გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> Torun Magnum, ვისროლო არ ვისროლო საკითხავი აი ესაა
ja_ja
პოსტი Dec 23 2009, 08:46 PM
პოსტი #1


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,351
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



მოკლედ მართალი გითხრათ არ მომწონს ეს თოფი, მაგრამ ამ ბოლო დროს გამიჩნდა მაზოხისტური იდეა ამ ზ.დ.პ.-ს შეძენის შესახებ.

ყიდვის მიზანი ლულაა, გამოყენება სუფთა დონორის ვარიანტი. ეს იდეა თავში მიტრიალებს 2 დღეა, იდეაში ვიცი რომ ეს იგივე ნაგავია რაც Kral Magnum-ი, მაგრამ ჯინაზე მთელი ინტერნეტი გადავქექე და მწარმოებლის საიტი ვერსად ვერ ვნახე.

ბევრი რომ არ ვილაპარაკო მინდა ამ თოფის შეძენა, იმის შემდეგ რაც საფინანსოს მაღაზიაში ვიყავი და ვნახე ჩამორთმეული Torun Magnum-ები. ნუ გოგოები არიან იქ ორნი და გაგებაში არ არიან რას ყიდიან, არც სახელი იციან, არც მოდელი და არც არაფერი, ერთადერთი რაც იციან... იციან ის რომ აქვთ 2 კალიბრში 4.5 და 5.5. გატრაკებაზე იმის შესახებ რომ 4.5-ზე მეტი კანონით აკრძალულია და რაიმე პრობლემა ხომ არ შემექმნება ხელებს ასავსავებენ ჩვენ პრობლემა არ გვექნებაო biggrin.gif გავიხიე სიცილით ეს რომ მითხრეს, მეთქი თქვენი მაღაზია სულ არ მაინტერესებს მე არ შემექმნას პრობლემები მეთქი

ნუ ის მიმტკიცეს რომ სახელმწიფო მაღაზიაა და რაიმე საჭირო რომ ყოფილიყო მაშინ საბუთს მომცემდნენ და მათთან არავინაა უფროსის ვარიანტში რომ დავეკითხო და ასე შემდეგ... (ნუ გასაგებია ტყემლის ხეზე არიან და საზამთრის კურკებს ისვრიან, ამათთან ტექნიკურ საკითხებზე და კანონზე საუბარს აზრი არ ჰქონდა, ასე რომ აღარ შევყევი ამ თემას)

მოკლედ მაინტერესებს 140 ლარად შეფასებული Torun Magnum-ი 5.5 კალიბრში როგორც ლულის დონორი, ყიდვის შემთხვევაში შემიძლია ლულის გარდა დანარჩენი დეტალი (დეტალები, თავის კონდახიან ზამბარიან ცილინდრიანად) ნებისმიერ პირველ მსურველს ვაჩუქო.

აქედან გამომდინარე მაქვს რამდენიმე კითხვა, ვინმეს თუ გქონიათ ამ თოფთან შეხება, მექანიკა, სასხლეტი და სხვა დეტალები არ მაინტერესებს, მხოლოდ მაინტერესებს ლულის შესახებ ინფო, ანუ:

- რა დონისაა
- რამდენად გამოსადეგარია თუ ამ 140 ლარი გადაყრა იქნება
- კუთხვილები როგორია (ფასკა გასაგებია რომ თავიდან იქნება გასაკეთებელი)
- ზომები, ანუ სიგრძე და გარე დიამეტრი.
- თქვენი იდეები აღნიშნულ ლულასთან დაკავშირებით

ყიდვის შემთხვევაში ვაპირებ გამოვაწერინო ამ მაღაზიას ნებისმიერი სახის ქვითარი, ან ფაქტურა, მოკლედ რაც გამოვა. სადაც ეწერება, რომ მართლა მანდაა შეძენილი 5.5 კალიბრის პნევმატიკა, ორგანიზაციის დასახელება და თარიღი.

თოფის სახელს ჯინაზე არ ვეტყვი, მთავარია რაღაც საბუთი იყოს ხელთ რომ მერე მოდავების შემთხვევეაში ააფარებ სახეზე აგერაა ნაყიდითქო smile.gif სახელი კი არ ეწერება (ანუ პნევმატიური თოფი 5.5 კალიბრის და მორჩა, დანარჩენი იმკითხაონ) და მორჩება მაგით საქმე


P.S. გთხოვთ ფლუდისგან თავი შეიკავოთ, ის შეძახებები, აუ რა მაგარია, საკაიფო იდეაა, შენ ამისგან გააკეთებ ტომაგავკს და ასე შემდეგ ეს ყველაფერი სპეციალურად შექმნილ განყოფილებაში შეგიძლიათ დაწეროთ, აქ კი ძალიან მაინტერესებს პრაქტიკული შეფასებები. და ღირს თუ არა 140 ლარის გადაყრა 2 საკითხში, ვაი დონის ცნობა და ლულა.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
 
ახალი თემის დაწყება
გამოხმაურებები
ja_ja
პოსტი Dec 23 2009, 10:32 PM
პოსტი #2


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,351
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



Der Rote Baron
ციტატა(George @ 23rd December 2009 - 10:59 PM) *
მარა თუ რამე საბუთს გამოწერენ რომ იქ იყიდე და ა.შ კი მაგრამ წერენ ეგეთ საბუთს საერთოდ?? (გარდა იმისა რო საკასო აპარატიდან ჩეკს ამოარტყამს)

აი ეგ მაფიქრებს, შეიძლება ორგანიზაციაზე გამოვაწერინო, ერთი ახლობელი მყავს ოღონდ და ხარჯებში რაიმე გაუშვას და.... თუ გამოვა ფაქტურის გამოწერა ეგ უკვე ფაქტია.

