![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 1,338 რეგისტრ.: 22-September 14 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 1,990 ქალაქი:თბილისი ![]() |
მოკლედ, ფორუმელებო, დღეს კიდევ ერთი გასვლა მოვაწყვეთ.ამჯერად გიგას ადგილას. ადგილი კაია, ყველასგან მოშორებით, ტყის პირას. ერთი ესაა, რომ ცოტა ქარიანი ადგილია, რადგან შემაღლებულ ადგილასაა. მეორეს მხრივ პატარა ქარი მონაწილეების შანსებს ასე თუ ისე გაათანაბრებს. სროლაც ვცადეთ ამ ქარში და მინდა გითხრათ, რომ არც ისე უპერსპექტივო საქმეა, როგორც შეიძლება ვინმემ იფიქროს, უბრალოდ ცოტა დაფიქრება და ანალიზია საჭირო. ეს ჩემი საუკეთესო ჯგუფები ამ ქარში. მანძილი ყველგან 50 მეტრი. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ესეც ცოტა BR-ში წავივარჯიშე, ბევრი არაფერი, მაგრამ გავითვალისწინოთ ამინდი და ის რომ პირველად ვისროლე BR-ი. ![]() რაც შეეხება თარიღს, გადავწყვიტეთ 22 სექტემბერს მოვაწყოთ. შაბათი დღეა და თანაც საკმარისი დროა საორგანიზაციო და სხვა საკითხების მოსაგვარებლად. ასე რომ დასაწყისი არის და აქვე ჩამოვწეროთ თუ ვინ გეგმავს მონაწილეობას: 1. okela 84 2. giga 2010 3. pilotina 4. aleqsa 5. Mon Soon დანარჩენი მსურველებმა გააგრძელეთ. ხო, ძირითადი შეჯიბრი იქნება PCP-ებს შორის 50 მეტრზე, მაგრამ 25 მეტრზე ზამბარ დგუშიანებიც მიიღებენ მონაწილეობას.
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
სროლა არის დროზე... წესებს თუ გადახედავ ნახავ პირობებს. მოკლე შინაარსი კი შემდეგია: 1) დაჯექი გაემზადე 2) მსაჯმა თქვა რომ დრო წავიდა, ამ მომენტიდან მიდის შენთვის გამოყოფილი დროის ათვლა 3) თავიდან შეგიძლია სამიზნის ცალკე ზონაში გამოყოფილ ზონაში ისროლო იმდენი რამდენიც გაგიხარდება რომ დარწმუნდე სამიზნე გასწორებული გაქვს 4) როგორც კი გადახვალ ჩასათვლელ სექტორზე და პირველ სამიზნეს ესვრი, ამის შემდეგ აღარ შეგიძლია დაბრუნდე სატესტო და გასასწორებელ ზონაში, თუ დაიწყე ჩასათვლელ ზონაში სროლა 25 გასროლის უფლება გაქვს ანუ თითო ტყვია თითო სამიზნეზე და მორჩა. არანაირი შეღავათი, თუ გადახვედი სატესტო ზონაზე ეგ უკვე საჯარომო სანქციებია 5) თუ სატესტო სროლისას შემთხვევით შენი თოფი გაისვრის და მოხვდება ტყვია ჩამთვლელ ზონაში, ეგრევე უნდა გაჩერდე, აწიო ხელი და შეატყობინო მსაჯს, რომელიც შესაბამის მარკირებას გააკეთებს სამიზნეზე, ამ შემთხვევაში საჯარიმო სანქციები არ გამოიყენება ---------------------- მოკლედ გაუგებრობები რომ იყოს თავიდან აცილებული და არ მოხდეს ისე რომ შენ ისროდი სატესტო ზონაში და ამასობაში თოფი რადიკალურად სხვაგან ისვრის საჭიროა რომ თავიდანვე თოფი და სამიზნე გასწორებული იყოს, ამიტომაც სანამ შეჯიბრი დაიწყება და მაგიდასთან დაჯდებით გაასწორეთ თოფები მაქსიმალურად და გადადეთ გვერდზე, არანაირი გვერდზე სიარული და მოიცა კიდევ ერთხელ მოვსინჯავ, ან ოპტიკას გადავიტან და ასე შემდეგ. გაასწორეთ თოფი (ნუ ისედაც გასწორებული უნდა იყოს, მაგრამ 2-3 გასროლა და დარწმუნდით სად და როგორ ისვრის) და გადადეთ თოფი გვერდზე ისე რომ ლულა არ იღუნებოდეს, ოპტიკა არ იღრიცებოდეს და მოკლედ ცვლილებები რომ არ შედიოდეს თოფში
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th August 2025 - 06:29 AM |
Hosted by Pro-Service |