გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> მოვითხოვოთ კალიბრის ლეგალიზება, ყველამ
ბაიკერი
პოსტი Sep 6 2019, 09:27 PM
პოსტი #1


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,097
რეგისტრ.: 24-February 14
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 1,902
ქალაქი:გორი



მეგობრებო, იქნება ამ საქმეს როგორმე მოვაბათ თავი და 4,5, - 5,5 - 6,35 ლეგალური გახდეს და შევძლოთ ჩამოტანა და უშიშრად მოხმარება. რას იტყვით?

ან ავიღოთ ლიცენზია როგორც ცეცხლსასროლზეა და მხოლოდ მაგ ლიცენზიის მფლობელებს გვქონდეს ძლიერი პნევმატიკის ხმარების უფლება.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
 
ახალი თემის დაწყება
გამოხმაურებები
ja_ja
პოსტი Sep 9 2019, 08:53 AM
პოსტი #2


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,351
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



ბაიკერი
ბაიკერ სრულად მესმის შენი, ვიზიარებ, მაფრამ ქართული უჟმური ხუმრობისა არ იყო ადგილის უქონლობის გამო გამოვდივარ.

ეხლა რა ხდება რეალობაში და რატომაა რომ ყველა ასეთი საუბარი ამ ფორუმზე მაქსიმალურად მალე კვდება ან მე ვიღებ იმაში მონაწილეობას რომ მოვკლა.

საქმე იმაშია რომ ასეთივე პრობლემა აქვს ბევრ სხვა რგოლს. იქნება ეს მშვილდოსნები, ბაზიერი, მონადირეთა კლუბი, ყოფილი მონკავშირი, სანადირო მეურნეობები, სპორტული მსროლელთა კლუბები, მაღაზიები, იმპორტიორები და სხვა ყველა რგოლი თუ გაერთიანება რომელსაც რაიმე სახით თუნდაც რაიმე სახის იარაღთან აქვს შეხება.

ყველას აქვს რაღაც სახის პრობლემები, ჩვენ კალიბრებზე და რეგისტრაციაზე, ზოგს საერთოდ შემოტანაზე და მფლობელობაზე და ასე შედმეგ... ყველას აქვს ცალ-ცალკე უკვე მიმართული ამ ჩვენს მთავრობასთან, ჩვენც მათ შორის გვაქვს რამდენიმე შეხვედრა შემდგარი შედეგი რომ ნოლია მემგონი აღწერა საჭირო არაა... ის რომ სხვა დანარჩენებსაც აქვთ შეხვედრები წერილები მიმოწეწრები და სხვა მაგასაც აღწერა იმედია არ სჭირდება, მაგრამ იმათთანაც რომ არაფერი არ იძვრის წინ და პირიქით უარესობისკენ მიდის მემგონი მაგასაც ხვდები... გაგეცინება და სალუქვაძესაც თავის სპორცმენებთან ერთად აქვთ პრობლემები...

იყო რამდენიმე საერთო ყველას შეხვედრა, კანონის ნორმაში მოყვანაზე საუბარი, გაერთიანებები, შეხვედრები, მიმართვები... მემგონი არ გაგიკვირდება რომ შედეგი ისევ ნოლია... და ალბათ ძალიან შეიცხადებ თუ გეტყვი რომ არსებული ხელისუფლება რატომღაც საერთოდ არ ითვალისწინებს ხალხის ხმას, მოთხოვნას და სხვა... კერძოდ, ასე ჩვენი ჯგუფის მიმართვისას თუ მხოლოდ რამდენიმე ათეული ადამიანი აიკრიფება, მთელი იარაღთან დაკავშირებული ხალხის ჯგუფი 100 000 ადამიანზე მეტი გამოდის... მიმართვა მაინც იგნორშია და შენ რა გინდა მითხრა რომ აი ჩვენ რომ შევიკრიბებით 15 კაცი, აი ჩვენ რომ ვეტყვით არგუმენტებს აი ... აი იმენნა ეგაა რასაც მოისმენენ?

