გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> ჰაერზე გადაყვანილი ცო2 პისტოლეტი
hashtala998
პოსტი Aug 4 2020, 03:50 PM
პოსტი #1


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 12
რეგისტრ.: 4-August 20
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 2,524
ქალაქი:თბილისი



მოგესალმებით!

ჩემი პნევმატური ცო2 -დან გადავიყვანე ჰაერზე. ცო2 ბალონის მოცულობა არ მყოფნის ერთ გასვლაზე რომ ბოლომდე გავისწორო და მიწევს ბევრჯერ დატენვა
საშუალოდ 23 ბარამდე ვტენი (მეტის საშუალებას არ მაძლევს ნასოსი )

მინდა რომ ვიშოვო ბალონი რომელშიც ჩავტენი ჰაერს სადღაც 40 ბარზე და მექნება.

თქვენც ხომ არ გქონიათ ასეთი გამოცდილება და სად შეიძლება ვიშოვო ასეთი ბალონი? პცპ ბალონი არ მინდა რადგან უაზროდ ძვირი ეღრება ჩემთვის
თან ეგენი ძაან მაღალი წნევისთვისაა და მასეთიც არ მჭირდება



https://scontent.ftbs4-1.fna.fbcdn.net/v/t1...amp;oe=5F5036B5
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
 
ახალი თემის დაწყება
გამოხმაურებები
ja_ja
პოსტი Aug 10 2020, 11:31 PM
პოსტი #2


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



hashtala998
მდაა ვკითხულობ შენს კომენტარებს 3-4 დღეა და ვერაფრით ვერ მოვიცალე რომ გიპასუხო, ხან რაიონში ვიყავი და არ მეცალა ხან სამსახურის საქმეებმა გადამიყოლა... მოკლედ რატომღაც ჩათვალე რომ აი შენი იდეების მოპარვა მინდა და რატომღაც მე გჩაგრავ და ძალით გწიხლავ... ნამეტანი ცდები და შევეცდები დაგილაგო ყველაფერი თაროებზე. აქ ყველაფერს რასაც ვწერ შენივე უსაფრთხოებისთვის ვწერ და არა იმიტომ რომ ვიღაც ბოროტი ბიძია ბაბუა ვარ და აი ნათელი გონება მოვიდა და ვჩაგრავ....

1) რევოლვერი ვნახე, მაგრამ მოდი ორივე შევთანხმდეთ ძალიან სუსტი რევოლვერია და უმეტესობა ნაწილი პლასტმასის აქვს, პლიუს მთლიანი ბარაბანი არ აქვს და აირის დაკარგვის ბევრი ადგილი აქვს, მე გასროლას ვგულისხმობ ამ შემთხვევაში და არა ჰაერის გაპარებას, კიდევ კაი რომ ნასოს გაქვს ისეთი რომელიც მაღალ წნევას არ გაქაჩინებს, მაგ თოფზე მე ექსპერიმენტებისგან თავს შევიკავებდი

2) ნასოსიც ვნახე... პრობლემა ისაა რომ შენ ჩემი ნაწერი რაც წაიკითხე გაღიზიანდი და პირად შეურაწყოფად მიიღე, თითქოს და მე ვცდილობდე პროგრესის გაჩერებას, რეალში კი უბრალოდ არ მისმენ... ძალიან კაია რომ ელექტრონშიკი ხარ მეთქი ესე იგი მუშაობს გონება მეთქი, მაგრამ რატომღაც ჩემს ნათქვამების მიმართ აიღე და გონება ჩაკეტე... საქმე იმაშია რომ მაგ თოფმა ნორმალურად რომ იფუნქციონიროს საჭიროა 50-დან 70 ატმოსფერომდე აირი და მაგას ვერ მიიღებ ველოსიპედის ან მანქანის ნასოსით, ვერც მანქანის ან ველოსიპედის კომპრესორით, საჭიროა ან მაღალი წნევის ნასოსი, ან კომპრესორი...

