![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,097 რეგისტრ.: 24-February 14 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1,902 ქალაქი:გორი ![]() |
მოგესალმებით მეგობრებო. მინდა წარმოგიდგინოთ კიდევ ახალი ხელოვნების ნიმუში უკრაინიდან. ![]() ამაზე სულ მედგა თვალი რადგან ძალიან მომწონდა ვიზუალი, წონა და კომპაქტურობა. ინტერნეტ სივრცეში უდიდესი გამოხმაურებები აქვს მის ხარისხს და გამძლეობას. ტაიპანის და ამის ხარისხი ზუსტად ერთი და იგივეა. როგორც ვიცი ერთად მუშაობდნენ მათი მწარმოებლები და მერე გაეყარნენ ![]() პნევმატიკაში რაპტორი ძალიან დიდი ხანია მოღვაწეობს საკმაოდ წარმატებულად. მისი კლონიც კი გააკეთეს პარაზიტმა ჩინელებმა, არტემისი პ15 ![]() მოკლედ შევეცდები ავღწერო რისი მაქნისია რაპტორი. დავიწყებ ზომით. არის ყველაზე მოკლე ბულპაპი ბაზარზე. სულ რაღაც 55სმ. წონა არის 2.6 კილო. შეიძლება თქვათ მძიმეა ზომასთან შედარებითო მარა რომ ნახავთ რა ხარისხის ნამუშევარია მიხვდებით რომ საკმაოდ მსუბუქია კიდეც. ლულა! ლულა! როგორ შევაფასო არ ვიცი. ლოტარ ვალტერი უჩოკო . სულ რაღაც 30სმ სიგრძის და 16მმ დიამეტრის, როგორც ლომი ეგეთი სქელია. მანომეტრი ვიკა რომელიც ერთი ერთში მუშაობს ფანტასტიურად! რედუქტორი რაღათქმაუნდა რომ აქვს. განმეორადობა საუკეთესო. დღეები დების შემდეგ პირველი გასწროლა 260 მეტრი, მეორე გასროლა 260 მეტრი. მესამეც მეოთხეც... ძალიან გაოცებული დავრჩი არც ერთი ჩემი ყოფილი სათამაშო ასე არ აკეთებდა. სიჩქარე ქარხნულად აყენია 260 მეტრზე ჯსბ 15.89 ით. არც მიცდია აწევ დაწევა რადგან ძალიან ზუსტი სიჩქარეა! 30 მეტრის ჯგუფების ფოტოებს ქვემოთ იხილავთ ფოტოებში ბარაბანჩიკები არის ალუმინის, ძალიან მაღალი ხარისხის. ზუსტად ისეთი პრინციპის როგორიც პ15 ზე მაგრამ განსხვავებით აქვს პატარა წვრილი ნახვრეტი რომელშიც გადის შტირი. თუ თვენ გადატენილი გაქვთ სათამაშო და გადაიფიქრეთ გასროლა, კოლოფზე წითელ ღილაკს გამოწევთ უკან და დაკეტავთ ბარაბანს. რის მეშვეობითაც ბარაბანი აღარ გადატრიალდება და მოხსნით იარაღს საბრძოლო პოზიციიდან. მადლობა! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]()
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
კაცოუ, რა შუაშია 2 ხვრელი ან 1 დაგრძელებული რომელი რაფერ გაატარებს ჰაერს... რატომ უქმნი საკუთარ თავს პრობლემებს? მოდი მარტივად განვიხილოთ ცოტახანი დავივიწყოთ ლულა, პნევმატიკა და ჩვენი სფერო, უბრალოდ რაიმე სხვა სფერო განვიხილოთ, ნუ აი მაგალითად სანტექნიკა ანუ გვაქვს ვთქვათ 20 მილიმეტრიანი მილი, და შიგნით არის რაღაც ხვრელი, ნუ ვთქვათ 12 მილიმეტრიანი. ეხლა პროცესის იოლი გაგებისთვის წარმოვიდგინოთ რომ ეს ხვრელი დაკეტილია რაიმე კლაპნით, მილში კი ქალაქის წყალსადენით მოგვეწოდება წყალი ვთქვათ 2 ატმოსფეროს წნევით. ახლა ისმის კითხვა რამდენი წყალი გამოვა ვთქვათ 1 წუთის განმავლობაში თუ ამ 12 მილიმეტრიან კლაპანს გავხსნით? .. როგორ ფიქრობ რა იქნება საჭირო იმისათვის რომ ეგ დავიანგარიშოთ? 1) წყლის დენადობა და ნაკადის მოძრაობა 2) ხვრელის ფართობი იოლი აღქმისთვის კვადრატულ სანტიმეტრებში ნუ ახლა პირველის ამხსნელი მე არ ვარ, არ ვიცი ეგ პარამეტრები და საჭირო არც არის ჩვენს განტოლებაში ჩავთვალოთ რომ ეგ არის Y ცვლადი და მუდმივი პარამეტრის, ნუ ვთქვათ ყოველთვის ერთნაირი თვისება აქვს წყალს 2 ატმოსფერო წნევაზე და ერთნაირი დენადობის კოეფიციენტი, მოდი რაიმე მოვიფიქროთ, ნუ ვთქვათ იყოს 0.17 არ ვიცი რატომ პროსტა იყოს ![]() დაგვრჩა გაგება რამდენია ფართობი 12 მილიმეტრიან ხვრელში რომ ის მოგონებული 0.17 გავამრავლოთ ფართობზე და მერე 60 წამზე მრგვალი წრის ფართობის გამოანგარიშება ძლიან მარტივია