გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> Lenovo yoga 530 გავყიდი ან გავცვლი ლეპტოპს პსპ თოფში
კ.ვ.ა.დ.რ.ო
პოსტი Dec 7 2019, 05:34 PM
პოსტი #1


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 158
რეგისტრ.: 2-January 19
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 2,390
ქალაქი:თბილისი



გავყიდი ან გავცვლი lenovo yoga 530 სრულ სპეციფიკაციებისთვის მიყევით ბმულს:

https://2b.com.eg/en/lenovo-yoga-530-intelr...win10-grey.html

ჩამომივიდა გერმანიიდან მაიმარკეტზეც დევს ნახავდით ალბათ smile.gif

800€ ღირს არის ფაქტიურად უხმარუ ტექნოკრედიტში დევს ჩამოსვლის დღიდან თუ არა მალევე biggrin.gif

მოვაყოლებ მედიამარკტის გარანტიას.

გაცვლის სურვილის შემთხვევაში განვიხილავ: გადაუკეთებელ, (ფასკა) მონაჭრელ არ გადაწყობილ გადმოწყობილ და ნაჩალიჩარს. ლულა გამოცვლილი რედუქტორ ნაჩალიჩარი მადლობთ არ მინდა smile.gif

Out of box pcp ოღონდ კრალი არა და მარაუდერს ვერ ვიტან smile.gif

გავყიდი 2500 ლარად ან გავცვლი შესაბამისი საფასურის იდეალურ მდგომეარეობის იარაღში smile.gif

პს არვიცოდი ფლეიმში გამეხსნა თემა თუ აქ და ნუ მიწყენთ smile.gif
მონაცემები ბმულზე ნახეთ მე პროფესინალი არ ვარ ქლოქები და ქეშები ვთვლაო smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
 
ახალი თემის დაწყება
გამოხმაურებები
ja_ja
პოსტი Dec 18 2019, 11:23 AM
პოსტი #2


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



მოკლედ მოდი ასე მე ამ ტემას ვხურავ, თორემ ბალაგანია, 1-2 კვირაIშ საერთოდ წავშლი...

ეხლა რაც შეეხება კ.ვ.ა.დ.რ.ო შენს პრეტენზიებს

1) აქცენტირებ ფილტვების ანთებაზე, ... კი შენი გადასახედიდან შეიძლება არგუმენტია, მაგრამ რა აუცილებელი იყო მაშინ ყიდვა როცა ვერ იყურებოდი თვალებიდან კარგად, სიცხე გქონდა და თავი გტკიოდა? გეთქვა დამირეზერვე შენს გახარებასთქო და ვსიო... ცუდი ამ ისტორიაში ისაა რომ გამყიდველის თემაში ისეთი აურზაური დაიწყე რომ ალბათ დარეზერვებას ვეღარ ეუბნებოდი, მთელი კონსპირაციები მოგიწყვია ყიდვისას...

2) ლულა ტრიალებს და ვაი ვუი... შენ თუ იცი PP700 - როგორია, მაშინ უნდა იცოდე რომ ლულა მაგას “по определению” არ ეჭირება, ეგეთი დურაკული გაკეთებულია ქარხნულად. თავიდანვე არის მოჭერილი ან უმეტეს შემთხვევაში თავიდანვე ტრიალებს და არ ეჭირება. იმ შემთვევაში თუ მოჭერილია და ერთხელ მაინც მოუშვი ან მოასუსტე... დაშლაც კი არაა საჭირო, უბრალოდ მოასუსტე, მორჩა, მერე ატრიალე და იძახე ამ ჩინელების დედაცო. გარკვეული ინსტრუმენტებისა და ცოდნის გარეშ ვეღარ მოუჭერ, არ არსებობს.... ასე რომ თუ თავიდან არ ტრიალებდა და მერე ტრიალებს უკვე შენ მოგისუსტებია, ნუ სელერი ამბობს დაჭიმული იყოო, მე ეხლა არ ვაპირებ გარკვევას ვინ რა მოუშვა და რა მოუჭირა, ან რა მდგომარეობაში იყო გაყიდვის დროს, გიხსნი უბრალოდ რა როგორ მუშაობს მაგ თოფში...

შესაბამისად თუ ლულა ტრიალებს ეგ სელერის რაიმე მამაძაღლობაზე ნებისმიერ შემთხვევაში არ მიუთითებს, თვითონ კონსტრუქციაა ეგეთი. ნებისმიერ მფლობელს ჰკითხე ვისაც ერთხელ მაინც მოუხსნია ლულა, ან თავიდანვე მოსუსლებული ლულით შეხვდა თოფი, სულ ახალი და გაუხსნელი, ყველა ერთი და იგივეს იძახის და ეკითხება ერთმანეთს თუ როგორ დააფიქსირონ ლულა... უნდა მაგას გარკვეული ხრიკები და გამოცდილება, ან ჩალიჩით საკუთარი გამოსავლის მოძებნა....

