![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Administrators პოსტები: 11,796 რეგისტრ.: 7-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 8 ქალაქი:Tbilisi ![]() |
გთავაზობთ მორიგ თარგმანს,საკმაოდ საიტერესო და მაღალი ხარისხის ზ.პ.დ. შაშხანაზე. როგორც იტყვიან ბედმა გამიღიმა და მომცა შესაძლებლობა შემეძინა Air Arms TX 200 MK3 –ის FAC ვერსია( სრული სიმძლავრის , ევროპაში სიმძლავრეები შეზღუდულია პნევმატიკაზე , 7,5 ჯოული არის თავისუფალ გაყიდვაში , 16 ჯოულამდე იარაღს გაფრომე სჭირდება უფრო მეტი სიმძლავრის მქონე პნევმატიკის (FAC) შესაძენად უკვე ცალკე რაღაც საბუთებია საჭირო ). რათქმაუნდა ისევ ჩემი უკრაინელი აირგანერი მეგობრების წყალობით . ![]() ძირითადი ტექნიკური მონაცემები კალიბრი – 4,5 მმ მთლიანი სიგრძე – 1050 მმ ლულის სიგძე – 370 მმ მასა – 4,1 კგ ავტამატური მცველი – არის ცილინდრის ჩამკეტი – არის ხმის მოდერატორი – ინტეგრირებული 3 კამერიანი ტყვიის საწყისი სიჩქარე ( მწარმოებლის მიერ მითითებული) – 283მ/წმ ტყვიის საწყისი სიჩქარე (რეალური) ტყვიებით – JSB 0.547 გრამი – 278 მ/წმ ( ენერგია 21,13 ჯოული) ტყვიის საწყისი სიჩქარე (რეალური) ტყვიებით – JSB 0.67 გრამი – 251 მ/წმ ( ენერგია 21,1 ჯოული) ტყვიის საწყისი სიჩქარე (რეალური) ტყვიებით – Diana Rastatt 0,69 გრამი 242 მ/წმ (ენერგია 20,2 ჯოული) მწარმოებლის საიტი – www.air-arms.co.uk ![]() ![]() აჰა შევიძნე ჩემი „ოცნებაც“ , ამ იარაღის ყიდვა მინდოდა ჯერ კიდევ მანამდე სანამ HW 97K–ს ვიყიდდი, მაგრამმაშნ არ იყოს ამის საშუალება და ამიტომაც ვიყიდე HW 97K(ვაირაუხი). მოკლედ ამ შაშახანას განვიხილავ HW 97K–სთან ერთად რადგან ისინი მსგავსნი არიან როგორც დიზაინით ასევე ტექნიკური მონაცემებითაც , თუმცა წინასწარ მინდა ავღნიშნო რომ ისინი მაინც განსხვავებული შაშხანებია. ![]() ![]() ![]() აქვე მინდა ავღნიშნო რომ არანაირი დაშლა და რეგულირება არ ჩატარებულა არც ერთ შაშხანაზე და ორივე არის როგროც იტყვიან პირდაპირ „ყუთიდან“ . სასხლეტი მექანიზმი პირველი რაც გხვდება თვალშ და გამახსოვრდება როცა ამ შაშხანას პირველად დაინახავ ეს არის სასხლეტი მექანიზმი, სასხლეტი TX 200–ზე ოდნავ უფრო ახლოს არის კონდახის პისტოლეტურ ტართან ვიდრე ეს არის HW 97k–ზე. რის გამოც კიდევ უფრო კომფორტული ხდება სროლა. ![]() ![]() მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის საოცრად რბილი და აქვს მოკლე სვლა. უფრო ზუსტად რომ ვთქვა , როცა პირველი 500 ტყვია გავისროლე ცოტა პრობლემები შემექმნა ჯგუფურობასტან დაკავშირებიტ , ამიტომ ავიღე ჩემი HW 97k(ვაირაუხი) და ვცადე ამიტ მესროლა , რაოდენ გაკვირვებული დავრჩი როდესაც ერთი ორჯერ „ვერ მოვახერხე“ ვაირაუხიდან გასროლა მეგონა რომ სასხლეტი „გაიჭედა“ , სიმადვილეშ არ გაჭედილა რათქმაუნდა მაგრამ TX 200–ზე სროლისას იმდენად მცირე დაწოლა სჭრიდებოდა სასხლეტს იმისათვის რომ გასროლა მოგეხდინა , ეს ვაირაუხის სასხლეტი ( რომელსაც