ნუ მიიღებ რაიმე მკაცრ და მკვახე შენიშვნად, თუ დამიჯერებ ისევ შენვე გამოიყენებ იმას რასაც აქ ვწერ, იმისათვის რომ შენმა პისტოლეტმა იმუშაო გჭირდება მინიმუმ 3-ჯერ მეტი წნევა, არაფრად არ გადგება 20 და 23 ატმოსფერო. საყიდელი, ან დასათრევი გაქვს ნამდვილი PCP ნასოსი და არა ეგ ბაიკის ნასოსი... დეტალურად მაქვს გადაღეჭილი ნასოსების თემა, თუ დაგაინტერესებს აგერაა, ფორმულებიცაა და იდეებიც ახსნილი, თუ ჩათვლი რომ თავს ვიწონებ და საზიზღარი ვიღაც ვარ ნუ წაიკითხავ, არავინ გაძალებს

3) ვაბშეტა მე 1000$-იანი კი არა 5000%-იანიც მაქვს, მაგრამ გაგეცინება და 70$-იანი PCP პისტოლეტიც მაქვს და ვერ ველევი, ისევე როგორც მაქვს 40-50$-იანი co2 პისტოლეტები, აქ პიპისკების დატოლებაზე არაა საქმე, და შენ აშკარად რატომღაც ჩათვალე რომ მე შენი წყენინება და ჭკუის სწავლება მინდოდა და ახლა ცდილობ პირადზე გადმოსვლას, თან თემასთან არამართებულ შენიშვნების მოცემას, როგორიც გაქვს მე-4 პუნქტში მე 5 გინდაც მეექვსე და მეშვიდე ხომ....ვააბშე რა შუაშია... ნუ მაგაზე ცალკე

იმაზე კი არაა საქმე რომ ვისწორებ და არიქა ნუ გამიტრაკე საქმეო,. გაისწორე, პირიქით რომ გაისწორო და მეტი სიამოვნება მიიღო გინდა ჩხირკედელაობიდან და გინდა სროლიდან მაგიტომ ვწერ ამდენს და ვცდილობ აგიხსნა სწორე მიმართულება... მერე უფრო მეტ სიამოვნებას მიიღებ შენივე გაკეთებული კონსტრუქციით

10 მეტრზე ქილის გარტყმა დამიჯერე არაა მაჩვენებელი, ამით რაიმეს დაკნინებას და გაშავებას კი არ ვცდილობ, არამედ მინდა რომ იმ 10 მეტრზე ბევრჯერ და ძლიერად გაარტყა და არა პროსტა რაცხა მოხვდეს და მაგით მორჩეს მთელი შენი ჩალიჩი, co2 რომ თავდება ბალონში მაშინაც შეგიძლია ქილას გაარტყა, მარა ყოველი გასროლა უფრო და უფრო სუსტია, როდესაც მხოლოდ აირია დარჩენილი ბალონში ის უცებ იცლება და მისი შევსება თუ არ ხდება განწირულია სისტემა... რამდენადაც ეფექტური ჩანს დაჭირხნული აირი თუ სწორედ არ მიუდექი ეფექტურობას უცებ კარგავ

4) არავინ არაფერში არ გჭრის კაცო... თუ გინდა მომატყუე, მე სულ არ მადარდებს... ეგ ჩემი საქმე არაა, მე იმდენი რამე მაქვს გაკეთებული ვერ მომატყუებ, არც ის მაინტერესებ როგორ აკეთებ (არანაირი იდეის მოპარვას არ ვლამობ, თუ გინდა ჩასწორება რაიმესი კიბატონო დადე ინფო და მიგითითებ რა და როგორ უნდა იყოს, მაგრამ ისევ დაძაბვები და ისევ თავს დაჩაგრულად ნუ გამოაცხადებ, დაჩაგვრა არავის არ აქვს იდეა ფიქსად), არანაირი შენი იდეის მოპარვა არ მინდა და ნუ მიწყენ მარა აი ეგ ყველაფერი კაი 15 წლის წინ გავლილი საკითხებია და თუ გინდა გწერ რაღაც აზრებს, მაგრამ შენ შეურაწყოფად იღებ, თუ არ გინდა და არასწორედ გესმის. ჩვეულებრივად შენც შეგიძლია 15 წლიანი გამოცდილების მერე მიხვიდე იმ აზრებამდე რასაც ეხლა მე გიზიარებ, გადახედე 10-15 წლის მერე შენს თემას და ...

