![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
||
![]() გურუ ლამა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderators პოსტები: 4,686 რეგისტრ.: 10-March 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 50 ქალაქი:თბილისი ![]() |
დავიწყებ იმით, რომ თითქმის ყველა აირგანერი უდიდეს სიამოვნებას იღებს უაზრო პლინკისგან. არ არსებობს ადამიანი, რომელსაც იარაღი მხოლოდ მიზანში სასროლად უნდა, ან სანადიროდ. პლინკი პნევმატური იარაღის გამოყენების ყველაზე რეკრეაციული საშუალებაა-მე ძალიან მსიამოვნებს. დარწმუნებული ვარ, ყველა ეარგანერის ცხოვრებაში ყოფილა დღეები, როდესაც უაზროდ უსვრია 1-2 პაჩკა ტყვია. ჩემი პირადი რეკორდიამ მხრივ არის ოთხი პაჭკა(200 ცალიანი) თურქული ტყვია. :rolleyes: როგორც ხედავთ, საკმაოდ ბევრი შემიძლია ვისროლო, ხოლო რაც უფრო ბევრს ისვრი, მით მეტი ფული მიფრინავს ჰაერში. ეს განსაკუთრებით მაშინ ხდება, როცა ტყვიები არის არა ოზიტაი, ან სხვა თურქული ნაგავი, არამედ გაცილებით ძვირი პრემიერები, და ჯსბ-ები. ამ თემის მიზანია, თავი მოვუყარო იმ მწირ ინფოს, (ჩემი და სხვათა გამოცდილებიდან) რაც გამაჩნია პლინქისთვის ადექვატურ ტყვიებზე და გაგიზიაროთ თქვენ. აქვე დავძენ, რომ მართლა ხარისხიან ტყვიებთან ჩემს ცხოვრებაში შეხება მქონია მხოლოდ ერთხელ-ერთი პაჩკა CUM-თან ურთიერთობის წყალობით. ამ ტყვიებით საკმაოდ კმაყოფილი ვარ, ძალიან ზუსტი და სოლიდური ტყვიებია. ფინანსური კრიზისის ფონზეც იგი ამართლებს თავის ფასს-ტყვია 5 თეთრი. თუმცა, იმასაც ვიტყვი, რომ თურქული და ჩინური ნაგავიც დოხრენა მაქ ნასროლი, ასე რომ... დავუბრუნდები თემას. ყველამ იცით, რომ საქართველოში ტყვიების დიდი არჩევანი არაა. ჩვენთან იყიდება მხოლოდ ჩინური, თურქული და ესპანური ტყვიები. უკანასკნელი კატასტროფულ ფასად-თითქმის კროსმან პრემიერების ფასად. შეხება მქონია შემდეგ ტყვიებთან: ყველანაირ თურქულ ნაგავთან, ჩინურ "გამოებთან" და კიდე რაღაც დაუდგენელ "კალპაჩოკებთან" კალპაჩოკებზე მოკლედ ვიტყვი: ისეთი ნაგავია, თოფში ჩადებაც არ ღირს, თუნდაც იჟ-ში. კალპაჩოკები: სიზუსტე-0 წონა-მინიმალურზე კიდევ უფრო ნაკლები(დაპრესილ ქაღალდის ბურთს უფრო მეტი წონა აქვს მგონი, ვიდრე ამათ) ფორმა-არანაირი განმეორებადობა, კალიბრიც კი შესამჩნევად სხვადასხვაა. ფასი, არ ვიცი, არ მახსოვს. გადავიდეთ თურქულებზე. თურქული ტყვიები შემხვედრია სამი სახის: ოზტაი დიაბოლო, ოზტაი მატჩი და რაღაც icme თუ ამდაგვარი... ყველაზე უფრო მეტი იყიდება ეს უკანასკნელი, იკმეები. ტყვია არის საშინელი და სახიფათო, რადგან ყველაფერს რომ თავი დავანებოთ (სიზუსტის არქონას, დაუდგენელ წონას და ფორმას) ტყვიაში არის ცარიელი ადგილები, დირკები. ეს დირკები არის რამდენიმე ადგილას, ძირათადად მაინც კონცენტრირებულია თავში. მქონია შემთხვევა, როდესაც დირკა იყო გამჭოლი, ანუ თავიდან დაწყებილი მიდიოდა იუბკისკენ და ტრაკიდან გამოდიოდა. ასეთი ტყვია რომ გავისროლე ფანტომით, არ მოხდა ჰაერის დაჭიხვნა, ტყვია ლულიდან უბრალოდ გადმოვარდა და მე არამის გული გამისკდა-ისეთი ხმა ქონდა, გეგონება მანჟეტი შუაზე გასკდაო. იმ დროს გადავრჩი, თუმცა შეიძლება დიდი დაზიანება მიეღო პრუჟინასაც და მანჟეტსაც. :mad: იტოგში, ეს ტყვიები არ გააკაროთ ზ.