Cometa lynx . made in spain, ერთ -ერთი ზუსტი პცპ პნევმატური თოფი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
Cometa lynx . made in spain, ერთ -ერთი ზუსტი პცპ პნევმატური თოფი |
Nov 20 2017, 06:07 PM
პოსტი
#1
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 1,104 რეგისტრ.: 5-February 15 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 2,043 ქალაქი:თბილისი |
მოგესალმებით ყველას და წარმოგიდნენთ ერთ - ერთ, საინტერესო პცპ იარაღს, ესპანური წარმოების, სახელად Cometa lynx. თოფი არის რედუქტორიანი, ქარხნულად . რაც ყველაზე საინტერესოა არის ძალიან ზუსტი . ვისროლე 50 მ დიტანციაზე . ყველაზე კარგი შედეგი მომცა ბარაკუდამ და ბარაკუდა ჰანტერმა . რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს თოფი აკეთებს ძალიან მაგარ შედეგებს . 15 მმ-ს არ სცდება ჯგუფი. რამდენჯერმე გავაკეთე 7 მმ-ც , გეტყვით იმასაც , რომ სასხლეტი აქვს ძალიან არაპროგნოზირებადი და მაგარი . ეს ალბად გამოსწორდება . ბევრი , რომ არ გავაგრძელო ჯაჯას ხელი უნდა რა . როგორც გითხარით დისტანცია 50 მ , ტყვია- ბარაკუდა 0.69 გრამი . ტყვიის საწყისი სიჩქარე 270 მ/წმ. რეზერვუარი აქვს 480 მილილიტრიანი. 200 დან 100 ბარამდე აქვს 100 გასროლა , მაგრამ რატომღაც მე უფრო მეტ გასროლებს მოველოდი . თუმცა არც ესაა ცოტა . თოფზე დგას carl zeiss 6-24x50 ოპტიკა . მთლიანად თოფი ( ოპტიკიანად ) არის 4.5 კგ. ერთ ტყვიიანი კლიპი აქვს , თუმცა შესაძლებელია უკეთესი კლიპის გამოწერაც. თოფიც და ოპტიკაც წარმოადგენს ჩვენი თანაფორუმელის NRG -ის საკუთრებას , რომელმაც მთხოვა მისი გატესტვა . მე მომეწონა . დღეს მეტი ვერ მოვასწარი. ხვალ უფრო შორ მანძილებზე დავტესტავ.
| |
> |
|
|
Oct 6 2018, 12:08 PM
პოსტი
#2
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: Members პოსტები: 1,866 რეგისტრ.: 9-April 11 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1,256 |
შეჯიბი ერთგვარი პატარა და სახელმძვანელოსავით არის ახალბედა მოყვარულებისთვის, რომლებიც პნევმატიკის ძიებაში არიან. ფორუმზე ან მარკეტზე განცხადებების თვალიერებისას, ტექსტების 90% შემდეგი სიტყვებით ("ტყვია ტყვიაში") -ით იწყება და როგორც წესი მინიმალურ გადაჭარბებასთან გვაქვს ხოლმე საქმე თუ პირდაპირ ტყუილთან არა. აქედან გამომდინარე შეჯიბრი არის მსგავსი მითების ბულდოზერი, რომელიც მიწასთან ასწორებს სულ მცირე ერთი წლის მანძილზე დაგროვილ მცდარ წარმოდგენებს და პნევმატიკის მაძიებელს სულ მცირე ნაწილობრივ მაინც იცავს მცდარი არჩევანისგან. ნუ ეხლა კარგ აგრეკატს კარგი მფლობელიც რო უნდა ეგ საქმეში ჩაუხედავ ადამიანმაც კი იცის
| |
> |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 8th June 2024 - 03:07 AM |
Hosted by Pro-Service |