რადიუსი სანტიმეტრებში აყვანილი კვადრატში და გამრავლებული პი-ზე, ნუ მათემატიკიდან ვიცით რომ პი- მუდმივია და 3.14-ია (ნუ დანარჩენ უსასრულო ციფრებს თავი დავანებოთ) და რადიუსი კი 12 მილიმეტრის იქნება 0.6 სანტიმეტრი. ანუ - 0.6x0.6x3.14= ჯამო გამოგვივა 1.1304 კვადრატული სანტიმეტრი დალშე რომ გავიგოთ რამდენი წყალი გამოვა 1 წუთში, 1.1304 გავამრავლოთ წყლის დინების კოეფიციენტზე 0.17-ზე და შემდეგ 60 წამზე, გამოვა ციფრი 11.53008ლიტრი ვსიო. ახლა მოდი და ვიანგარიშოთ კი მაგრამ რამდენი წყალი გამოვა იმ შემთხვევაში თუ ხვრელი იქნება არა 12 მილიმეტრი არამედ ნუ ვთქვათ 7 მილიმეტრი, მაგრამ წაგრძელებული ასე 17.715 მილიმეტრი სიგრძეში ერთი შეხედვით გეომეტრია გართულდა, მაგრამ ვიცით რომ ხვრელი ოთხკუთხედი არაა და კუთხეებში მომრგვალებული ფორმისაა, ანუ ერთ ბოლოში არის 7 მილიმეტრის ნახევარმთვარე, ხოლო მეორე მხარეს მეორე ნახევარმთვარე, ანუ მოდი რა ორივე შევატყუპოთ და 7 მილიმეტრი მრგვალი მივიღეთ იოლი ანგარიშისთვის, ამ 2 ნახევარმთვარეს შორის კი დარჩა 10.715 მილიმეტრი ესე იგი მგვალი ნაწილის ფართობის გამოსაანგარიშებლად, 7 მილიმეტრის რადიუსი აგვყავს კვადრატში, ვამრავლებთ პი-ზე და მერე ამას დავამატებთ 10.715 მილიმეტრის სიგრძისა და 7 მილიმეტრის სიმაღლის ფართობს, ნუ აქ ანგარიში გაცილებით მარტივია, სიგრძე სიმაღლე ერთმანეთზე გავამრავლოთ და ვსიო, ანუ მივიღებთ ამ წაგრძელებული ხვრელის საერთო ფართობს. დალშე გავამრავლოთ იგივე 0.17-ზე და 60, ვნახოთ რას მივიღებთ 7 მილიმეტრი წრის ფართობი არის 0.38465 კვადრატული სანტიმეტრი დავამატოთ 0.75005 კვადრატი, საერთო ფართობი მივიღეთ 1.1347 შემდეგ 1.1347x0.17x60= მივიღებთ 11.57394 ლიტრს 1 წუთში... ანუ მრგვალი წრე როცა იყო 12 მილიმეტრიანი გამოდიოდა 11.53008ლიტრი ხოლო 7 მილიმეტრიანი და გრძელის შემთხვევაში გამოდის 11.57394 პრაქტიკულად იგივეა ყველაფერი... ნუ სინამდვილეში სიგრძის ზუსტი "პადგონკით შეგიძლია იგივე ციფრი მიიღო შედეგად გამოდის რომ ერთი და იგივე რაოდენობა გამოვა წყლის, მიუხედავად იმისა დიდი და მრგვალია ხვრელი თუ ვიწრო მაგრამ გრძელი. მთავარი არის ფართობი, ი ვსიო.. --------------------- ახლა დავუბრუნდეთ ჩვენს პნევმატიკას და ლულას, ანუ აქაც მთავარი ფართობია და ის მომენტი რომ ტყვია უნდა გასცდეს გადამშვებს მთლიანად რომ ამოსული ჰაერი გარანტირებულად უკნიდან ურახუნებდეს... საკითხი დაიყვანება იმაზე რომელი ხვრელის დამზადება უფრო იოლია ვიწრო და წაგრძელებულის, თუ 2 ხვრელის გარკვეული გრადუსებით, გააჩნია კონკრეტული თოფის კონსტრუქციას, თუ მიმწოდებელი გაძლევს საშუალებას ტყვია შიგნით შეწიო... ნუ რა პრობლემაა გადამშვები დააგრძელო? მითუმეტეს ეგეთ სქემას უკვე რამდენიმე მწარმოებელი იყენებს რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს შენთვის.... ასე რომ პრობლემას ვერცერთ სქემაში ვერ ვხედავ, გააჩნია კონკრეტულ შემთვევაში რომელია უფრო მისაღები, ჯამი ორივეს შემთვევაში ერთი იქნება
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#3
|
||
![]() მაძიებელი ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 402 რეგისტრ.: 9-August 16 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 2,195 ქალაქი:თბილისი ![]() |
კაცოუ, რა შუაშია 2 ხვრელი ან 1 დაგრძელებული რომელი რაფერ გაატარებს ჰაერს... რატომ უქმნი საკუთარ თავს პრობლემებს? მოდი მარტივად განვიხილოთ ცოტახანი დავივიწყოთ ლულა, პნევმატიკა და ჩვენი სფერო, უბრალოდ რაიმე სხვა სფერო განვიხილოთ, ნუ აი მაგალითად სანტექნიკა ![]() ![]() ![]()
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 9th June 2025 - 05:30 PM |
Hosted by Pro-Service |