3) რეზერვუარზე ვასმიგრანნიკი გადახეხელიაო.... ნუ არ ვიცი ვერ ვტვინავ რაზეა საუბარი, ჯერესერთი მგონი ამ მოდელზეა საუბარი



სადა აქვს ამ უბედურს ვასმიგრანნიკი, ან შესტიგრანნიკი არ ვიცი და ჩემთან რამდენიც მოხვედრილა ხელით ეშვება რეზერვუარის მილი, თავი ბოლოც, ბოლო ბოლო სურათის დადება შეიძლებოდა და არა უსასრულო გადაღლეტილიას ძახილი

4) კონდახი გაბზარულ გადახეხილიაო.... მე რამდენადაც ვიცი, ეგ მოდელი არსებობს მხოლოდ პისტოლეტის სახით ქარხნულად, არანაირი კარაბინი არ არსებობს, ყოველ შემთხვევაში აქ ვინც იყიდა იმათთან ხელში პირდაპირ ქარხნული კარაბინის პონტში არ მინახია, მე რამდენადაც ვიცი სრულყოფილია სტანდარტულად პისტოლის დაბოლოება



შესაბამისად ლამის 100%-ით დარწმუნებული ვარ რომ ეგ კონდახი ცალკე რაღაც ქასტუმ ვერსიაა და ცალკე მიმაგრებულია, რაც გინდა არ გინდა გამოიწვევდა სახრახნისის კვალის დატოვებას, რაც შეეხება გატეხვას და სხვა რაღაცეებს, ეგ ადგილზე უნდა გენახათ ორივეს, გაითვალისწინე ნახმარ ნივთს ყიდულობ, არაა ეს ახალი მაღაზიაში ნაყიდი, უკვე პა დეფაულტუ იგულისხმება რომ ნახმარია და რაღაც უნდა სჭირდეს, 100 თვალი გინდა და გადამოწმება.

ეგრე ხალხი მანქანას ყიდულობ ამოწმებს ფულს უხდიან და მერე 1-2 კვირაში რაღაცას აღმოაჩენენ და გამყიდველს ურეკავენ ხოლმე, აი ის სჭირს მანქანასო, და რა მერე, ვსიო შედგა უკვე ყიდვა გაყიდვა, ნახმარს ყიდულობ და შენ ამოწმებ და შენ იღებ გადაწყვეტილებას გიღირს თუ არ გიღირს, ის რომ ნახმარში ყოველთვის შეიძლება იყოს რაღაც ფარული ხარვეზი რომლის შესახებ შეიძლება პატრონმაც კი არ იცოდეს... ნუ რავი....

-------------------------------------

P.S. ყველაზე მეტად კი ამ მთელ ისტორიაში მე მაცოფებს ყიდვა გაყიდვის დასაწყისი, მერე კი ამ თემაში გადმოსვლა და შუაწელიდან გაგრძელება, და არა ვთქვათ რაიმე ახალი თემის გახსნა რომ პრეტენზიები იქ განხილულიყო....

ვერ აგიღწერ აი როგორ მაწუხებს ეს თემა და სიტუაცია, ლამის ყველაფერი დავკუჭო და დავსრისო...

აღარაფერს ვამბობ ამ ერთხელ უკვე ჩასწორებულ გინებაზე, არა აქვს მნიშვნელობა საკუთარ თავს აგინებ თუ სხვას, ჩაგისწორე ერთხელ უკვე შენი პოსტი, მემგონი ნიშანია რომ რაღაც გამოსასწორებელი გაქვს, ისევ იგივეს აკეთებ, აი როგორ მეფხანება ხელი რომ წესები ავამუშავო შენ ვერც კი ხვდები... 3 წელია არავინ დამისჯია ფორუმელებიდან, მაქსიმალურად ლოიალურ პოლიტიკას ვცდილობ დავიკავო და ეს შენი წარამარა გინება ლამის შანსს არ მიტოვებს, არ მაინტერესებს მეთქი საკუთარ თავს მოიხსენიებ უდიერად თუ სხვას.

