Artemis PP700S-A 177, Artemis PP700S-A |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
Artemis PP700S-A 177, Artemis PP700S-A |
Jan 14 2019, 05:15 PM
პოსტი
#1
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 1,619 რეგისტრ.: 23-September 16 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 2,202 ქალაქი:თბილისი |
მივესალმები ფორუმს. მინდა მოკლე მიმოხილვა მოგაწოდოთ კიდევ ერთ ჩინელზე, ამჯერად პისტოლეტზე სახელწოდებით Artemis PP700S-A. წინა მოდელისგან განსხვავებით, რომელიც ასევე იყო ჩემს განკარგულებაში განსხვავდება იმით, რომ აქვს ღია სამიზნე. პისტოლეტი ვიზუალურად ესე გამოიყურება ტექნიკური მახასიათებლები კი ასეთია. პისტოლეტის მთლიანი სიგრძე--37სმ. წონა 1100გრამი. სასხლეტი ორ საფეხურიანი, ცოტა უხეში, მაგრამ გარკვეული ჩარევის შემდგომ ძალიან დარბილდა და სასიამოვნო გახდა. რეზერვუარის მოცულობა 67.5კბ. ლულის სიგრძე 270მმ. პისტოლეტი ყუთიდან ჯსბ0,67გრ, ისროდა 190მწ-ით. თუმცა აქვს სარეგულირებელი რომლითაც შესაძლებელია სიჩქარის მომატება, როგორც დამრტყმელით, ისე რედუქტორზე ზემოქმედებით. მაგრამ ამ ეტაპზე ვარჩიე რომ არ ჩავრეულიყავი და არ შევხებოდი რედუქტორს და დავტოვე ისე როგორც ქარხნული პარამეტრებით ჩემამდე მოვიდა. პისტოლეტის შეძენის მიზანი იყო რომ მქონოდა კიდევ ერთი კომპაქტური პცპ აგრეგატი, რომელსაც დავარეგულირებდი მსუბუქ ტყვიებზე და მივიღებდი გასროლების ბევრ რაოდენობას. ორ დღიანი ჭკუაზე მოყვანის შემდგომ, მივიღე შემდეგი შედეგი, 35 გასროლა 235-240მწ. სიჩქარეების პლატო ჩემთვის ძალიან მისაღებია, რადგანაც პატარა რეზერვუარი აქვს. ტყვიები კი გამოვიყენე ლუმანი 0,45გრამიანი. ტყვიები ბიუჯეტურია, რაც ასევე სასიამოვნოა. ვნახოთ რა შედეგებს მივიღებ სიზუსტეში, რომელსაც ასევე გაგიზიარებთ. ამ ტყვიებზე ვსაუბრობ
| |
> |
|
|
Nov 18 2019, 06:59 PM
პოსტი
#2
|
||
მსროლელი ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 685 რეგისტრ.: 27-May 17 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 2,267 ქალაქი:თბილისი |
გამარჯობათ ფორუმელებო. ცოტა შესავალს გავაკეთებ და მერე მთავარზე გადავალ. სულ თავიდან მინდა დავწერო რომ მე მსგავსი სტილის პნევმატიკა და არც ცეცხლსასროლი არასდროს მხიბლავდა. ცოდვა გამხელილი სჯობსო და არასერიოზულად ვუყურებდი ალბათ იმის ბრალია რომ არ მქონია შეხება და დისტანციურად ყველაფეირ სხვანაირად ჩანს მაინც, სანამ შეხება არ გექნება. ასე იყო თუ ისე გიგას ეს არწიომა ჩამივარდა ხელში. ერთ თავისუფალ დღესაც გავედი მინდვრად და მინდა ვთქვა რო "გამაოცა ტიპმა გამაოცა". ძაან მსუბუქი, კომპაქტური. მოხერხებული და ზუსტია მიუხედავად არც თუ ისე დიდი ენერგეტიკისა. გასროლების რაოდენობაც კარგი აქვს. მსგავსი ტიპის პნევმოზე ალბათ უმეტესობა დაბალი ჯერადობის კომპაქტურ ოპტიკას დააყენებდა ან თავისივე ღია სმაიზნით ისვრიდა ან სულაც კოლიმატორს მიაყენებდა. მეც ვფიქრობ რო კოლიმატორით უფრო სასიამოვნო იქნებოდა სროლა, ამიტომაც მოვარგეთ კოლიმატორი და ნამდვილად არ შევმცდარვარ. ნამდვილად ვისიამოვნე. სიტყვა გამიგრძელდა. რა თქმაუნდა ახლოს ვსინჯე, შევატყე რომ ზუსტი იყო და მოვუმატე მანძილებს, საბოლოოდ 70 მეტრზე გადავედი. დავალაგე ბოთლები და დავიწყე სროლა. ქვევით ვიდეოში იხილავთ ყველაფერს. სროლის პროცესზეც 2 სიტყვას დავწერ და აღარ მოგაწყენთ თავს. 70 მეტრზე საგნების დანახვა შეიძლება არ გაუჭირდეს უმეტესობას მაგრამ მემგონი დასამიზნებლად ცოტა მოუხერხებელია. საგნებს ძაან ცუდად ვხედავდი ამიტომაც უფრო მეტად ვესროდი რომელიც ბზინავდა, ესეთი იყო შუშის ბოთლი და ენერგეტიკული სასმელის ჟეშტის ბოთლი. ზომით არ არის დიდი. ვიდეოში ჩანს იმის ნახევარი სროლები ვიდრე ვისროლე სინამდვილეში. ვიწვალე დამონტაჟებაზე და ამიტომაც ვერ მოვახერხე მეტი ნასროლის ჩატევა ვიდეოში. ესე დაწერილზე თუ დამიჯერებთ ვაცელდი იმიტო რო ვერ ვხედავდი. 10 დან 8–9 ხვდებოდა. ერთი მტრედიც ვიმსხვერპლე 50 მეტრში, ეგრევე ფართხალით ჩამოვარდა. ვიდეოს ხარისხისთვის ბოდიშს ვიხდი პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია MonSoon: Nov 18 2019, 07:03 PM
| |
> |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th September 2024 - 11:01 PM |
Hosted by Pro-Service |