![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 1,619 რეგისტრ.: 23-September 16 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 2,202 ქალაქი:თბილისი ![]() |
მივესალმები ფორუმს. მინდა მოკლე მიმოხილვა მოგაწოდოთ კიდევ ერთ ჩინელზე, ამჯერად პისტოლეტზე სახელწოდებით Artemis PP700S-A. წინა მოდელისგან განსხვავებით, რომელიც ასევე იყო ჩემს განკარგულებაში განსხვავდება იმით, რომ აქვს ღია სამიზნე. პისტოლეტი ვიზუალურად ესე გამოიყურება ![]() ტექნიკური მახასიათებლები კი ასეთია. პისტოლეტის მთლიანი სიგრძე--37სმ. წონა 1100გრამი. სასხლეტი ორ საფეხურიანი, ცოტა უხეში, მაგრამ გარკვეული ჩარევის შემდგომ ძალიან დარბილდა და სასიამოვნო გახდა. რეზერვუარის მოცულობა 67.5კბ. ლულის სიგრძე 270მმ. პისტოლეტი ყუთიდან ჯსბ0,67გრ, ისროდა 190მწ-ით. თუმცა აქვს სარეგულირებელი რომლითაც შესაძლებელია სიჩქარის მომატება, როგორც დამრტყმელით, ისე რედუქტორზე ზემოქმედებით. მაგრამ ამ ეტაპზე ვარჩიე რომ არ ჩავრეულიყავი და არ შევხებოდი რედუქტორს და დავტოვე ისე როგორც ქარხნული პარამეტრებით ჩემამდე მოვიდა. პისტოლეტის შეძენის მიზანი იყო რომ მქონოდა კიდევ ერთი კომპაქტური პცპ აგრეგატი, რომელსაც დავარეგულირებდი მსუბუქ ტყვიებზე და მივიღებდი გასროლების ბევრ რაოდენობას. ორ დღიანი ჭკუაზე მოყვანის შემდგომ, მივიღე შემდეგი შედეგი, 35 გასროლა 235-240მწ. სიჩქარეების პლატო ჩემთვის ძალიან მისაღებია, რადგანაც პატარა რეზერვუარი აქვს. ტყვიები კი გამოვიყენე ლუმანი 0,45გრამიანი. ტყვიები ბიუჯეტურია, რაც ასევე სასიამოვნოა. ვნახოთ რა შედეგებს მივიღებ სიზუსტეში, რომელსაც ასევე გაგიზიარებთ. ამ ტყვიებზე ვსაუბრობ ![]()
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 1,104 რეგისტრ.: 5-February 15 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 2,043 ქალაქი:თბილისი ![]() |
name მოკლედ ამ ფიშტოს დიდი ხანია უტრიალებდა ვიყიდო თუ არა ვერ გადამიწყვეტია, რადგან რაღაცები არ მაკმაყოფილებს, ხოდა აქვე დავსვავ კითხვებს, 0.67 გრ გასროლა თუ არის შესაძლებელი 250 მტრაწმით, და რამდენ გასროლას მომცემს 250 ამით, ასევე ყვავის მოკვლა 80- 70მეტრზე შეილება ნადირობა,? თუ მოარტყავ ყვავს 70-80 მეტრში კი მოკლავს , მარა ფისტალეტით მაგ მანძილზე ნადირობა ერთობ რთული საქმეა . მითუმეტეს 250 მ/წმზე თუ დააყენებ , უკუცემაც გაიზრდება . 250 მ/წმ-ზე სადღაც 20 გასროლა ექნება , თანაც სტაბილურად მაგ სიჩქარის დაჭერა ცოტა რთულია და არა შეუძლებელი . ერთი სიტყვით 70-80 მეტრზე სანადიროდ კლასიკურ პცპ-ებს უჭირს და ფისტალეტს რა უნდა მოსთხოვო .... ![]() თუმცა თავის კლასში ძალიან ზუსტია , მითუმეტეს კონდახს და ოპტიკურ სამიზნეს თუ დაუყენებ ... 50 მეტრამდე ნაღდად ინადირებ , თუმცა მაინც არააეგ მაგისთვის შექმნილი...
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th June 2025 - 07:37 AM |
Hosted by Pro-Service |