ისედაც გადაძაბული სიტუაციაა და ამ დაძაბვის თავი და ავტორი შენ ხარ, რამდენადაც მიუღებელი არ უნდა იყოს ეგ ფაქტი შენთვის, დაწყებული იმ პირველი თემით და კინკრიხოების მოხსენიებით და მერე ამ თემაში ვააბშე რა შუაში იყო პისტოლეტის განხილვა? ადამიანი რაღაც ფასად ყიდის, შენ რა გგონია ხანდახან მე ერ მომინდომებია რაღაცეების ყიდვა ფორუმელებისგან, მაგრამ ფასი არ მომწონს და ვსიო, მაქსიმუმ მივწერ ამა და ამ ფასად თუ გაყიდითქო და მორჩა, მაგასაც არ ვაკეთებ ხოლმე იმიტომ რომ როტომღაც ყველა ჰიპერტროფირებულად თვლის რომ მე თუ ვინმეს რამე ვთხოვე აუცილებლად უნდა დამითმონ, არ მინდა ეგეთი პონტი რომ არ იყოს ხოლმე, ამიტომაც, ან საერთოდ ჩუმად ვარ, ან ველოდები პატრონი თუ დაწევს თვითონ ფასს... მითუმეტეს არანაირად არ ვუჩალჩებ ფასის დაგდებას.

ამასობაში შენ საერთოდ ლამის რუსული და ფაშისტური გებელსის პროპაგანდის მეთოდებით იწყებ მუშაობას, მიწასთან გაასწორო გასაყიდი ნივთი, გაუფუჭო გაყიდვა სელერს, აიძულო და არა სთხოვო. ცდილობ რომ გამოუვალ სიტუაციაში ჩავარდეს შენს მიერ შექმნილი გამუქებული სიტუაციის გამო და მიიყვანო კონდიციამდე რომ უალტრერნატივო კლიენტი ხარ, მხოლოდ შენ იყიდი იმ ფასად რაც გაწყობს, იმიტომ რომ ისე გაასწორე მიწასთან სელერიც და საქონელიც რომ სხვა ნორმალური მყიდველი თავს იკავებს უკვე და აღარ ყიდულობს...

თუ არ ეთანხმები ამ მოსაზრებას და ვერ ხვდები რომ კაკრაზ მაგას აკეთებდი შენი ჩართვით იმ პირველი გაყიდვის თემაში, იმიტომაც წავიღადავე ამ თემაში მე-4 პოსტში, რომ მიმეხვედრებინე რამდენად არაკომფორტულია როდესაც ვიღაც ფორუმელი შენს გასაყიდ ნივთს ასე აბუჩად იგდებს... გავწმინდე ის თემა და გაგაფრთხილე რომ მომიწევს რაღაც სანქციების გატარება თუ ასე გააგრძელებ მეთქი, როგორც ჩანს იმ თხოვნამ არ გაჭრა...

მერე თურმე მთელი კონსპირაციები იწყება, იქ სახლში დაბარებით, კაპიშონებით და ახლა კიდევ თურმე სიცხიანი და ფილტვების ანთებიანი იყავი... ჯერ მე არ მესმის გამყიდველი სახლში რატომ უნდა დაგადგეს, ნუ ეგ თავისი გადაწყვეტილებაა, მაგრამ წესით როცა რაღაცას ყიდულობ შენ მიხდიხარ მაღაზია იქნება, ავტოსადგომი, ბაზრობა თუ კერძო პირი, მე რამდენი რაღაც დამიდია გასაყიდად მაი მარკეტზე და იცი რამდენს მოუნდომებია - ბრატ ნახალოვკაში ვარ და თუ გამომიტან ვიყიდი... ეგრევე უარს ვეუბნები, მე რატომ უნდა ვირბინო, ა ვდროგ და არ მოეწონოს მერე უკან უნდა წამოვიდე და ასე უსასრულობ ყველასთან ვირბინო? დისკომფორტზე არარაფერს ვამბობ და ამდენ წასვლა წამოსვლაზე დრო და ფინანსები რომ იხარჯება ეგ როგორაა? ამიტომაც, მყიდველი მიდის როგორც წესი გამყიდველთან და არა პირიქით. ნუ თქვენ მოილაპარაკეთ, ის დაგთანხმდა ეგ უკვე გამყიდველის გადაწყვეტილებაა, ალბათ უღირდა, არც იმას გამოვრიცხავ რომ ალბათ ფიქრობდა იმ ფორუმის თემის მერე ოღონდ და გამაყიდინაო და მივალო.... არ ვიცი ეს უბრალოდ მოსაზრებებია...

მთავარი კი ისაა... თუ ასე დაშლილი იყავი, ან ამდენი წერის და კამათის თავი სად გქონდა, ან თუ ამ ყველაფრის თავი გქონდა სახლში მოგართვეს და რა პრობლემა იყო შეგემოწმებინა? ან სხვისთვის გეთხოვა სიტყვებით - მოდი რა ნახმარს ვყიდულობ, ცუდათ ვარ კარგად ვერ ვხედავ, სიცხე მაქვს და რომელიმე დამეხმარეთ შემამოწმებინეთო, იცი რამდენი მირეკავს ხოლმე ეგრე? ცალკე მაგიჟებს და აურაცხელ კითხვის ნიშნას მიჩენს - ვაბშე რაზე ყიდულობდი ამ კაცისგან ამიხსენი? იმ თემაში ისეთი შემოიხიე მაისურები რომ მეგონა, ან საერთოდ არ იყიდიდი, ან ვიღაც შენი თქმით ჩხოროწყუში 200 ლარად რომ გყავდა იმისგან იყიდიდი, ხოლო თუ ის ჩხოროწყუელი არ არსებობდა მაშინ ამ კაცს რას უმუქებდი სიტუაციას? ისევ და ისევ არაკოლეგიარულ და გებელს ნაცისტურ, ან რუსულ პროპაგანდასთან ვბრუნდებით...

