![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
||
![]() ცნობის მოყვარე ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5 რეგისტრ.: 31-August 18 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 2,366 ქალაქი:თბილისი ![]() |
პირველ რიგში, მოგესალმებით და კეთილი იყოს ჩემი ფეხი თქვენს დიდ ოჯახში. აქა მშვიდობა! რაც შეეხება თხოვნას. არასდროს მქონია და პირველად ვიყიდე პნევმატური. გუშინ გრიგორისგან ავიღე crosman fire (gamo silent cat მინდოდა, მაგრამ ვერ ვიშოვე). ტყვიები, რატომღაც JSB rs diabolo 7.33 gr გადავწყვიტე. ჯერ არ გამისვრია. მხოლოდ ერთი შესამოწმებელი გასროლა გავაკეთეთ გრიგორთან. რა თქმა უნდა, ლულიდან ცოტა ბოლი ამოვიდა და მითხრა გრიგორმა, 30 გასროლის შემდეგ გაუვლისო (პ.ს. დეკონსერვაციაზე არაფერი უთქვამს). მოკლედ, გადავიკითხე თქვენი თემების რაღაც ნაწილი და კარგიც ვქენი. თქვენი დახმარებაც ამაში მჭირდება (ამ ეტაპზე, თორემ მერე კიდევ შეგაწუხებთ ![]() რა უნდა გავაკეთო/გავითვალისწინო? შეხება რადგან არ მქონია, ხომ არ გამიჭირდება დაშლა-აწყობა? ან, ხომ არ დავაზიანებ რამეს? რა საპოხი მასალა უნდა გამოვიყენო? ან, ხომ არ იცით ვინმე, ვისაც გადავუხდი ფულს და თვითონ დაადეკონსერვირებს
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() ცნობის მოყვარე ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5 რეგისტრ.: 31-August 18 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 2,366 ქალაქი:თბილისი ![]() |
გამარჯობა. მოკლედ, გავარკვიე, რომ ჩვენი თანაფორუმელი, ხმელო აკეთებდა დეკონსერვაციებს სხვებთან შედარებით შეღავათიან ფასში და ჩემი დაკვირვებით საკმაოდ ხარისხიანად. ამიტომ, დავუკავშირდი მას. დეკონსერვაციამდე გასროლილი მქონდა რამდენიმე ტყვია, მაგრამ ხმელომ მითხრა, რომ რამდენიმე ტყვიის გასროლა დიდი დანაშაული არ იყო, თუმცაღა რაც უფრო ადრე ჩავუტარებდი დეკონსერვაციას, მით უკეთესი იქნებოდა თოფისთვის და რომ მეტი აღარ გამესროლა ამ პროცესამდე. ჩვენი ხმელო არც ისეთი მოცლილი ყოფილა და მითხრა 2 დღე მაინც მჭირდება, რომ მაგ თოფისთვის მოვიცალოვო, მაგრამ ჩემი დაჟინებული თხოვნის გათვალისწინებით, როგორც იქნა გამოვნახეთ საერთო ენა და შევთახნმდით, რომ თავის საქმეს გადადებდა და იმ დღესვე გაუკეთებდა თოფს დეკონსერვაციას და იმ დღესვე გამატანდა. რამდენიმე საათის შემდეგ ხმელომ დამირეკა და მითხრა, რომ თოფი მზად იყო წასაღებად და რომ მთელი ჟანგი მექანიზმიდან და ლულიდან და ზედმეტი ტაოტი ცილინდრიდან მოაშორა თოფს, რაც ჰქონდა. ჩაუტარა დეკონსერვაცია და შეპოხა იმ საშუალებებით, რასაც ამ პროცესისთვის იყენებენ. (პლიუს ამას, საჩუქარად ლულაც გააპრიალა შიგნიდან). მივედი და წამოვიღე თოფი. გადავტენე გავისროლე და ნამდვილად დაეტყო თოფს, რომ დიზელის ეფექტი აღარ ჰქონდა, უფრო სასიამოვნოდ ისროდა და აღარც ბოლავდა. აშკარად ვიგრძენი, რომ თოფი დაწყნარდა, ხმაც შეუმცირდა და დარტყმაც. დაჟე, მემგონი სიზუსტეც მოიმატა ცოტათი. (ნუ ზუსტად არ ვიცი ეს დეკონსერვაციასთან კავშირში არის თუ არა, მაგრამ ჩემი დავირვებით ასეა). სამწუხაროდ ჯერ-ჯერობით დიდ დიანსტანციაზე ვერ გავტესტე თოფი, მაგრამ ახლო დინსტანციაზე, ესე 20 მეტრზე ბოთლის თავსახურს 3-იდან 2-ს ვარტყავ ოპტიკის გასწორების შემდეგ (თან, ჩემებურად, უცოდინარობით გასწორებული).. ხმელოს დეკონსერვაცია ჩატარებული თოფი იმდენად მომეწონა, რომ ჩემმა ძმაკაცსაც ვაყიდინე benjamin trail NP XL 1500 (გრიგორთან) და დაუფიქრებლად ესეც მას წავუღეთ გასამზადებლად. ცოტა ხნის წინ შემატყობინეს ,რომ თოფი მზად არის და ამ დღეებში გამოვიტან. როცა ბენჟამინსაც გამოვიტან, შევეცდები ორივე თოფი წავიღო გასატესტად, განსაკუთრებით კი ჩემს თოფს ჩავუტარო გატესტვა სროლაში, ცოტა დიდ დინსტანციაზე და მოგვიანებით მოგახსენებთ მის მიერ მიღწეულ შედეგებს, რათა ყველას შეგვექმნას გარკვეული წარმოდგენა ამ თოფზე, ანუ ამ საკითხს კიდევ დავუბრუნდებით შეძლებისდაგვარად... ეხლა კი დროებით... : ) პ.ს. კიდევ ერთხელ მადლობა ხმელოს.
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 13th August 2025 - 08:12 PM |
Hosted by Pro-Service |