Artemis PP700S-A 177, Artemis PP700S-A |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
Artemis PP700S-A 177, Artemis PP700S-A |
Jan 14 2019, 05:15 PM
პოსტი
#1
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 1,619 რეგისტრ.: 23-September 16 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 2,202 ქალაქი:თბილისი |
მივესალმები ფორუმს. მინდა მოკლე მიმოხილვა მოგაწოდოთ კიდევ ერთ ჩინელზე, ამჯერად პისტოლეტზე სახელწოდებით Artemis PP700S-A. წინა მოდელისგან განსხვავებით, რომელიც ასევე იყო ჩემს განკარგულებაში განსხვავდება იმით, რომ აქვს ღია სამიზნე. პისტოლეტი ვიზუალურად ესე გამოიყურება ტექნიკური მახასიათებლები კი ასეთია. პისტოლეტის მთლიანი სიგრძე--37სმ. წონა 1100გრამი. სასხლეტი ორ საფეხურიანი, ცოტა უხეში, მაგრამ გარკვეული ჩარევის შემდგომ ძალიან დარბილდა და სასიამოვნო გახდა. რეზერვუარის მოცულობა 67.5კბ. ლულის სიგრძე 270მმ. პისტოლეტი ყუთიდან ჯსბ0,67გრ, ისროდა 190მწ-ით. თუმცა აქვს სარეგულირებელი რომლითაც შესაძლებელია სიჩქარის მომატება, როგორც დამრტყმელით, ისე რედუქტორზე ზემოქმედებით. მაგრამ ამ ეტაპზე ვარჩიე რომ არ ჩავრეულიყავი და არ შევხებოდი რედუქტორს და დავტოვე ისე როგორც ქარხნული პარამეტრებით ჩემამდე მოვიდა. პისტოლეტის შეძენის მიზანი იყო რომ მქონოდა კიდევ ერთი კომპაქტური პცპ აგრეგატი, რომელსაც დავარეგულირებდი მსუბუქ ტყვიებზე და მივიღებდი გასროლების ბევრ რაოდენობას. ორ დღიანი ჭკუაზე მოყვანის შემდგომ, მივიღე შემდეგი შედეგი, 35 გასროლა 235-240მწ. სიჩქარეების პლატო ჩემთვის ძალიან მისაღებია, რადგანაც პატარა რეზერვუარი აქვს. ტყვიები კი გამოვიყენე ლუმანი 0,45გრამიანი. ტყვიები ბიუჯეტურია, რაც ასევე სასიამოვნოა. ვნახოთ რა შედეგებს მივიღებ სიზუსტეში, რომელსაც ასევე გაგიზიარებთ. ამ ტყვიებზე ვსაუბრობ
| |
> |
|
|
Nov 25 2019, 08:49 PM
პოსტი
#2
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 1,338 რეგისტრ.: 22-September 14 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 1,990 ქალაქი:თბილისი |
მე როცა მქონდა crosman 1720T, ისიც 0.67 235 მ/წმ ისროდა და ყვანჩალებს 50-60 მეტრამდე არ ახარებდა. რეკორდი 84 მეტრი იყო. რო მოხვდა ყვანჩალას, გინება დამიწყო და ვითომ აფრინდა, მარა მალევე გაუსხა ჰიდრავლიკამ და დავარდა. მანამ მივედი გასული იყო გაღმა მაგ მანძილზე ალბათ 5-6 ჯოული მიიტანა, მარა ეყო
| |
> |
|
|
Nov 26 2019, 10:14 AM
პოსტი
#3
|
||
მაძიებელი ჯგუფი: Members პოსტები: 402 რეგისტრ.: 9-August 16 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 2,195 ქალაქი:თბილისი |
მე როცა მქონდა crosman 1720T, ისიც 0.67 235 მ/წმ ისროდა და ყვანჩალებს 50-60 მეტრამდე არ ახარებდა. რეკორდი 84 მეტრი იყო. რო მოხვდა ყვანჩალას, გინება დამიწყო და ვითომ აფრინდა, მარა მალევე გაუსხა ჰიდრავლიკამ და დავარდა. მანამ მივედი გასული იყო გაღმა მაგ მანძილზე ალბათ 5-6 ჯოული მიიტანა, მარა ეყო გამარჯობა. 1720ტ- რაღაც შუალედური ვარიანტია პისტოლეტს და თოფს შორის და ლულაც გრძელი აქვს პპ700-თან შედარებით. პპ700-მა მაგ მანძილზე ეგ ჯოული მიიტანოს არ მგონია. მით უმეტეს 70-80 მეტრი შორია პისტოლეტისთვის (70-80 მ მანძილზე სასროლად ცეცხლსასროლი პისტოლეტები არ არის გამიზნული და პნევმატურს რატომ უყენებთ მაგ ამოცანას? ))
| |
> |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th June 2024 - 11:00 PM |
Hosted by Pro-Service |