![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 1,619 რეგისტრ.: 23-September 16 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 2,202 ქალაქი:თბილისი ![]() |
მივესალმები ფორუმს. მინდა მოკლე მიმოხილვა მოგაწოდოთ კიდევ ერთ ჩინელზე, ამჯერად პისტოლეტზე სახელწოდებით Artemis PP700S-A. წინა მოდელისგან განსხვავებით, რომელიც ასევე იყო ჩემს განკარგულებაში განსხვავდება იმით, რომ აქვს ღია სამიზნე. პისტოლეტი ვიზუალურად ესე გამოიყურება ![]() ტექნიკური მახასიათებლები კი ასეთია. პისტოლეტის მთლიანი სიგრძე--37სმ. წონა 1100გრამი. სასხლეტი ორ საფეხურიანი, ცოტა უხეში, მაგრამ გარკვეული ჩარევის შემდგომ ძალიან დარბილდა და სასიამოვნო გახდა. რეზერვუარის მოცულობა 67.5კბ. ლულის სიგრძე 270მმ. პისტოლეტი ყუთიდან ჯსბ0,67გრ, ისროდა 190მწ-ით. თუმცა აქვს სარეგულირებელი რომლითაც შესაძლებელია სიჩქარის მომატება, როგორც დამრტყმელით, ისე რედუქტორზე ზემოქმედებით. მაგრამ ამ ეტაპზე ვარჩიე რომ არ ჩავრეულიყავი და არ შევხებოდი რედუქტორს და დავტოვე ისე როგორც ქარხნული პარამეტრებით ჩემამდე მოვიდა. პისტოლეტის შეძენის მიზანი იყო რომ მქონოდა კიდევ ერთი კომპაქტური პცპ აგრეგატი, რომელსაც დავარეგულირებდი მსუბუქ ტყვიებზე და მივიღებდი გასროლების ბევრ რაოდენობას. ორ დღიანი ჭკუაზე მოყვანის შემდგომ, მივიღე შემდეგი შედეგი, 35 გასროლა 235-240მწ. სიჩქარეების პლატო ჩემთვის ძალიან მისაღებია, რადგანაც პატარა რეზერვუარი აქვს. ტყვიები კი გამოვიყენე ლუმანი 0,45გრამიანი. ტყვიები ბიუჯეტურია, რაც ასევე სასიამოვნოა. ვნახოთ რა შედეგებს მივიღებ სიზუსტეში, რომელსაც ასევე გაგიზიარებთ. ამ ტყვიებზე ვსაუბრობ ![]()
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 1,619 რეგისტრ.: 23-September 16 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 2,202 ქალაქი:თბილისი ![]() |
გამარჯობათ მეგობრებო. როგორც იქნა ცოტა მოვიყვანე ჭკუაზე, თუმცა არ საბოლოოდ. პრობლემა იმაშია რომ ვერ ვიჭერ სიჩქარეს, ანუ 200 ბარზე დატენილი რეზერვუარიდან საშინელი პლატო აქვს. საბოლოოდ დავდექი იმ აზრზე რომ 150 ბარზე ვტენი რეზერვუარს და 100ბარამდე მაქვს 20 გასროლა იდეალური სიჩქარის პლატო +- 3მ/წ. ჩემთვის ეს დამაკმაყოფილებელია. დღეს მოვსინჯე ოპტიკით, დავაყენე konuspro 3-9x40, რომელიც ჩვენს ნაცნობ მაიმარკეტზე შევიძინე თავისი სამაგრით 80ლარად. ოპტიკა მომეწონა, მინდა გითხრათ რომ ძალიან ნათელი და თხელი ბადე აქვს. დღევანდელი დღის შედეგები კი ასეთია. გავაკეთე 4 ჯგუფი, 40მეტრზე. საყრდენი მანქანის კარები. ასევე მინდა გითხრათ რომ მოვსინჯე ახალი პროგრამა, რომელიც თავად თვლის ჯგუფს და საკმაოდ ინფორმატიულია. გამოვიყენე ეს პროგრამა E-Target 1.64. არსებობს უფრო ახალი მისი ვერსია, მაგრამ გამიჭირდა მისი მოხმარება. გადმოვტვირთე აი აქედანe-target ეს კი უკვე შედეგები. ბოდიშს გიხდით რუსული ენის გამო, იმედია ექნება პროგრამას სხვა ენაც ![]() ![]() ![]() ![]()
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th June 2025 - 05:49 AM |
Hosted by Pro-Service |