![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
||
![]() ცნობის მოყვარე ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 19 რეგისტრ.: 20-January 19 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: გორი წევრი №: 2,392 ქალაქი:გორი ![]() |
გამარჯობა. კეთილი იყოს ჩემი ფეხი ამ ფორუმზე. ეს ჩემი პირველი პნევმატური იარაღია და შესაბამისად პირველი პოსტიც. დავათვალიერე ფორუმი და ვერ მოვიძიე ინფორმაცია უმარექს გაუნტლეტზე. რომელიც რამენიმე დღეა ნიკას დაჟინებული მოთხოვნით შევიძინე და ძალიან კმაყოფილი ვარ. UMAREX GAUNTLET .177 ლულის სიგრძე: 59.69 სანტიმეტრი; მთილიანი სიგრძე: 116.84 სანტიმეტრი; წონა: 3.85 კილოგრამი; ერთი შევსებით 70 ზე მეტი გასროლა. ტყვიის ფრენის სიჩქარე 304.8 მეტრი წამში; (შესაძლოა რეგულირება) რედუქტორი: კი; (თითო გასროლაზე იყენებს 86 ბარ ენერგიას) მოვარგე ოპტიკა: HAWKE VANTAGE 3-9×50 AO MIL DOT (სამწუხაროდ სქელი ბადით ) გასროლამდე კარგად გულიანად გავწმინდეთ მთლიანად გავაცალეთ ლულაში არსებული კონსერვანტი. პირველივე გასროლებიდან კმაყოფილები დავრჩით, რადგან ნამდვილად არ მოველოდებიდი ბიუჯეტური PCP თუ ასეთ კარგ ჯგუფს მომცემდა. ![]() ![]() ეზოს გაბარიტებიდან გამომდინარე სამიზნე გასწორდა 35 მეტრზე. ![]() ![]() ოპტიკის სქელი ბადე ძალიან ხელის შემშლელი გამოდგა. დარწმუნებული ვარ უკეთესი ოპტიკით ბევრად უკეთესი შედეგის მიღწევაა შესაძლებელი.
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() ცნობის მოყვარე ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 19 რეგისტრ.: 20-January 19 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: გორი წევრი №: 2,392 ქალაქი:გორი ![]() |
დიახ რედუქტორი დაყენებულია 86.0 ბარზე. ანუ მაქსიმუმი. ასე აწერა ზედ ![]() რაც შეეხება ტყვიებს JSB მოცემულ ფოტოებში გამოყენებულია მსუბუქი 0,547 გრამიანი ტყვია. ნასროლი მაქვს 0,670 გრამიანი ტყვიებიც მაგრამ ჯგუფზე სხვაობას არ იძლევა. ორივე ძალიან კარგია. ვისროლე კროსმანის 10,5 გრამიანი პირანია და მისი ჯგუფი არ არის სახარბიელო. რაც შეეხება სასხლეტს მე მომწონს, რბილია და გასროლისას ჩაკვრას არ აკეთებ. გადატენივის მექანიზმი მთლად სახარბიელო არ არის მაგრამ არც ისეთი რომ ამის გამო დაიწუნო გადატენვის დროს გიწევს ცერი თითი იარაღს მიაშვლეო. ნუ კიდევ ვამბობ დიდი გამოცდილება არ მაქვს პნევმატურ იარაღზე. მზად ვარ უმარექსი გავტესტო ყველანაირად. ერთი ყველაზე მეტად რაც დისკომფორტს მიქმნის ეს არის ჩემი ოპტიკის სქელი ბადე. დღეს ქარიან ამინდში 93 მეტრში ბოთლების წარმატებით დავამტვირე მესამე მილდოტზე და ქარის გამო მარცხენა პირველზე.
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th August 2025 - 06:30 AM |
Hosted by Pro-Service |