![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
ჰოო, მოკლედ რაღაც მასალა უკვე მაქვს მოგროვებული, როგორც დასამუჩავებელი მასალა, ისეთი როგორიცაა ლულა რეზერვუარი და დურალის ნაჭერი, ასევე დამიგროვდა ნაწილი თეორიული მასალა, რომელსაც გაანალიზება და გაკეთება უნდა. ამ ეტაპზე ხელთ თავში მაქვს მონახაზი და იდეების ნაწილს გამოვიყენებ თემებიდან, პირველი იქნება Hatsan AT-44 მინი რეპორტი, მეორე Benjamin Marauder-ის ახალი თოფი და მესამე კონდახი ბულპაპისთვის, მეოთხე ხელნაკეთი სასხლეტი , მეხუთე EdGun-ის იდეების მოპარვა . დრო მიჩვენებს კიდევ რაიმე თუ იქნება საჭირო. აგერ ერთი განახლება ახლავე გახდა საჭირო, შრაუდერი იქნება საჭირო და ბოლო ეტაპზე მოსასინჯი იქნება ჰაერის მოკვეთის მოწყობილობის გაჩალიჩება, რომელზეც JAH-ი წერდა აი ამ თემაში მოკელდ რაღაც ფრაკლენშტეინი იდეებია ამ მომენტში, ყველაფერს ერთად რომ ვაანალიზებ ზუსტად ისეთივე საშინელება გამომდის, რაც ფრანკლენშტეინს გამოუვიდა ![]() მაშ ასე ამ ეტაპზე მაქვს შემდეგი მონახაზი: ![]() როგორც სურათიდან ჩანს ამ ეტაპზე მაქვს ლულა, რეზერვუარი, ლულის კოლოფის მასალა, ხის ნაჭერი მიანიშნებს რომ კონდახი ხის იქნება, ვგეგმავ ცლიპზე იყოს ეს ყველაფერი გათვლილი, მაგრამ პირველ ეტაპზე შეიძლება კლიპის საქმე არ გამოვიდეს და ერთ ტყვიანი ვერსია გაკეთდეს, ვგეგმავ რედუქტორსაც, მაგრამ გასაგებია რომ ამ ფორმის რედუქტორი არ იქნება, ანუ გარე რედუქტორი უნდა გაკეთდეს რომ რეზერვუარში არც მოცულობა დაიკარგოს და არც ზედმეტი ხვრელები არ კეთდებოდეს. რინგების დასამაგრებელი ჯერ არ გადამიწყვეტია, ან ლულაზე და რეზერვუარზე იქნება გადატანილი და შესაბამისად ბულ-პაპზე ქინება საუბარი, ან თუ მოხერხდება კოლოფზე მერცხლის კუდის ამოჭრა, მაშინ შეიძLება ჩვეულებრივი კლასიკური თოფი გაკეთდეს. რა თქმა უნდა ამ სიამოვნებას მინდა მოდერი მივაყოლო, ფაქტია მაგის გარეშე პნევმატიკა პნევმატიკა არაა, მარადიორის შეძენის შემდეგ მოდერის მაგივრად ენაზე სულ შრაუდერი მაკერია, მოკელდ მინიმუმ ინტეგრირებული მოდერი იქნება (ანუ ლულის ნაწილსაც დაფარავს) ან მთლიანი შრაუდერი (ანუ ლულა მთლიანად მოდერში იქნება დამალული და ლულის იგრვლივ არსებული სივრცეც გამოყენებული იქნება მოკვეთილი ჰაერის ნაკადის გასანაწილებლად) სამუშაოებს ამ ზამთარში ვერ დავიწყებ (მე საკმაოდ მცივანა ვარ და როდესაც მზე არ ანათებს ხასიათზე ვერ ვარ ხოლმე), მუშაობა დაგეგმილი მაქვს 4-5 თვეზე (სმსახურის გადამკიდე დროს ვიცი რომ ვერ გამოვჩხრიკავ, თორემ მოფიქრებულ-დალაგებული იდეების შემთხვევაში ალბათ 1-2 კვირის საქმეა სულ), ანუ ზაფხულისთვის თუ მოვრჩი ხომ კაი ![]() მოკლედ ამ ეტაპზე ჯერ ვზივარ და ვხაზვ რაღაცეებს, გაგეცინებათ და ჯერ Hatsan-ის რეზერვუარის შიგნეულობას ვსწავლობ და ვხაზავ, ანუ რა არის ამ მომენტში, იმიტომ რომ გადასაკეთებელი მექნება და შესაბამისად რა როგორ უნდა გადაკეთდეს., მაგალითად რეზერვუარზე მიმაგრებული საბრძოლო კლაპანი იმ ადგილზე არ გამომდგება სადაც არის, შესაბამისად ახალი ჯერ უნდა გავიგო როგორ რა არის ამ კლაპანში, შემდეგ რა გამოვჩარხო რომ იქ ჩავსვა და რა გადასაყვანი გავაკეთო როემლსაც რეზერვუარზე მოვათავსებ და შიგნით რედუქტორს განვათავსებ. მოკლედ იდეები ბევრია, მაგრამ უაზროდ დარბიან. დიდად მადლობელი ვიქნები ყველა კონსტრუქციულ შემოთავაზებაზე, მისაღები იქნება უაზრო იდეებიც, რადგან შეიძLება მთლიანად იდეა გამოუდეგარი იყოს, მაგრამ რომელიღაც ერთი კომპონენტი საჭირო იქნება. მოკლედ ვნახოთ რა გამოვა, იმედია თქვებნც გაინტერესებთ, ეს ხელნაკეთი PCP გავაკეთოთ ასევთქვათ GPL და GNU ლიცენზიით ერთად, თუ ვინმეს რაიმე დეტალი ან კომპონენტი დააინტერესებს თავისუფლად შეუძლია აიღოს და გამოიყენოს. მოკელდ დროებით გიტოვებთ ამ ტემას, გადასახარშად, მე კი წავედი რაღაცეების დასახაზათ.