შეკაცო მე ბავშობაში ხისგან მაქვს გამოთლილი ნაგანი, ოტ ი დო დეტალები, რამდენ ჟურნალში ვეძებდი ზომებს ეს იყო 80-იანების დასაწყისი, სად იყო მაშინ უცხოური ჟურნალ გაზეთები და ინტერნეტი... ხან სამხედრო კათედრიდან ზომების წამოღება ხან მორგება.... გავაკეთე და მიხაროდა, დღესაც მიხარია, მარა აზრად არ მომსვლია რომ შიგნით საბრძოლო ჰილზა ან თუნდაც გასროლილი გილზა ხელახლა დატენილი ჩამედო.....

პუგაჩები რაც მე მიკეთებია ჩემს მტერს, გენრის მექანიზმი იყო, თუ მუყაოს ფენებისგან აწყობილი ვინჩესტერის მექანიზმი, მაგრამ ერთია მოდელი და მეორეა რეალური გამოყენება... არავინ გიკარგავს მიღწევას, ჩალიჩს.... მარა.... რა შუაშია აქ აგრესია ან მოტყუება, ინფორმაციის გამოძალვა.... ნუ გამიგებ არასწორად, არანაირი შენი ინფო არ მჭირდება, გაცილებით მეტს ვაკეთებ, მეტი იდეები მაქვს და ფიზიკურად დრო არ მაქვს თორე იმდენი რაღაც მაქვს გასაკეთებელი რომ....

მოკლედ არავინ გეჩხუბება, არამედ ჩქარჩქარა გაყრით ინფორმაციას, რომლის გამოყენებაც შეგიძლია, ან შეგიძლია თავი ნაწყენად და დაჩაგრულად ჩათვალო და მოკლედ არ ვიცი აი ადეკვატურ ტექსტებს ვერ ვნახულობ, რა ეხლა დავდგე თავი ვიმართლო იმაზე რაც არ მიქნია? biggrin.gif

5) კაცოუ ეგეთ მექანიზმებს ვიყენებდი კი არა დღემდე ვიყენებ, მილიონნაირს, მაგრამ, და რატომ ჩათვალე რომ აი აგრესია დაიმსახურე და სულ კამიკაძე გეძახე... ერთის მხრივ მინდა დაშინება, იმიტომ რომ ბევრი ამ ფორუმის წევრი თავიდან ლამის კანალიზაციის ტრუბების გამოყენებას ცდილობდა ამ საქმეში, მხოლოდ დაშინების და რეალური საფრთხის ახსნის მერე მოხდა ხალხის აზრების დალაგება, ბოდიში და ბოლო 15 წელია მერამდენე წევრი ხარ რომელიც თავიდან იგივეს იწყებ და აი დიდი ბოდიში მოწიწებით და ვაი შენი ჭირიმე და შენ გენაცვალეს გარეშე პირდაპირ ინფორმაცია მოგაყარე... შენც გარკვევის გარეშე ეგრევე თავი შეურაწყოფილად და დაჩაგრულად გამოაცხადე....