დ.პ. სისტემის თოფებს, თეორიაში პცპ-ს ვერაფერს დაუშავებს, მარა ამ ტყვიებს არც არაფერს გავაკარებდი. ფასი არის 2-3 ლარი ოზტაი მატჩი: მე ეს ტყვია შემხვდა მხოლოდ ორჯერ, და ისიც თითო პაჩკა იყო დარჩენილი. სიზუსტე-5-დან დავუწერდი 4.5ს 10 მეტრამდე მანძილზე. ჩემი იჟი დირკას დირკაში აჯენდა. წონა-არ ვიცი, იასნი მსუბუქი იქნებოდა. ფორმა-გადასარევი, მართლა, ტყვიებს ქონდა ძალიან კარგი ფორმა და საკმაოდ სოლიდურად გამოიყურებოდა. მე ეს ტყვიები ვნახე რამდენიმე წლის წინ და მის მერე მაგათ ძებნაში ვიყავი, მარა არსად არ შემხვედრია. თუ ნახავთ ოზტაის მატჩის ტყვიებს, გირჩევთ სცადოთ. მართლა ყველას ვურჩევ სცადოს, ფასი ხარისხის შეფარდება ჩემი აზრით არის ძალიან მაღალი. ფასი- 80 თეთრი ტავის დროზე. ოზტაი დიაბოლო: ეს ტყვიები ნაკლებად იშოვება, ვიდრე სხვა თურქული ნაგავი, თუმცა მათი მოძებნა ღირს-ესენი ნორმალური ნაგავია. სიზუსტე-ამ ტყვიით ჩემმა ძმამ ააწიოკა ყვავები საკმაოდ შორ დისტანციებზე. ვაკე საბურთალოს გზას ვინც იცნობთ, ალბათ იცით გზის ერთი ზოლის სიგანე და კიდევ ნაძვებიანი გამყოფი ზოლის სიგანეც. მაგას დაუმატეთ 40 გაზომილი და დაზუსტებული მეტრი და მიიღებთ სადღაც 60-70 მეტრს. აი სწორედ მაგ დისტანციაზე მოხსნა ძამიკომ ყვავი ღია სამიზნიდან ამ ტყვიებით. ნება მომეცით ვახსენო, რომ ეს შემთხვევით არ გავარდნილა, ძაან კარგი ტყვიებია და 15 მეტრზე 7-8 მმ-იანი bughole-ები გავაკეთე ზ.დ.პ.-თი.სიზუსტეზე მივცემდი 5-დან 3.5-4 ბალს. წონა-არ ვიცი, თუმცა საკმაოდ მსუბუქია. ფორმა-ამ კლასში საუკეთესო, ყველაზე სუფთად ნამუშევარი. ფასი-2-3 ლარი. 250 ცალი ჩინური გამო. უცნაური ტყვიებია და მისი მწარმებლის მიკვირს-კაბის და თვის ფორმა ძაან კარგია, თუმცა წვერზე რაღაც სირული წანაზარდები აქ, რომელიც ტყვიის დისბალანსირებას ახდენს და სიზუსტეს უკარგავს.არადა ნორმალური საპლინქაო და სანაფდირო ტყვიები იქნებოდა... სიზუსტე-სიზუსტეზე დარწმუნებით ვერაფერს ვიტყვი, რადგან ჩემმა ძამიკომ იმავე ფიშტოთი წეღან ნახსენებ დისტანციაზე ამ ტყვიებით ორი ყვავლი გამოასალმა სიცოცხლეს, მაგრამ ჯგუფურობაზე შედეგები ვერ აჩვენა. ალბათ ის ყვავები შემთხვევის წყალობით უფრო დაიღუპნენ, ვიდრე ჩემი ძმის სნაიპერობის გამო. წონა-შესაბამისი სასწორი არ მაქ, მაგრამ შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ ყველაზე მძიმე ტყვიებია ამ კლასში. ფორმა-ფორმა უცნაური, წაგრძელებული თხელი და ფართე კაბით. კაბა ძალიან ადვილად იღუნება, და მასალაც რბილი ჩანს. ფასი: 2-3 ლარი, 200 ცალი( დავითვალე და 180-იყო) ნაგლი გამყიდველი 4 ლარადაც შეგიფასებთ დანარჩენი თქვენ დაამატეთ. სურათები არ მაქ და ვერ დავყრი/.
