გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> კითხვები ინტერნეტ-ვაჭრობასთან დაკავშირებით
GRIF'S
პოსტი Feb 5 2010, 08:23 PM
პოსტი #1


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 18
რეგისტრ.: 26-January 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 295



აქ დავწეროთ ვის რა აინტერესბეს ინტერნეტ-ვაჭრობასთან დაკავშირებით...

მე მაგალითად მაინტერესებს, უცხოეთში ინტერნეტის საშუალებით სეზენლი იარაღზე, რამდენი უდნა გადავიხადო ზედმეტი თანხა, განბაჟების და გაფრმების... ძირითად, მაღაზიის საფასურს რამდენი დაემატება მაგალითად... მანქანებზე რომაა ძრავის მოცულობის და გამოშვების მიხედვით განბაჟების გადასახადი, არის თუ არა დაახლებით მაგდაგვარი რამ იარაღზე, და თუ არის რა სახის...

სასურველი იქნება თუ ისეთი ადამიანი გამოგვეხმაურება და გაგვცემს პასუხს ვინც ამ საქმითაა დაკავებული ან როდესმე გმაოუწერია ინტერნეტით ნივთი... და რამდენ ხანში მოდის შეკვეთილი ნივთი, რომელი საიტიდან რა დრო სჭირდება გადმოგზავნას... და რამდენად შეესაბამება ნივთის ხარისხი საიტზე მითითებულს...


ვისაც რაიმე დაგაინტერესებთ დაწერეთ და იმედია გამოცდილი ხალხი გაგვცემს პასუხს : )
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
 
ახალი თემის დაწყება
გამოხმაურებები
ja_ja
პოსტი Feb 5 2010, 11:31 PM
პოსტი #2


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,351
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



GRIF'S

არასწორედ გაქვს დასმული კითხვა, აშკარად ვიღაცის მიერ შეცდომაში ხარ შეყვანილი და ყველაფერი უკუღმა წარმოგიდგენია.

მოკლედ შეზღუდვა პნევმატიკაზე არ არსებობს თუ მისი კალიბრი 4.5 მილიმეტრს არ აღემატება და თუ მისი საერთო საფასური 300 ლარს არ აჭარბებს.

ცეცხლსასროლზე საჭიროა შესაბამისი იმპორტირების საბუთი, რომელსაც სანებართვო იძლევა და თუ არავცდები 40-50 ლარამდე ჯდება, ხოლო პნევმატიკას ნებადართულ კალიბრში არანაირი საბუთი და ნებართვა არ სჭირდება.

მოკლედ პროცედურა შემდეგია:

ყიდულობ ნებისმიერ ონლაინ მაღაზიაში პნევმოს, იხდი მის საფასურს და ტრანსპორტირების საფასურს ქართულ გადამზიდავ კომპანიამდე (ამას შიპინგს ანუ შიდა გადაზიდვებს ვეძახით, ანუ ამირიკის ტერიტორიაზი მიტანა მაღაზიიდან მითითებულ მისამართამდე). საქონლის ღირებულება თუ არ აღემატება 300 ლარი ექვივალენტს, მაშინ საბაჟოს სულ ცალ ფეხზე ჰკიდია როგორი კლასის პნევმატიკაა. ანუ თუ თოფი სიტყვაზე დაჯდა 150$ პლიუს შიდა შიპინგი 10$, სულ გამოდის 160$ (დღევანდელი კურსით უხეშად ეს არის 275 ლარი). იმენნო ამ ფასს აკვირდებიან რა წერია კოლოფის შიგნით არსებულ ინვოისში.

ამასობაშI ქართულმა გადამზიდავმა კომპანიამ შეიძლება მოგთხოვოს 300$ ჩამოტანაში, ეს თანხა საბაჟოს არ აინტერესებს, რადგან შენ ეს თანხა ქვეყნის შიგნით არსებულ კომპანიას გადაუხადე.

ანუ ჩამოვაყალიბოდ საბოლოოდ სიტუაცია:
1) იყიდე პნევმო, ვთქვათ იგივე Phantom1000 რომელიც ღირს 120$ მის გადამზიდავამდე მიტანაში მაღაზიამ კიდევ გამოგართვა 10-15$, ნებისმიერ შემთხვევაში მაქსიმალური თანხა გამოდის 135$ ანუ ლარებში 230-240 ლარი

2) შეიძინე ნებადართული კალიბრის პნევმატიკა (ნებისმიერი კლასის, PCP ზ.დ.პ პომპა, co2 მნიშვნელობა არა აქვს ყველა პნევმატიკაა, არანაირ საბუთს და ნებართვას არ საჭიროებს, არც იქ არც აქ).

3) ქართულ გადამზიდავთან ჩადის, უხდი ჩამოტანის თანხას გინდა 10$-იყოს გინდა 1000$ მნიშვნელობა არა აქვს.

4) საბაჟოზე ჩამოდის, ხსნიან ყუთს ნახულობენ ინვოისს წერია 240 ლარი, ესეიგი ვერ აჩერებე, მაშინ ეჩალიჩებიან კალიბრს, ნახულობენ კალიბრიც 4.5 მილიმეტრია, ესეიგი პრობლემას რომც უნდოდეთ ვერ ქმნიან, ამიტომაც ატანენ გადამზიდავს

მორჩა მეტი არაფერი ხარჯი საბაჟოსთან მიამღტებაში არ გაქვს. პრობლემა იწყება მაშინ თუ შენს მიერ შეძენილი ნივთი 300 ლარზე მეტია ან ნებადართული კალიბრის იარაღი არ შეიძინე. ამ უკანასკნელ შემთXვევაში უბრალოდ არ გამოგატანენ, ექვემდებარება ამოღებას (ჩამორთმევას) და ადმინისტარციულ ჯარიმას, ხოლო თუ საფასური აჭარბებს 300 ლარს მაგრამ არის ნებადართულ კალიბრში, მაშინ მოქმედებს შემდეგი პროცედურა:

