდება, ანუ გადამყიდველი მაგას მინიმუმ 50 თეთრად იღებს, ვინც ამზადებს იმას ალბათ 25 თეთრი უჯდება და ეგეთი ტყვია რაფრა შეიძლება რაიმე შენს სურვილს ან ფიზიკის კანონებს ემორჩილებოდეს
| |
> |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 9th June 2024 - 12:33 AM |
Hosted by Pro-Service |