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() გურუ ლამა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderators პოსტები: 4,686 რეგისტრ.: 10-March 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 50 ქალაქი:თბილისი ![]() |
მოკლედ, დღეს ვიყავი გაგარინზე რომაა მონადირის მაღაზია და იქ შევიძინე მორიგი პორცია საფანტავი ტყვიებისა. რაკი ბოზიტაის ბოლო კოლოფმა იმედი გამიცრუა (ისეთი წვრილი ტყვიები იყო, ლულიდნ ვარდებოდა დაბლა რომ დაგეხარა და თუ ისროდი, ისეთი შეგრძნება იყო თითქოს ხალასტოიზე მიდიოდა დგუში, ეს კი არ ვარგა) ვარჩიე სხვა თურქული ნაგავი მეყიდა და ვნახე ორნეკი თუ იურნეკი თუ რაღაც ამდაგვარი დასახელების მქონე მწარმოებლის ტყვიები. გამახსენდა რომ ეს ის ტყვიების ფირმაა, რომელიც ადრე იშოვებოდა და კარგ მატჩის ტყვიებს აკეთებდა (თემის თავში წაიკითხეთ თუ აღარ გახსოვთ რაზეა საუბარი) ამიტომაც ვუთხარი მაღაზიის გამყიდველს ენახვებინა რას წარმოადგენდა ეს ტყვიები და იმანაც მანახა. სიმართლე გითხრათ, კარგად არც შემიხედია ისე ავიღე ორი პაჩკა (თურქულ ტყვიებს რომ ვყიდულობ ძირითადად იმაზე მაქვს აქცენტი გაკეთებული, რომ გამჭოლი დირკები არ ქონდეს, რათა ზ.დ.პ.-დან გასროლისას ფატალური შედეგით არ დამთავრდეს პლინკი) მოვიტანე სახლში და ვუყურებ და რას ვხედავ: ტყვიები ისევ ისეთი კარგი დამუშავებულია, როგორიც ადრე იყო, ანუ საკმაოდ ხარისხიანად. თვითონ ფორმა არის კლასიკური წვეტიანი (pointed) კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, რომ დამუშავების ხარისხი გაცილებით მაღალია ნებისმიერ სხვა თურქულ და არამარტო (დეიზი, გამო, რარაც ჩინური ბრენდი, რომელიც ადრე ვნახე და ა.შ.) ტყვიებთან შედარებით. განსხვავება გამოიხატება შემდეგში: 1- პირველი და ყველაზე ამაზრზენი პრობლემა, რაც თურქულ ტყვიებთან ურთიერთობისას შემხვედრია, არის დადირკული კორპუსი. ძირითადად, ეს დირკები არის ტყვიის თავში თავმოყრილი და ხანდახან ეს დირკები გამჭოლიცაა. ალბათ მიხვდებით რა საშინელებაზეც ვლაპარაკობ. ესეთი პრობლემა ორნეკებთან არ შემხვედრია (არც ეხლა და არც ადრე) (უნდა აღინიშნოს, რომ ამ ტყვიების ჰაერში სროლა სახალისოა, რადგან წკრილალა ხმით წუიან ![]() 2- მეორე პრობლემა რაც აქამდე ყველა თურქულ ტყვიასთან და ზოგიერთ არათურქულ ტყვიასთან შემინიშნავს, ისევ და ისევ დაკავშირებულია ტყვიის თავთან. ამ პრობლემას დავარქმევ გაღუნული წვეტის სინდრომს. იგი იმაში გამოიხატება, რომ ტყვიებს (იმათ, რომლებსაც პირველი პრობლემა არ აქვთ, ანუ წვეტი