რაც შეეხება მექანიზმებს, დღემდე ვიყენებ მეთქი, ჩემით ვჩარხავ და ვიყენებ როდესაც მოაქვთ დაზიანებული co2 პისტოლეტი, მაგალითად 4 დღის წინ ერთს გავატანე პისტოლეტი რომელიც ჯერ თვითონ დაშალა და რომელიღაც ვიდეო ყურების მეშვეობით გაძლიერება სცადა და ამასობაში დააზიანა კლაპნის მექანიზმი, პლიუს რეზინები, შედეგად სანამ გავასწორე აღვადგინე ლამის 15-20-ჯერ დავცალე და დავშალ ავაწყვე, ახლა დათვალე 20-ჯერ 3 ლარი რამდენია, არც პატრონს უღირს ეგეთი რემონტი და არც მე...

ამიტომაც, მაქვს გაკეთებული ბალონის ფორმის დეტალი და შიგნით წვრილი ხვრელი, ბალონიდან ვაწვდი ჰაერს ვნახულობ სად აპარებს და ვასწორევბ მერე მეორე კვანძი ან იგივე კვანძი თუ არ გასწორდა და ასე შედმეგ...

განსხვავება ისაა რომ არ ვიყენებ თხელკედლიან კონსტრუქციას, არ ვიყენებ 20 ბარს იმიტომ რომ მაგ წნევაზე შეიძლება არ გააპაროს აირი მარა 60-ზე უკვე .... ასე რომ კი ვიყენებ ოღონდ მართებულად, ანუ შესამოწმებლად, მაგრამ არა სროლისთვის და გასართობად. დავტენე, შევამოწმე, 1-2 გამოვკარი რომ ვნახო მექანიზმი მუშაობს თუ არა, დაეცა წნევა? ისევ ავქაჩავ 60-70 ატმოსფეროზე და ასე შედმეგ....

თან ამ დროს არანაირად არ ვესვრი ქილებს და არ ვიძახი რომ სრულყოფილ 10 გასროლას აკეთებს... შენ გგონია ჩაგაცივდი და მინდა შენი გამოჭერა ამ წყეულ 20 ბარზე და 10 გასროლაზე, რეალურად კი მინდა გაჩვენო რომ სცდები და საკუთარი ტავი შეგყავს შეცდომაში, მე არაფერი მაკლდება მაგით, თუ გჯერავს გააგრძელე, პროსტა რომ წერ ამ ფორუმზე აკეთებს 10 გასროლაზე, გაითვალისწინე ვიწრო პროფილური საიტია, ბევრს გამოცდილება აქვს და არ დაგიჯერებს ახალბედებს კი უსაფუძვლო იმედს აძლევ... რა ვქნათ არ ვახსენოთ რომ ხარვეზებია მაგ სისტემაში?

6) არის 20-23 ბარი სასწაული წნევა, აგერ ზემოდან დაგიწერა ერთმა რომ 8 ატმოსფერომ კიბეები გადაალაგა, გაიხსენე რას შვება მანქანის ბორბალი გახეთქვისას და შიგნით სულ რაღაც 2 ატმოსფეროა, სატვირთოში 3-დან 12 ატმოსფერომდეა და თუ გასკდა საერთოდ რამდენი გასულა მარილზე, შენ კი ეგ წნევა ხელში გიჭირავს, პირდაპირ სახესთან...

კი არ გიშლი გაკეთებას და კი არ გლანძღავ, უბრალოდ სახიფათოა და ფრთხილად იყავი მეთქი

7) აი ეს Http და HTTPS-ი რა შუაში იყო ვააბშე ამ თემასთან? კი საიტი ძველია და ძველი ბირთვია, ვცადეთ რამდენჯერმე ახალზე გადასვლა, მაგრამ გაცილებით ნელა მუშაობს, რაიმე სტრატეგიული ინფორმაცია აქ არ დევს ასე რომ რაის HTTPS-ი.... გამეცინა... გაბრაზებულზე აქეთ ვითომ რაღაც წუნი მინახე? smile.gif აქვს მაგას თავისი ახსნა რაც შეეხება გუგლს და ქრომს... ნუ ჯერესერთი მე ყოველთვის ვამოწმებ ხოლმე და არცერთხელ პრობლემა არ დაფიქსირებულა, გარდა იმისა რომ გუგლი ცალ თითს იყოფს ერთ ადგილზე და ლამის ინტერნეტის პრივატიზაციას მიადგა.. ვინ კითხავს მაგას რა ბირთვზეა საიტი და რატომ არაა HTTPS-ზე? ისიც მაქსიმუმ გაფრთხილება გამოდის და შეგიძლაი იგნორირება გაუკეთო....