100 000 კაცის სახელით მიმართვა, რომელიც იუირსტების მიერ შედგენილი იყო და 46 სუბიექტის გაერთიანების სახლით იყო ისიც კი იგნორშია... შენ ჯერ არ გინდა დაიჯერო და მაინც რწმენა გაქვს რომ აი ვიღაცამ საცოდავმა ზემოთ პროსტა არ იცის რა სიტუაციაა და აი მთავარია ხმა მიაწვდინო და იმენნა ყველაფერს გააკეთებს საჩვენოთ.... მინდა გული დაგწყვიტო, ეგ ყველაფერი ვარდისფერი ოცნებებია.

ის რომ აქ წარამარა არ ვწერ რომელი შეხვედრა იყო, რომელი მინისტრის მოადგილე იყო ჩემთან მოსული (ნუ მე კი არ მეწვია... მე მაგათთვის ნოლი ვარ, პროსტა რაღაც გაუფუჭდათავის ახლად შეძენილ პნევმო თოფში, ჩემი თავი მიასწავლეს და შეკეთებისას რაღაც საუბარს მივყვებით ხოლმე ორივე მხარე), რაზე ვილაპარაკეთ და სხვა... სულაც არ ნიშნავს რომ აი იმენნა არ ვინძრევით და არაფერს არ ვაკეთებთ. არ გადის თვე რომ რაღაც შეხვედრა ან საუბარი ვინმესთან არ იყოს, ხან ნაცნობობით, ხან წერილით, ხან ჯგუფის სახელით და ჯერჯერობით გაუნგრეველი ბეტონის კედელია...

ნუ ახატია რა ამ მთავრობას მსროლელთა ინტერესები, აგერ ხეებია გადასატანი ქვეყნის მასშტაბით, იქ ბუსუსიანი პრეზერვატივების კანონია მისაღები და არ სცალიათ, მიზეზები ისეთი აბსურდული იჩითება რომ აი არც კი ვიცი რა ვთქვა.... ნუ მიწყენ და ღიაში მაგ ამბავს და ტექსტებს ვერ დავწერ რაც ერთერთი შეხვედრისას მოხვდა, რომ მიხვდნენ ერთერთ სამინისტროში რომ გაეჭედნენ და პასუხი არ აქვთ, აი ისეთი აბსურდი დააბრეხვეს ისეთი რომ... პროსტა ვერ დავწერ, ეგ რომ დავწერო ისეთი ფერადი გინება უნდა მოვაყოლო რომ სკიტელსის ფერები არ იქნება საკმარისი

მესმის რომ პერიოდულად ყველას ყელში ამოსდის ეს არსებული სიტუაცია, იქ ვიღაც მეგობარი დააჯარიმეს, იმას ეს ჩამოართვეს ეს გააფუჭეს, ის დააჯარიმეს, და შენც გასხავს ეს ყველაფერი, მაგრამ დამიჯერე მრავალ დონეზეა საუბარი და ჯერ ძვრა არ არის...

ნუ რაღაც ცვლილებას ამ სექტემბრის ბოლოს ვითომ და უნდა ველოდოთ, მაგრამ მართალი გითხრა მე არ მჯერავს რომ რაიმე გამართული გაკეთდება.

მოკლედ ასეა თუ ისეა, შენ ნუ გგონია რომ ყველას ფეხებზე ჰკიდია ეს საქმე, არ არის არანაირი კომუნიკაცია და ასე შემდეგ.... მოკლედ აი რა უნდა განვიხილოთ მითხარი ამ ტემაში და განვიხილავთ... მაგრამ წინასწარ გეუბნები რომ ისედაც არის ყველა საჭირო განხილვა შეხვედრა და სხვა საუბრები, მაგრამ არაფერი ხდება და აი რა უნდა დაწერო აქ ისეთი რაც ერთიანმა გაერთიანებამ და იურისტების ჩამოყალიბებულმა მიმართვამაც ვერ ქნა?