აქვთ შერჩენილი) აღენიშნებათ კონუსისებური ფორმის თავზე უცნაური წანაზარდები. ეს წანაზარდები შეინიშნება იმ ადგილას, სადაც, წესით და რიგით, კონუსი უნდა დამთავრდეს. თუმცა, კონუსი არ მთავრდება და იგი გრძელდება დაღრეცილიწვრილი წანაზარდის სახით, მაქს 0.5 მმ სიმაღლისა, რომელიც ხან საით იხედება, ხან საით. გაღუნული წვეტის სინდრომს მეორე გამოვლინებაც არსებობს. როგორც ჩანს, ზოგიერთმა მწარმოებელმა სენიშნა ეს პრობლემა და მისი "მოგვარება" გადაწყვიტა, თუმცა |შედეგი არც თუ ისე სახარბიელოა - ეს წვეტები უბრალოდ მოჭრილია, ისეთნაირად, თითქოს ვიღაცამ მაკრატელით იმუშავა. რა თქმა უნდა ეს მიუღებელია და არა თუ აუმჯობესებს ტყვიის გეომეტრიას, არამედ ხშირ შემთხვევაში აუარესებს კიდეც. და კიდევ ერთხელ, ეს პრობლემა ორნეკს არ აქვს, ტყვიების თავები თითქმის იდეალური კონუსებია, რომელიც წვეტისკენ ნაკლებად აგრესიული ხდება (ანუ დახრის კუთხე იზრდება) რა თქმა უდნა ეს აეროდინამიულად უკეთესი მახასიათებლების იქნება, ვიდრე გადირკული და წვეტიანი ტყვიები. ბოლო-ბოლო, შესახედად არის სასიამოვნო. 3- არის კიდევ ერთი პრობლემა რაც თურქულ ტყვიებთან გვხვდება: იუბკა, მისი დამუშავების ხარისხი. ამ შემთხვევაში, საუბარი მაქვს ტყვიებზე, რომელსაც ეს კაბები საშინლადააქვთ დამუსავებული. დამუშავების ხარისხში დეფექტები რამდენიმენაირად ვლინდება: პირველი, იუბკის დიამეტრის არაერთგვაროვნება; მეორე, იუბკის ბოლოს გეომეტრიული უსწორმასორობები, რომელიც გამოიხატება "შემოხეული კაბის სინდრომში" და ასევე უსწორმასწორო წრიულ ფორმაში, უფრო სწორედ, არაწრიულ ფორმაში; (იგულისხმება დაჭეჭყილი იუბკები) მესამე, იუბკის გარეთა" უზორის" სიმკვეთრე; და ბოლოს, იუბკის შიგნით დამუშავების ხარისხი. ორნეკთან მიმართებაში, არცერთი ამათგანი არ შემიმჩნევია: დიამეტრი ყველას ერთგვარი აქვს (სევადარე ასე 50-60 ტყვია ორივე პაჭკიდან აღებული); იუბკის ბოლო მთავრდება ერთგვაროვნად და ყველაფერი წესრიგშია, არ შეიმჩნევა "შემოხეული კაბის სინდრომის" მახასიათებელი ნიშნები - იუბკის ბოლო მთავრდება წრიული რგოლით და იუბკის კედლის სისქე არის საკმაოდ სოლიდური და ერთგვაროვანი; (ვერ ავხსნი, სურათებს რომ დავდებ მიხვდებით) იუბკის გარედან არსებული ხაზები არის ძალიან მკვეთრი და ერთგვაროვანი, საკმაოდ კარგად ამოჭრილი; იუბკის შიგნით დამUშავების ხარისხმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა: შიგნითა ზედაპირი ისე გამოიყურება, თითქოს ჩამოსხმის შემდეგ, იუბკის შეგნითა ზედაპირი დამუშავებული და პოლირებული