და მეორეც მოიცა და გუგლით და ქრომით მორჩა ცხოვრება? არც ოპერა არსებობს არც ფაირ ფოქსი, თუ აი ეს საზიზღარი და აყროლებული ინტერნეტ ექსპლორერს და ედჯს ჩემს კომპიუტერზე რაფერ დავაყენებო ეგეთ სტილში მიდის საუბარი

კაი რა ეს იმენნა თითიდან გამოწოვილი თემა იყო და საერთოდ არ ეხებოდა აქ განხილულ საკითხს

8) შეკაცო ეგრე იოლი არაა მეთქი მაგას ვწერ ამდენი ხანი, შენ გგონია აქ ცუდი ბიძიები არიან და ინფოს გიმალავენ? არაა ეგრე იოლი ის რასაც შენ უყურებ და მხოლოდ გარეკანს ხედავ, მილიონნაირი რეზბაა დამაგრების მექანიზმი და სხვა, შენ ერთს უყურებ და გგონია ყველაზე მუშაობს, არა ჩემო ბატონო



შენი ფიშტო არის ეგეთი, აი ჩასვი ეგ ბალონი და ვთქვათ გაქვს ის რეზბიანი ქვიქ დისკონექტი. მიაერთე და გგონია ვსიო? კიმაგრამ ბალონს რაფერ მიაჭერ ზემოთ? სად გაქვს ბალონის მისაჭერი მექანიზმი?

მაგ ლამაზ სურათებს რომ უყურებ და დალშე არ ფიქრობ.... სწორედ მაგის ამოძრავებას ვცდილობ შენში და არა რაღაც აგრესიებს, იქ გატისკვას და სხვა რაღაც უბედურებებს



ამ სურათს რომ უყურებ, რატომ არ ფიქრობ როგორაა მოწყობილი? იმ ეგრეთ წოდებულ აბოიმიან პისტოლეტებს აქვს ქვემოდან დიდი რეზბა რომელშიც კაკრაზ ეგ შტუცერი ეხრახნება და შედეგად 3-მაგ როლს ასრულებს თან მისაეთებელია, თან მიმჭერის როლს ასრულებს, თან შავი პრაკლადკა რომ აგდია მაგი არის ბალონსა და მაგ მისაერთებელს შორის, რითაც აბტურაციაა უზრუნველყოფილი რომ ჰაერი არ გამოდიოდეს...

ახლა ასე რომ გვტისკავ და გამოგვაცხადე ყველა შენს მტრად, იქნებ შეხედო შენს პისტოლეტს და დააკვირდე კარგად რომ ბალონის მომჭერი გაქვს წვრილ რეზბიანი დეტალი და თან პლასტმასშია ეგ დეტალი ჩახრახნილი, ან პრასტავკა გიყენია დამატებითი ბოლტის სახით, იცი რატომ? იმიტომ რომ ის აბოიმები ლითონისაა და რეზბაზეა გათვლილი, შენი პისტოლეტი კი პლასტმასია და ეგეთ დატვირთვებს ვერ გაუძლებს

რატომ არცერთ სარეკლამო სურათზე შენნაირი პისტოლეტი, უფრო სწორედ კი რევოლვერი არაა ნაჩვენები?

სწორედ ეგეთ წვილმანებზე მინდა აგიხილო თვალი და შენ მაგ მცდელობას შეურაწყოფად და აგრესიად აღიქვავ...