ზუსტად ამ მიზეზითაა რომ ყველა ასეთ თემას ვკლავ ხოლმე, აზრი არ აქვს, გადახედე ძველ პოსტებს ამავე თემაზე, ნუ აი ველოდები ამ სექტემბრის გასვლასაც, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ არა მჯერქავს რომ რაიმე შეიცვლება, არა და თითქოს და უნდა დაიწყონ რეგისტრაცია, მარა ძალიან პესიმისტურად ვუყურებ.

ყველაფერი ზემოთ თქმულიდან გამომდინარე რა იდეა გაქვს? პარლამენთთან ტრასპარამეტებით დავდგეთ? არ იმუშავებს ეგ, ისედაც ფეხებზე ვკიდივართ და პირიქით გააღიზიანებ შესაბამის სასტავს რომ აი ჯიბრში ჩაგიდგნენ და ვააბშე არ გაღირსებენ არაფერს

მინიმუმ წელიწადში 1-2-ჯერ ტივტივდება ესეთი თემა, ყველას სჯერავს რომ აი რომ ჩამოაყალიბებენ თვითონ რაღაცას აი ეგ იქნება იმის ჭე.... ბაზარი არაა აქ ვართ ყველა, დაგვანახე რეალური გზა, გადადგით პირველი ნაბიჯები თუ თვლით რომ სხვები არაფერს აკეთებენ და არაფრის გამკეთებლები არ არიან და გვერდზე გიდგევართ ყველა ყურმოჭრილი მონებივით... მთავარია უარესი არ ქნათ, ანუ უფრო ცუდ სიტუაციაში არ ჩაგვაგდოთ და დანარჩენში თქვენთან ვართ ... მგონი ამაზე ყველა დამთანხმდება
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

პოსტი ამ თემაში
- ბაიკერი   მოვითხოვოთ კალიბრის ლეგალიზება   Sep 6 2019, 09:27 PM
- - MonSoon   ბაიკერი ცუდად არ გ...   Sep 6 2019, 09:39 PM
- - geojorjika   ბაიკერი ვერ მივხვ...   Sep 6 2019, 10:31 PM
- - ბაიკერი   წერილი მივწეროთ სა...   Sep 6 2019, 11:24 PM
- - NRG   რამოდენიმე ფედერა...   Sep 7 2019, 12:03 AM
- - ბაიკერი   ხალხი მარიხუანის ლ...   Sep 7 2019, 04:59 PM
- - okela84   არიქა და ერთი კონკ...   Sep 7 2019, 06:30 PM
- - MonSoon   კი მარა რაიმე მიმა...   Sep 7 2019, 08:41 PM
- - ბაიკერი   მაგას ჯობია ლიცენზ...   Sep 7 2019, 09:31 PM
- - okela84   ნებისმიერი კალიბრ...   Sep 7 2019, 09:45 PM
- - ბაიკერი   okela84 ჯერ მარტო ჩემგა...   Sep 7 2019, 11:25 PM
- - okela84   მიუხედავად იმისა რ...   Sep 8 2019, 07:07 PM
- - ბაიკერი   okela84 ხუმრობა იყო რათ...   Sep 8 2019, 10:46 PM
- - ja_ja   ბაიკერი ბაიკერ სრ...   Sep 9 2019, 08:53 AM
- - geojorjika   ეს გინდოდათ ხო მაი...   Sep 9 2019, 09:49 PM
- - ბაიკერი   ja_ja მე ხომ არ ვიცოდი ...   Sep 10 2019, 10:22 PM
- - ja_ja   თავიდან უაზრო კამა...   Sep 12 2019, 08:10 AM


თემა დახურულიაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 7th July 2025 - 06:39 PM
Hosted by Pro-Service