მანამდე ვთვლიდი ერთ ერთ საუკეთესო სასხლეტად და არა მარტო მე იგი მართლაც საუკეთესოა) უკვე საკმაოდ „მძიმე“ მომეჩვენა. ნუ მე რათქმაუნდა ვლაპარაკობ ორივე შაშხანაზე პირდაპირ „კოლოფიდა“ რასაკვირველია ვაირაუხის სასხლეტის შეგიძლია დაამსუბუქო ასეთ კონდიციამდე რეგულირების საშუალებით ( ამის შესაძლებლობა კი ნადვილად აქვს მის სასხლეტს) მაგრამ აქ საუბარი მიდის ქარხნულ რეგულირებაზე , ამ ასპექტში TX 200–ის გაცილებიტ მაღლა დგას, იგი იდეალურია ![]() გადასატენი რიჩაგი გადასატენი რიჩაგი დაფიქსირებულია პატარა შარიკით. იმისთვის რომ მოძრაობაშ მოვიყვანოთ გადასატენი რიჩაგი საკმარისია უბრალოდ დავქაჩოტ იგი დაბლა . ვაირაუხის შემთხვევაშ კი საჭიროა ლულის დაბლა მყოფი ფიქსატორის თავზე ღილაკის დაჭერა. პრინციპში არც ერთი კონსტრუქცია არ არის ერთმანეტზე უკეთესი რამით ან უარესი , ორივე საკმაოდ გონივრული და საიმედოა. ![]() ![]() უნდა აღნიშნოს რომ რიჩაგზე დაწოლა გადატენისას TX 200–ზე უფრო ნაკლებია ვიდრე ვაირაუხზე თუმცა რიჩაგის „მუშა“ სვლა უფრო მეტია . ![]() მცველი მცველი TX 200–ზე განტავსებულია იმავე ადგლას და მუშაობს ზუსტად იმავე პრინციპით როგორც ეს არის ვაირაუხზე . ერთად ერთი განმასვავებელი და ულაპარაკოდ დიდი პლიუსი ის არის რომ , გადატენის შემდეგ შეგიძლია მოხსნათ მცველიდან იარაღი დავაჭიროთ სასხლეთს ხელი ისე რომ თან გადასატენი რიჩაგი ხელშ გვეჭიროს და შაშხანა „მოვხნათ“ საბრძლო მდგომარეობიდან ანუ მარტივად რომ ვთქვათ ზამბარა დაბაბრუნოთ საწყის მდგომარეობაში. ასეთი რამის გაკეთება ვაირაუხზე შეუძლებელია. ![]() ![]() ცილინდრის ჩამკეტი ამ მექანიზმს მვთვლი ძალიან სასარგებლოდ, ადვილად გამოსაყენებლად და მოკლედ კარგ რამედ , ეს არის ის რაც თქვენ ცერა თითს დაიცავ მოწყვეტისაგან იმ შემთხვევაში თუ შემთხვევით შაშხანა გაგივარდათ ტყვიის ლულაში ჩადებისას. ![]() ![]() ![]() ისე არც ვაირაუხს აწყენდა ეს ბერკეტი ![]() ![]() გადამშვები ზუსტად ისე გადაწყვეტილი როგორც HW 97K–ში , მაგრამე რთი განსხვავებიტ აქ ცილინდრზე რაღაც გაუგებარი შავი გაიკაა მიმაგრებული , ჩემი ვარაუდით ამის საშუალებით ხდება გადამშვების მოხსნა შაშხანის სრული დაშლის გარეშე, მდაა............. სად ვეძიო ეხლა ესეთი კლუჩი ჰა? ![]() ![]() დასატენი ფანჯარა და ტყვიის შესასვლელი დასატენი ფანჯარა TX 200–ზე გავს უფრო Diana ტიპის შაშხანებისას რადგან ვაირაუხზე ეს ფანჯარა არის ერთ დონიანი და როგორც მემარჯვენეს ისე მემარცხენეს შეუძლია იგი ერთნაირი კომფორტით გამოიყენოს, აქ კი მემარცხენეებს ცოტა დისკომფორტი შეექმნებათ . თუმცა არსებობს ვერსიები ცაციებისტვისაც ![]() ტყვიის შესასვლელი არაფერს განსაკუთრებულს არ წარმოადგენს , იგი ისევე როგოც ვაირაუხზე სწორად და ხარისხიანად არის შესრულებილი და მომხმარებლის ჩარებას არ საჭიროებს ![]() ![]() ინტეგრირებული ხმის მოდერატორი და ლულის კვეთის ფასკა ამ მოდელზე ლულის წინა პრობკა არ იხსნება იგი ერთი მთლიანი შრაუდერია რომელიც მთელს