ვთვქთ პნევმო დაგიჯდა 350$ თავისი შიპინგიანად და ჩამომტანმა ჩამოტანაში კიდევ 100$ მოგთხოვა, მაშIნ ასეთ მათემატიკას გადააწყდები:

1) 350 დოლარს, ამ ჯარად უკვე დაემატება ქართული გადამზიდავი კომპანიის მიერ მოთხოვნილი 100$, ეს ყველაფერი გადავა ლარში ანუ უხეშად 780 ლარია ამ 780 ლარიდან გადასახდელი გექნება 18% ანუ 140 (ანუ ამ ეტაპზე საქონელი გიჯდება 920 ლარი

2) რადგან საბაჟოზე პირდაპირ მისვლა და ხელის დადება ამანათზე არ მოსულა, ანუ საჭიროა საბუთების გაფორმება, შესაბამისად ვიღაცამ ეს საბუთები უნდა შეავსოს, ამას კი აკეთებენ ლიცენზირებული ბროკერული კომპანიები (ფიზიკური პირები ნდობით აღჭურვილი არ არიან), ბროკერული კომპანია თავის მომსახურებაში იღებს 30 ლარიდან 100 ლარამდე, პლიუს ბროკერი ავსებს ოფიციალურ დოკუმეტს რომელშიც სახელმწიფო ითხოვს 35 ლარს, მაგრამ ბროკერულმა კომპანიამ შეიძLება ნაკიდკა გააკეთოს და 40-50 ლარად შეგიფასოს.

3) ბროკერის მიერ შევსებულ დეკლარაციაში ყოველი ცალკეული დასახელების ნივთის მოძიებისთვსი კიდევ 15 ლარი უნდა გადაიხადო. შენს შემთხვევაში თუ მხოლოდ 1 თოფია, ესეიგი მხოლოდ 15 ლარი იქნება. (თუ 125 ცალი 1 ნაირსახეობის თოფია, მაინც 15 ლარი იქნება, ხოლო თუ 125 ნაირსახეობის თითო-თითო თოფი, მაშინ 125-ჯერ 15 ლარი, ნუ ეს უბრალოდ რომ იცოდე)

4) გარდა ამისა გადასახდელი გაქვს 5 ევრო მოსაკრებლის სახით (თუ 5000 ლარზე ნაკლებია შენი გასაბაჟებელი ნივთი თუ მეტია, მაშინ 60 ევროა გადასახდელი)

მორჩა ვაჯამებთ შენს შენაძენს 920 ლარს ემატება ბროკერის 150 ლარი, ანუ უკვე 1070 + უხესად 5 ევრო 10 ლარია პლიუს დასახელების 15 ლარი, ანუ სულ გამოვიდა 1095 ლარი.

ამას დაამატე უცოდინარ ბლანდინკებთან მთელიდღე უაზრო საუბარი, უაზროდ სირბილი ერთი ადგილიდან მეორეში, ბროკერის მოუცლელობა, იმიტომ რომ ჯერ დიდ თანხიანებზე გააკეთებს აქცენტირებას, რადგან იქედან ბევრი ფული შემოსდის და შენს ერთ ტილიან თოფზე "დიდი არაფერი რჩება", პლიუს ნერვების გლეჯა იმის გამო რომ უცოდინრები არიან და სისულეებს გეუბნებიან, ან ჭკვიანები არიან და ზალით ნერვებს გიშლიან, ნუ მოკლედ ბოლოს გადაიხდი 1100 ლარს, და დედიდ გინებით დატოვებ საბაჟოს. biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

პოსტი ამ თემაში
- GRIF'S   კითხვები ინტერნეტ-ვაჭრობასთან დაკავშირებით   Feb 5 2010, 08:23 PM
- - skywalker   Crosman Phantomis ჩამოტანაში ...   Feb 5 2010, 09:03 PM
- - GRIF'S   და ეგ შემოწმება რა ...   Feb 5 2010, 10:00 PM
- - skywalker   ყველა ნივთს ამოწმე...   Feb 5 2010, 10:08 PM
- - ja_ja   GRIF'S არასწორედ გაქ...   Feb 5 2010, 11:31 PM
- - bazuka   ციტატა(ja_ja @ 6th February 2010 ...   Feb 6 2010, 12:11 AM
- - nihontoman   ja_ja ვააა, საღოლ, კარგ...   Feb 6 2010, 12:44 PM
- - giga_st   ჯაჯა სტატისტიკური ...   Feb 6 2010, 02:07 PM
- - bazuka   giga_st ციტატა(giga_st @ 6th Feb...   Feb 6 2010, 02:13 PM
- - geojorjika   bazuka რა მნიშვნელობა ...   Feb 6 2010, 02:17 PM
- - giga_st   ანუ საბაჟო ბროკერი...   Feb 6 2010, 02:17 PM
- - bazuka   ჩემი მეჯვარე ჰუნდა...   Feb 6 2010, 02:23 PM
- - giga_st   შენითაც შეავსებ კი...   Feb 6 2010, 02:29 PM
- - geojorjika   giga_st არაფერს არ მოგი...   Feb 6 2010, 02:59 PM
- - Jah   ციტატა(giorgi @ 6th February 2010...   Feb 6 2010, 04:36 PM
- - bazuka   აი დურაკ კანონმდებ...   Feb 6 2010, 05:57 PM
- - GRIF'S   რამდენი ბიუროკრატ...   Feb 6 2010, 07:11 PM


მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd June 2025 - 08:30 AM
Hosted by Pro-Service