![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 1,104 რეგისტრ.: 5-February 15 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 2,043 ქალაქი:თბილისი ![]() |
მოგესალმებით ყველას და წარმოგიდნენთ ერთ - ერთ, საინტერესო პცპ იარაღს, ესპანური წარმოების, სახელად Cometa lynx. ![]() თოფი არის რედუქტორიანი, ქარხნულად . რაც ყველაზე საინტერესოა არის ძალიან ზუსტი . ვისროლე 50 მ დიტანციაზე . ყველაზე კარგი შედეგი მომცა ბარაკუდამ და ბარაკუდა ჰანტერმა . ![]() ![]() რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს თოფი აკეთებს ძალიან მაგარ შედეგებს . 15 მმ-ს არ სცდება ჯგუფი. რამდენჯერმე გავაკეთე 7 მმ-ც , გეტყვით იმასაც , რომ სასხლეტი აქვს ძალიან არაპროგნოზირებადი და მაგარი . ეს ალბად გამოსწორდება . ბევრი , რომ არ გავაგრძელო ჯაჯას ხელი უნდა რა ![]() როგორც გითხარით დისტანცია 50 მ , ტყვია- ბარაკუდა 0.69 გრამი . ტყვიის საწყისი სიჩქარე 270 მ/წმ. ![]() ![]() ![]() ![]() რეზერვუარი აქვს 480 მილილიტრიანი. 200 დან 100 ბარამდე აქვს 100 გასროლა , მაგრამ რატომღაც მე უფრო მეტ გასროლებს მოველოდი . თუმცა არც ესაა ცოტა . თოფზე დგას carl zeiss 6-24x50 ოპტიკა . მთლიანად თოფი ( ოპტიკიანად ) არის 4.5 კგ. ერთ ტყვიიანი კლიპი აქვს , თუმცა შესაძლებელია უკეთესი კლიპის გამოწერაც. თოფიც და ოპტიკაც წარმოადგენს ჩვენი თანაფორუმელის NRG -ის საკუთრებას , რომელმაც მთხოვა მისი გატესტვა . მე მომეწონა . დღეს მეტი ვერ მოვასწარი. ხვალ უფრო შორ მანძილებზე დავტესტავ.
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() მსროლელი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 503 რეგისტრ.: 28-April 16 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ბაკურციხე წევრი №: 2,169 ქალაქი:თბილისი ![]() |
გადის დრო, სიახლეები იმატებს ჩვენს სპორტში, შედეგები ყოველწუთს უმჯობესდება და პარალელურად იზრდება მოთხოვნილება შეძლებისდაგვარად ავყვეთ რითმს და განვაახლოთ ჩვენი არსენალი ან გავაუმჯობესოთ არსებული. წლევანდელი შეჯიბრის დისტანციაც გაიზარდა და უკვე გაჭირდა კონკურენციის გაწევა ასე რომ მოუწია გარდერობიდან გამოღება cometa lynx v10 mk ll - ს განახლების დასაწყებად საჭირო იყო პირველ რიგში ლულა რომელიც მაჩუქეს თავისი ტყვიებით და დაყენებული მქონდა მეორე თოფზე, დროებით ვითხოვე და დაიწყო აპგრეიდი ![]() ![]() ლულა რადგან სხვა თოფზე იყო მორგებული cometa lynx - ზე მოსარგებად გადამყვანი დასჭირდა. ![]() შეეცვალა მიმწოდებელი და დამაკავშირებელი კოლოფი ![]() ![]() ჩანაფიქრშივე ნაგულისხმევი იყო მძიმე ტყვიების გასროლა და გათვალისწინებული იყო ჰაერის ხარჯებიც, თავისი რეზერვუარი უკვე აღარ ეყოფოდა გასროლების სასურველ რაოდენობას ამიტომ ამ თოფს 300 ბარიანი 0.5 ლ. კოლბა არ ასცდა, კოლბა ვიყიდე რეზბით m18x1.5 და აღმოჩნდა რომ რედუქტორს ქონდა 5/8"-18UNF რეზბა, ამიტომ რედუქტორიც შეეცვალა და ბარემ 165 ბარიანი შევიძინე ჯერჯერობით არ მჭირდება მაგხელა წნევა ამიტომ 135 ბარამდე დავწიე ![]() რატომღაც ამ რედუქტორებში თავისებური განლაგებით ზის შაიბები ![]() ძველი რედუქტორი იყო 110 ბარზე, 135 ზე სარქველს უჭირდა გახსნა და სიჩქარე არ ქონდა ტყვიას, შეიცვალა სარქველის გეომეტრია უფრო ადვილად გაღებისათვის, მაგრამ მე ორიგინალი სარქველის პარამეტრები არ ვიცოდი და ჩემებურად გავაკეთე ![]() ![]() სიჩქარე 1 გრამზე მომცა 250 მ/წ რაც ძალიან ცოტაა, მწარმოებელთან მქონდა მიმოწერა და მარწმუნებს 60 ჯოულამდე უნდა გქონდეს სტანდარტშიო ხოდა მეც შევუკვეთე სტანდარტული კიტი თავისი სარქველით, ვნახო ერთი რა ცვლილებებია და რა ზრდის ენერგიას, სურვილი მაქვს 1.36 გრამი მინიმუმ 290 ით გავასროლინო ![]() კოლბის გამო კონდახსაც დასჭირდა გადაკეთება, თუმცა დღეს უკვე გადაკეთებული კონდახით უშვებს კომეტაც ![]() ![]() საბოლოოდ ვიზუალურად ჩემი აზრით არ დამახინჯდა, თითქოს ძველზე უფრო ესთეტიური ვიდი მიეცა ![]() აქვე, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჯაჯას, გიგას, მონსონას და ალექსას დახმარებისთვის, საჩუქრებისთვის, რჩევებისა და გვერდში დგომისთვის, გაიხარეთ შემოგევლეთ.
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2024 - 11:18 AM |
Hosted by Pro-Service |