მაგრამ აი რამდენად გაამართლებს.... ეგ ფაქტურა საბუთობას...


bazuka
ციტატა(bazuka @ 23rd December 2009 - 11:21 PM) *
საქმე საქმეზე რომ მიდგეს იმათ მაქიმუმ სამსახურიდან გააგდებენ შენ კი კანონის სრული სიმკაცრით მოგთხოვენ პასუხს

ნუ ჯერესერთი საქმე საქმეზე არ ვიცი რამდენად მიდგება, მეორეცესერთი იმათ სამსახურიდან, მაშIნ გაანთავისუფლებენ თუ თავისი ნებით შეიტანეს რარაც დომფხალი და იმას ყიდიან და არა რეალურ სახელმწიფოს საქონელს. მაგრამ თუ ფაქტურის ვარიანტი გამოვიდა, ფაქტია რომელ წელს ვიყიდე და სად. დანარჩენი თუ რატომ იყიდებოდა სახელმწიფო მაღაზიაში ეგ უკვე კანონმდებლებმა უნდა გაარკვიონ, მე ვიტყვი არ ვიცი მეთქი... თან ეგ არ ვიცი ფაქტურის არსებობის შემთხვევაში შეგიძლია ყველა იარაღის მიმართ თქვა იქ ხომ არ ეწერება მოდელი, უბრალოდ არ იციან მოდელის სახელი biggrin.gif

რავიცი რავიცი კიდევ ვფიქრობ რა და როგორ იქნება.

კაი შევეშვით კანონიერებას და კანონს, ჩავთვალოთ რადგან იყიდება სახელმწიფო მაღაზიაში კანონიერია, მე უფრო სხვა საკითხი მაღელვებს როგორც ლულა ღიირს ეგ ლულა თუ არა? და მაგ ლულის პარამეტრები მაინტერესებს.

ციტატა(bazuka @ 23rd December 2009 - 11:21 PM) *
მე სერიოზულად ვფიქრობ AA-ს ხუთიანს, ვფიქრობ, რომ ჩემ ძმას დავაშლევინო და ნაწილ-ნაწილ გამოვაგზავნინო, ტარი, ლულა, კოლოფი და რეზიკა. ეს საბაჟო ხარჯებს ამაცდენს, და შესაძლოა ხუთიანის ფამოცურებაც, მარა ძაან ვშიშობ ამისთაობაზე.


შენ გაქვს მაგის შესაძლებლობა და არ გამოიყენო მგონი გრეხია.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

პოსტი ამ თემაში
- ja_ja   Torun Magnum   Dec 23 2009, 08:46 PM
- - foxi   აკი ესაო ისაო დაგი...   Dec 23 2009, 09:28 PM
- - Der Rote Baron   ja_ja მოკლედ ჯაჯ კანონ...   Dec 23 2009, 09:59 PM
- - bazuka   ja_ja შეიძლება მოგცენ...   Dec 23 2009, 10:21 PM
- - ja_ja   Der Rote Baron ციტატა(George @ 2...   Dec 23 2009, 10:32 PM
- - nihontoman   ja_ja კანონმს რაც შეე...   Dec 23 2009, 10:42 PM
- - bazuka   ja_ja ციტატა(ja_ja @ 23rd Decemb...   Dec 23 2009, 11:15 PM
- - nihontoman   ციტატაnihontoman მაგის დ...   Dec 23 2009, 11:29 PM
- - ja_ja   ვინმემ სანებართვო...   Dec 23 2009, 11:55 PM
|- - Der Rote Baron   ციტატა(ja_ja @ Dec 24 2009, 12...   Dec 24 2009, 01:29 AM
- - ja_ja   მდააააააა, კანონშჳ...   Dec 24 2009, 12:11 AM
- - foxi   არანაირი ტელეფონი ...   Dec 24 2009, 02:52 AM
|- - Der Rote Baron   ციტატა(foxi @ Dec 24 2009, 03...   Dec 24 2009, 03:39 AM
- - toti   მე მგონი მაქ ასეთი ...   Dec 24 2009, 09:15 AM
- - ja_ja   toti Der Rote Baron foxi ვითხოვე ...   Dec 24 2009, 09:30 AM
|- - parna   ლულაზე რა იცით ის დ...   Dec 24 2009, 04:07 PM
|- - Der Rote Baron   ციტატა(ja_ja @ Dec 24 2009, 10...   Dec 24 2009, 06:53 PM
- - geojorjika   Mokled exla avad var, sicxe maqvs, vcevar, ineti g...   Dec 24 2009, 04:34 PM
- - ja_ja   parna დიზელის ამბავი ...   Dec 24 2009, 05:13 PM
|- - parna   ციტატა(ja_ja @ Dec 24 2009, 03...   Dec 24 2009, 06:16 PM
- - STIG   დღეს ვიყავი მეც მა...   Jan 22 2010, 05:39 PM
- - foxi   ეგ თოფი მე მქონდა. 40 ...   Jan 22 2010, 05:45 PM
- - Jah   ციტატა(kakha @ 22nd January 2010 ...   Jan 22 2010, 05:48 PM


მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th June 2025 - 04:19 AM
Hosted by Pro-Service