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
ჰოოო მგონი რეზერვუარის პირველად ნახაზებს მოვრჩი ![]() ნუ საბოლოო ვარიანტში ალბათ საბრძოლო კლაპანი და რედუქტორი ცოტაოდენ გადაკეთდება. მანამდე კი განვიხილოთ ვის რა იდეები გაწუხებთ ამ შედევრთან დაკავშირებით, მიირება ყველანაირი გამოხმაურება, ნეგატიურიც, პესიმისტურიც, ოპტიმისტურიც და... რავიცი მოკლედ ყველანაირი, მაგრამ თუ ტექნიკური იდეების შემოთავაზება იქნება მთლად უკეთესი იქნება. მოკლედ დავიწყეთ, როგორც პირველად, ახლაც ორ-ორ ვარიანტში გთავაზობთ ნახაზებს, ანუ ერთში ყველა მიხრა მოხრა ცალცალკე ფერადაა გამოყოფილი, მეორე ვარიანტში კი თითო დეტალს ცალკე ფერი აქვს, რომ იოლი მისახვედრი იყოს რა რისგან და როგრო უნდა გამოიჩარხოს: რესერვუარის კლაპანი, ბოო ვარიანტის მერე უმნიშვნელო მინიმალური ცვლილებები ჩავამატე, უმეტესობა ვერ დაინახავთ თუ ძველ და ახალ სურათს არ დააკვირდებით, ორიგინალი კლაპნის სივრცისგან განსხვავებით ეს პრობკა 7 მილიმეტრით მეტ ადგილს იკავებს და შესაბამისად ამ მოცულობის დანაკარგი იქნება, თუმცა ბოლო ვარიანტებში შეიძLება ოპტიმიზირებაც მოხდეს და დანაკარგი გაქრეს, ან უფრო შემცირდება. ![]() რედუქტორი და მისი გადამყვანი მილი: ![]() საბრძოლო კლაპანი ცოტა გადაკეთებულია, ძირითადად შესაერთებელი რეზბის დიამეტრია დაპატარავებული რომ რედუქტორის მილის უკამა მხარეს ჩაჯდეს ![]() რადგან სამივე დეტალი დაინახეთ ახლა დრია ერთად ვნახოთ როგორ გამოიყურებიან ეს არის სამივე დეტალი ერთმანეთის გასწვრივ: ![]() ეს კი ორად გაყოფილი ვარიანტი, იდეაში მარცხენა მხარეს იქნება საბრძოლო კლაპანი და რედუქტორი, ეს ერთობლიობა იქნება კოლოფშI ჩასმული, იდეაში რაღაც სტოპ ვინტების იდეა იქნება დასამატებელი რომ რეზერვუარის მოხსნისას შემთხვევით ამდენი ჩახრახნილი ადგილიდან ერთერთმა არ დაიწყოს მოშვება. ![]() და საბოლოო ვარიანტი, როდესაც რეზერვუარი ჩაეხრახნება რედუქტორის მილს: ![]() ნახაზზე დამავიწყდა რეზერვუარის კლაპნის გახსნა როდესაც ყველა დეტალი აკრეფილია, მაგრამ იმედია იდეას გაიგებთ. ნუ მოკლედ ვისაც არ გძინავთ და იდეები გაწუხებთ ველი თქვენს გამოხმაურებას. P.S. იდეში ძალიან მომეწონა Walther LG 300-ის რედუქტორის იდეა, შეიძLება ბოლოს მაგდაგვარ რედუქტორზე გადავიდე, მაგრამ მაგ შემთXვევაში კოლოფშI ნამეტანი არასტანდარტული ფორმები იქნება ამოსაჭრელი.
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th June 2025 - 09:16 PM |
Hosted by Pro-Service |