ლულას ფარავს ბოლომდე. შიგნით ჩახედვისას შეიმჩნება ორი თეთრი პლასმასის ტიხარი ( სავარაუდოდ ფლოროპლასტის) , რომელიც მოდერატორის კამერის კედლების ფუნქციას ასრულებენ , ასე რომ ვიღებთ 3 კამერიან მოდერატორს , რომელიც ვერ ვიტყვი რომ ძალიან ეფექტიანად მუშაობს თუმცა ხმას აშკარად უფრო სასიამოვნო ხდის ყურისთვის ![]() ლულის კვეთის ფასკა კარგია, სყფთად და აკურტულად არის დამუშავებული. ![]() ![]() კონდახის ერგონომიკა და დამაგრება კონდახის დამუშავების ხარისხი TX 200–ზე იდეალურია და მაღლ დონეზეა შესრულებული. ძლიან კარგად არის გაკეთებული „ნასეჩკები“ და სასიამოვნო შესახედია. ეს კონდახი არის მხოლოდ მემარჯვენეებისთვს განკუთვნილი გარდა სალოყისა რომლიც ამ კონკრეტულ ეგზემპლიარს მემარჯვენებიისტვის კგანკუთვნილ მახარეს აქვს ასევე პისტოლეტური ტარის ისე გაკეთებული რომ მემარჯვენეს შეუქმნას სროლისას მაქსიმალური კომფორტი , ხოლო ცაციას ძალიან გაუჭირდება ამითი სროლა ![]() კონდახის წინა ვინტები ორივე შაშხანაზე ერთნაირი სქემით არის დამაგრებილი და არანაირი ლუფტი არ არის ![]() ![]() ![]() ![]() აი TX 200–ის და ვაირაუხის კონდახის პისტოლეტური ტარები , ჰო დაახლოვებიტ 2000 გასროლის შემდეგ ისინი პრიალს იწყებენ ამიტომ ეს ერთ ერთი გამომდგარი მეთოდიი ნახმარი შაშხანის ყიდვისას იმის გასაგებად ტუ დაახლოვებით რამდენია ნასროლი ამ შაშხანიდან ![]() ![]() ![]() სროლა სულ თავიდან როცა შაშხანა მოვიტანე სახლშ დავიწყე JSB Heavy–ი ტყვიების სროლა, სამიზნე იყოს 25 მეტრზე და სროლა მიდიოდა ეგზოტიკური საყრდენიდან ( სკამი, ზედ ტაბურეტკა და ამ ტაბურეტკაზე დახვეული კურტკა ![]() ![]() პირველი 500 გასროლის შემდეგ ცოტა შევეჩვიე შაშხანას და რეზულტატიც გაუმჯობესდა ![]() მოდევნო და მომდევნო სროლები შედეგები კიდევ უფრო უმჯობესდებოდა ![]() ![]() აი TX 200–ის და HW 97K–ის შესადარებლად პატარა ტესტი გავაკეთე , ლიდერი ჯერ ჯერობით ვერ გამოვავლინე. ტანაბარნი არიან ![]() ![]() ![]() ![]() ![]() აი კიდევე რთი პატარა ტესტი, პირველ სამიზნეზე ნასროლია რბილი საყრდენიდან მარცხენა ხელის მიხმარების გარეშე ხოლო დანარჩენ როზე კი ორივე ხელიტ მეჭირა შაშხანა. ![]() http://vidego.multicastmedia.com/player.php?v=dd4740op მოკლედ რა შეიძება ითქვას ამ შაშხანაზე? იგი მაღალი დამუშავება ხარისხისაა, ბალანსი იდეალურია, გამოყენებული მასალებიც მაღალი ხარისხისაა , ძალა საკმარისზე მეტი აქვს , ზუსტია , და არც ფასი იკბინება ძალიან . მოკლედ ფასი ხარისხის ფარდობით ეს შაშხანა ერთ–ერთი საუკეთესოა.
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,232 რეგისტრ.: 1-March 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi, jaja-ს მეზობელი :D წევრი №: 33 ![]() |
მდაა კაი ძვირი გამოდის დაახლოებით დისკოს ფასი რა, მე ისევ დისკოს ავირჩევდი არჩევანზე რომ იყოს საქმე
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd May 2025 - 07:49 PM |
Hosted by Pro-Service |