არ ვიცი ეგეთი ბალონი სად არის, თან შენი პისტოლეტისთვის და როგორც ვხვდები თან 10-15 ლარი უნდა ღირდეს შენი წარმოდგენით, არაა ეგეთი რაღაცეები იაფად და ყველგან, არავინ არ გიმალავს ინფორმაციას, უბრალოდ არ არის, გადადი მაშინ სხვა პისტოლეტზე და მორჩება პრობლემა, მაგრამ ან ის 60$-იანი უნდა იყიდო, ან მცოდნეს გააკეთებინო ის კი ისევ კაი ფასს მოითხოვს და არა 10-15 ლარს

9) სურვილი თუ არ გიჩნდება ეგ შენი საქმეა, მაგრამ აშკარად არ გიჩნდება სურვილი იმიტომ რომ ისევ და ისევ თავს წამებულად თვლი, არა და არავინ არც გაწამებდა და არც ზედმეტად აჩოკების დაწერას არ ცდილობდა იმაზე რომ აი ახალბედა გამოვიჭირე და ახლა მე ამაზე გავილაშქრებ და მე მაგარი გამოვჩნდები... ეგეთი ბავშური მიდგომა არის forum.ge-ზე, დედის გინებაა ყველაფერზე... აქ ვიწრო სპეციალობის ფორუმია და როდესაც ვხედავთ რომ კაცმა შეიძლება თავი საფრთხეში ჩაიგდოს ვერევით... ვიღაც მიიღებს, ვიღაც კი ჩათვლის რომ ჩაგრავენ და ამათი დედაცო.. ნუ რავიცი რა უნდა გითხრა, ქვეყანაში დემოკრატია არ გვაქვს, მაგრამ აქ გარკვეული თავისუფლება გაქვს როგორც გინდა ისე მოიქეცი, როგორც ჩათვლი საჭიროდ

10) ქრონოგრაფი სისულელე არაა... მაგას გამოუცდელობა გალაპარაკებს. ქრონოგრაფი გაჩვენებდა რომ შენს მიერ მე-3 პუნქტში ნახსენები 10 კაი გასროლა, სულად არაა კაი გასროლა და პირველი გასროლისას თუ პირობითაც 150 მეტრ წამი გქონდა, მეორე გასროლაზე 130-ი გექნებოდა (რეალში გაცილებით ნაკლები), მესამეზე 110 და ასე შედმეგ, ეგ უკვე გიჩვენებდა რომ შეიძლება ტყვია ჯერ კიდევ ასატანად მიდის მიზნამდე (co2 პისტოლეტები დიდი სიზუსტით არ გამოირჩევა და არც მწარმოებელი ცდილობს, მითუმეტეს BB ვერსიაზე) აი ძალას დაინახავდი რომ სულ უფრო და უფრო სუსტია... და პირველ ტყვიას თუ ქილის დაღუნვა შეუძლია მეორე წააქცევს მესამე კი დაეჯახება და გული წაუვა ეს რას მივარტყი თავიო

კიდევ ერთხელ გიხსნი, ჩაკეტილი სისტემა გაქვს, ანუ გაქვს რაღაც ავზი რომელშიც ფიქსირებული 20 ატმოსფერო გაქვს ,ახალი არც ჰაერი და არც წნევა არ გემატება, გასროლისას კი კლაპანი იხსნება და ნაწილი აირი გამოდის.... რაც არ უნდა მიმტკიცო ვერ იქნება იგივე 20-23 ატმოსფერო მეორე გასროლისას, გექნება 10 ატმოსფერო, მერე 5 და ბოლოს პროსტა პუკ-პუკ-ს აკეთებს... ხმა არის და მეტი არაფერი

ის კი არა რომ გლანძღავთ, გერჩით, ძალით აგრესიული ტიპი ვარ და შენზე ვისწორებ ჩემს გაუწონასწორებელ კომპლექსებს, არამედ უსიამოვნო სიმაღთლის დანახვა არ გინდა და შენსავე თავს იტყუებ, მე კი არ მატყუებ, მე ისედაც ვიცი რა და როგორ მუშაობს