მე როგორც დღეს ვხედავ, იმენნა ეგ დისკრიმინაცია და ძალით თემის გაპუსტიაკება იყო თავიდანვე ჩაფიქრეუბლი საკუთარი გამორჩენისთვის, ხოლო იმის გამო რომ თემა დაიხურა და ის ჩხოროწყუს 200 ლარიანი ტიპიც არ არსებობდა,, ამასობაში კი ყიდვა გინდოდა მოგიწია იმ მასკარადის ჩატარება და სავარაუდოდ მაგ მასკარადის დროს ისე ჩქარობდი რომ ყურადღება არაფერს მიაქციე... არ გამოვრიცხავ რომ ვცდები ამ შეფასებაში, მაგრამ საერთო სიტუაცია დღეს გარეთა დამსწრესთვის ეგეთ სურათს ხატავს....

კაი ესეც გავიარეთ, მერე ამ თემაში ასეთ დომფხალს ვაწყდები, სად ნოუთბუქი და სად უცებ რაღაც პისტოლეტიო, თავიდან მართლა ვერ მოვტვინე რაზე იყო საუბარი.... მერე ესკალაციაზე მიდის საქმე ლამის ვიდეო შანტაჟებს დავდებ და ვაი ვუი, და ეხლა საერთოდ პოსტი დევს ნუ პროსტა არ ვიცი, ან რა მიმართვაა ან რა საქციელია - ამოდი და წაიღე თუ არ მომყიდდი და ფულიც გამოაყოლე

ვინმე შენი მონაა თუ რა ხდება? კიტრი პომიდორიც ხომ არ წამოიღოს? ასეთი მიმართვის მერე მოვიდოდი კი არა შეიძლება კაი 3 კილომეტრიანი არაცენზურირებული მოკითხვა გამომეგზავნა სხვა თუ არაფერი, და ამის მიზეზი ისევ და ისევ შენ ხარ და არა ის ადამიანი რომელიც მერე პირდაპირ შეურაწყოფაზე გადმოვიდოდა... არა აქვს მნიშვნელობა სხვასთან რა მომხდარა და ვის რა მადლობა მოუხდია, ამ კონკრეტულ შემთხვევაში პირველი დღიდან სუპერ არაადეკვატური მოქცევა ფიქსირდება. ახლა კი საერთოდ აგდებული მიმართვა და მერე რომც მართლა ბავშვისთვის გინდოდეს და მართლა სიცხიანი იყო, უკვე ყველაფერი ჩანს როგორც საკუთარი საქციელის გაპრავების მცდელობა, რამენაირად ხალხის მოლბობა და საკუთარი თავის მიმართ შებრალების ეფექტის მიღება... მართლა ასე ჩანს ეს ყველაფერი გარედან

აი მართლა რომ დედანატირები ნივთი მოეყიდა კაცს, ამ ყველა გაუაზრებელი, თუ წინასწარ განზრახული მოქმედების გამო მე როგორც გარე ადამიანი ვხედავ რომ სელერი არაფერ შუაშია და მოგეწონება თუ არა უფრო შენს მიმართ მიჩნდება ცუდი აღქმა.

მოკლედ არ ვიცი ერთმანეთში რას იზამთ და როგორ იქნება, მაგრამ ფორუმზე ასეთი მიდგომა მიუღებელია, მიუხედავად ძალიან ბევრი გაფრთხილებისა, იგნორში იყო ყველაფერი გაშვებული, ბოდიშს ვიხდი თუ რაიმე დიქტატორულს დაინახავთ ჩემს საქციელში, მაგრამ ერთხელ იგნორი, მეორეთ იგნორი და ვინმეს რომ არ ეგონოს ეს კაცი პროსტა იმუქრება და ცხოვრებაში არაფრის გამკეთებელი არააო,.... უბრალოდ არჩევანის გზას არ მიტოვებ. ჯერ 1 თვიან ბანს გახუტებ და თუ რაიმე კიდევ განმეორდება ასეთი 1 თვის შემდეგ, მერე მოგვიწევს დაშორება და რაიმე დამატებით გაფრთხილებებს ნამდვილად აღარ დავიწყებ.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

პოსტი ამ თემაში


თემა დახურულიაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th June 2024 - 09:46 PM
Hosted by Pro-Service