იქნა. იუბკა შიგნიდან არის იდეალური კონუსი, რომელიცბოლოს გადაიზრდება ასევე იდეალურ ცილინდრში, და ეს უკანასკნელი, მთავრდება სადღაც დაწყებიდან 0.5 მმ-ში. მართლაც ამ ტყვიების ფორმა ისეთია, რომ როცა ვუყურებ მიჩნდება იმის შთაბეჭდილება, რომ ყველა ზედაპირი და გეომეტრიული სიბრტყე არის გამოჭრილი და არა დაშტამპულ/ჩამოსხმული. რავი მე ასეთი დამუშავების ხარისხი იშვიათად შემხვედრია, და ეხლა რასაც ვიტყვი იმისათვის არ მეჩხუბოთ, მარა თითქმის იგივეა, რაც პრემიერებში. ![]() 4- არის კიდევ ერთი პრობლემა, რაც თურქულ ტყვიებთან მიმართებაში გამომიცდია, ეს გახლავთ ჩაშპროტილი ტყვიების პაჩკა. ყველა თურქული ტყვიების პაჩკაში ხელს რომ ჩაყოფ ათასი ნაგავი ამოყვება თითებს, მაგალითად ტყვიის ნახერხივით წვრილი ნაწილაკები, ტაოტი და რაღაც მუტანტი ტყვიების მსგავსი ქმნილებები. ამ პაჩკაში, ნახერხი არ შმხვედრია, ზეთი ძალიან ლაითად უსვია, თუმცა შემხვდა ერთი-ორი ტვიის ემბრიონი, რომელიც არასწორად განვითარდა ... ერთადერთი "პრობლემა" რაც სეიძლება თავდაპირველი დათვალიერებისას ვიპოვოთ არის ის, რომ თვითონ პაჩკა არის პლასტმასის, რომელსაც წარწერები საერთოდ არ ეტყობა და საშინელ შთაბეჭდილებას ტოვებს. თუმცა მე ყუთის ხარისხი ნაკლებად მაინტერესებს, მირჩევნია ეს 2.50 დან 2.45 ტყვიებზე იყოს დახარჯული, და 0.05 პაჩკაზე, ვიდრე პირიქით.... ეხლა მიკვირს, როგორ მოახერხეს თურქებმა ეს? მართლა მაინტერესებს, რადგან მართლა საუკეთესოდ დამუშავებული ტყვიაა რაც ამ ფასად მინახავს (რაღა ამ ფასად, 25 ლარიანი დეიზის ტყვიებზე უკეთესი დამუშავებულია) წონითაც საკმაოდ მძიმეა იგივე ოიტაისთაN შედარებით და მასალაც რბილი არაა, ალბათ რაიმე მინარევები აქვს.... სურათები არ გადამიღია, მარა ხვალ გადავიღებ და დავდებ. ასევე დავდებ შედეგებს მიახლოებით 25 მეტრზე ჯგუფებისას (ვერ გავზომავ, რადგან ეს ჯგუფები უნდა გავაკეთო ჩემი აივნის მოპირდაპირე ხის მერქანზე, რომელსაც დირკები კარგად ეტყობა. თუ ვნახე, რომ ეგრეთწოდებულ bughole-ებს აკეთებს ვიტყვი, რომ კარგია, თუ არ გააკეთა, იმასაც ვიტყვი) ასევე, თუ საშუალება მომეცემა, ერთი-ორ ყვავზეც გამოვცდი შორ დისტანციებზე (50-დან 70 მეტრამდე, უფრო ახლოს არ ჯდებიან შებელძაღლები) ეს პოსტი ცოტა სუბიექტურია, და ვაღიარებ, რომ ნამეტანი ოპტიმისტურად ვარ განწყობილი ამ ტყვიების მიმართ, თუმცა კაცმა არ იცის, შეიძლება თურქების ჯსბ აღმოვაჩინოთ ![]()
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th June 2024 - 06:18 PM |
Hosted by Pro-Service |