მოკლედ აგერაა ერთი ვიდეო რომელიც 1 კვირაზე მეტი ხნის წინ ჩავწერე, უბრალოდ დადება ვერ მოვასწარი, შენ კი კუდები გამოაბი რომ აქ სატანისტები გჩაგრავენ smile.gifარანაირად არ ჩათვალო რომ აი ეხლა გადავიღე თავის მართლების პონტში, მინიმუმ 4-5 დღე მაგისთვის საერთოდ არც კი მეცხელა რომ გადამეღო, ჯერ რაიონში ვიყავი, მეორეც ესერთი ახალი 3D პრინტერი ჩამომივიდა და იმას ვაკონფიგურიებდი და აი ნაღდად არ მეცალა ამ კვირაში ეს ვიდეო ჩამეწერა, ანუ ვიდეოში ტემბრზეც, თხრობაზეც იმედია მიხვდები რომ 1 კვირის წინაც კი აზრადაც არ მქონია რაიმე გამოლანძღვა და გამოთათხვა, მიწასთან გასწორება და სხვა ვცდილობდი ამეხსნა პრინციპები ნათლად, შემოვედი 3-4 დღის წინ აქ და ნუ აი პოსტია გამოცხობილი იმის ჭე


მჩაგრავეენ, ველურები... კანიბალები biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif კაი რა....




მემგონი ვიდეოდან იმისაც მიხვდები რომ ჯერ შენი პოსტები წაკითხულიც კი არ მაქვს, წნევებზე გებაასები, რომელიც როგორც ჩანს შენ საერთოდ არ გაინტერესებს და 20-23 ატმოსფერო მისაღებად მიგაჩნია... დააკვირდი ვიდეოში, 60 ატმოსფეროდან 6 გასროლაში ჩამოვედი 20 ატმოსფერომდე, ანუ თითო გასროლაზე მეხარჯება სადღაც 6.5 ატმოსფერო, ხოლო 20 ატმოსფეროზე როცა ვარ ანუ შენ რომ ამტკიცებ კაი 10 გასროლა მივიღეო, ამ 20 ატმოსფეროს ნიშნულზე რომ ვარ კარგად ჩანს 4 წუთზე და 35 წამზე... აბა დათვალე რამდენ გასროლაში დაიხარჯა ჰაერი 20 ატმოსფეროდან მეშვიდე გასროლის მერე 10 ატმოსფერო მაქვს და მერვე გასროლაზე ცარიელი ვარ

ანუ რაც არ უნდა დაუჯერებელი იყო შენთვის შენც იგივე სიტუაცი გაქვს მიუხედავად იმისა რომ ამბობ 10 კაი გასროლა გავაკეთეო, 20-23 ატმოსფეროდან პირველი გასროლა ჯერ ისედაც ხომ სუსტია, იმიტომ რომ 3-ჯერ მეტი წნევა გჭირდება, მაგრამ რომც იყოს კაი 20 ატმოსფერო, პირველივე გასროლის მერე გრჩება სისტემაში 10 ატმოსფერო, ანუ მეორე გასროლას გექნება ნახევარი ძალით, ხოლო მესამე და შემდგომი გასროლები, პროსტა პუკი-პუკია პრაქტიკულად ცარიელ სისტემაზე კლაპნის გახსნისას გამოსული ჰაერის ნაწილის ხმა გვესმის და მაგას თუ გასროლად მივიჩნევთ არ ვიცი...

მოკლედ ეს ვიდეო ჯერ იყოს, იმედია ნახავ და რაღაცაში მაინც გამოგადგება, მერე კი მივაშლი
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

პოსტი ამ თემაში


მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 12th May 2025 - 08:36 PM
Hosted by Pro-Service