Artemis PP700S-A 177, Artemis PP700S-A |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
Artemis PP700S-A 177, Artemis PP700S-A |
Jan 14 2019, 05:15 PM
პოსტი
#1
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 1,619 რეგისტრ.: 23-September 16 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 2,202 ქალაქი:თბილისი |
მივესალმები ფორუმს. მინდა მოკლე მიმოხილვა მოგაწოდოთ კიდევ ერთ ჩინელზე, ამჯერად პისტოლეტზე სახელწოდებით Artemis PP700S-A. წინა მოდელისგან განსხვავებით, რომელიც ასევე იყო ჩემს განკარგულებაში განსხვავდება იმით, რომ აქვს ღია სამიზნე. პისტოლეტი ვიზუალურად ესე გამოიყურება ტექნიკური მახასიათებლები კი ასეთია. პისტოლეტის მთლიანი სიგრძე--37სმ. წონა 1100გრამი. სასხლეტი ორ საფეხურიანი, ცოტა უხეში, მაგრამ გარკვეული ჩარევის შემდგომ ძალიან დარბილდა და სასიამოვნო გახდა. რეზერვუარის მოცულობა 67.5კბ. ლულის სიგრძე 270მმ. პისტოლეტი ყუთიდან ჯსბ0,67გრ, ისროდა 190მწ-ით. თუმცა აქვს სარეგულირებელი რომლითაც შესაძლებელია სიჩქარის მომატება, როგორც დამრტყმელით, ისე რედუქტორზე ზემოქმედებით. მაგრამ ამ ეტაპზე ვარჩიე რომ არ ჩავრეულიყავი და არ შევხებოდი რედუქტორს და დავტოვე ისე როგორც ქარხნული პარამეტრებით ჩემამდე მოვიდა. პისტოლეტის შეძენის მიზანი იყო რომ მქონოდა კიდევ ერთი კომპაქტური პცპ აგრეგატი, რომელსაც დავარეგულირებდი მსუბუქ ტყვიებზე და მივიღებდი გასროლების ბევრ რაოდენობას. ორ დღიანი ჭკუაზე მოყვანის შემდგომ, მივიღე შემდეგი შედეგი, 35 გასროლა 235-240მწ. სიჩქარეების პლატო ჩემთვის ძალიან მისაღებია, რადგანაც პატარა რეზერვუარი აქვს. ტყვიები კი გამოვიყენე ლუმანი 0,45გრამიანი. ტყვიები ბიუჯეტურია, რაც ასევე სასიამოვნოა. ვნახოთ რა შედეგებს მივიღებ სიზუსტეში, რომელსაც ასევე გაგიზიარებთ. ამ ტყვიებზე ვსაუბრობ
| |
> |
|
|
Nov 18 2019, 07:20 PM
პოსტი
#2
|
||
მსროლელი ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 685 რეგისტრ.: 27-May 17 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 2,267 ქალაქი:თბილისი |
koba1973 გაიხარე კობა. კონდახივით აქვს, გიგას გაკეთებული. მიიდებ მხარზე, სულ არაფერს სჯობს ნამდვილად. აფიქსირებ მხართან ასე თუ ისე. პ.ს. დამავიწყდა დამეწერა. 200-100 ბარამდე აკეთებს 40 გასროლას. ოღონდ რედუქტორი რა წნევაზე აყენია არ ვიცი. დატენვით ძააან ადვილად იტენება. 0_დან 200 ბარამდე სადღაც 60 ბუქნი მოუწია ნასოსზე. 100_დან 200 ბარამდე კი 40 ბუქნი. ამ მხრივაც გამიკვირდა ესე ადვილად რო იტენება. პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია MonSoon: Nov 18 2019, 07:21 PM
| |
> |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th June 2024 - 11:29 PM |
Hosted by Pro-Service |