![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 1,338 რეგისტრ.: 22-September 14 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 1,990 ქალაქი:თბილისი ![]() |
მოკლედ, ფორუმელებო, დღეს კიდევ ერთი გასვლა მოვაწყვეთ.ამჯერად გიგას ადგილას. ადგილი კაია, ყველასგან მოშორებით, ტყის პირას. ერთი ესაა, რომ ცოტა ქარიანი ადგილია, რადგან შემაღლებულ ადგილასაა. მეორეს მხრივ პატარა ქარი მონაწილეების შანსებს ასე თუ ისე გაათანაბრებს. სროლაც ვცადეთ ამ ქარში და მინდა გითხრათ, რომ არც ისე უპერსპექტივო საქმეა, როგორც შეიძლება ვინმემ იფიქროს, უბრალოდ ცოტა დაფიქრება და ანალიზია საჭირო. ეს ჩემი საუკეთესო ჯგუფები ამ ქარში. მანძილი ყველგან 50 მეტრი. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ესეც ცოტა BR-ში წავივარჯიშე, ბევრი არაფერი, მაგრამ გავითვალისწინოთ ამინდი და ის რომ პირველად ვისროლე BR-ი. ![]() რაც შეეხება თარიღს, გადავწყვიტეთ 22 სექტემბერს მოვაწყოთ. შაბათი დღეა და თანაც საკმარისი დროა საორგანიზაციო და სხვა საკითხების მოსაგვარებლად. ასე რომ დასაწყისი არის და აქვე ჩამოვწეროთ თუ ვინ გეგმავს მონაწილეობას: 1. okela 84 2. giga 2010 3. pilotina 4. aleqsa 5. Mon Soon დანარჩენი მსურველებმა გააგრძელეთ. ხო, ძირითადი შეჯიბრი იქნება PCP-ებს შორის 50 მეტრზე, მაგრამ 25 მეტრზე ზამბარ დგუშიანებიც მიიღებენ მონაწილეობას.
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
aleqsa ჰო სისქეზე არაფერი მითქვია გამომრჩა, თუ რაიმე ეგეთი საკითხი წარმოიქმნება ხოლმე შემახსენეთ და თუ ვიცი გიპასუხებთ. მოკლედ დაბეჭდილი უნდა იყოს მყარ ქარალდზე, მე პირადად როდესაც ვაბეჭდინებდი ხოლმე ვიყენებდი 250 ან 300 გრამიან ქარალდებს. ჩვეულებრივი 60 ან 80 გრამიანი ქარალდი არ ამართლებს, იხევა ტყვიის მოხვედრისას და მერე ვერ გაიგებ სადაა ხვრელი და საითაა ჩახეული, ამიტომაც, ჯობია სქელი ქაღალდი, ფორმასაც ინარჩუნებს, უაზროდ ჩანახევებს არ აკეთებს და მერე სპეც საზომის გარჭობისას მყარად იჭერს შესაბამის საზომს, ისე რომ ზედმეტი კიტხვები არ წარმოიქმნება საით უნდა გაწიო ან არ გაწიო, იმენნა მრგვალი ხვრელია და ინდიკატორიც იმენნა გაუნძრევლად ზის. დამაგრების მხრივ, იკეთესია თუ მიამაგრებთ სამიზნე ქაღალდს მუყაოს ყუთზე ან კარდონის გადანაჭერს თუ დაუფენთ უკან, ეგ ფორმას უნარჩუნებს სამიზნეს და არ იღუნება უაზროდ არც ქარის გამო და არც ტყვიის მოხვედრის დროს აქვს ტალღის ეფექტი. შეიძლება კიდევ დაპრესილი 4-5 მილიმეტრიანი შკაფების უკანა კედლად რომ იყენებენ ხოლმე ეგეთი მყარი მუყაოს გამოყენება, არ ვიცი რა ჰქვია. მისაღებია ასევე დიბონდი, მოკლედ ყველაფერი რაც იოლად გაიხვრიტება, მაგრამ იმდენი სიმყარე ექნება რომ სამიზნე სწორად დაიკავოს და ვიბრაციის გამო გვერდითა ჩანახევები არ გაუკეთოს რომ მერე ძნელი ან საკამათო გახდეს ქულების დაანგარიშება. ისე სიგელების დაბეჭდვას არ აპირებთ? მაგის ფაილებსაც დაგიყრით, პროსტა ხელით ჩაწერთ სახელ გვარს და ეგაა ნუ ვინ გავიდა პირველ ადგილზე ვინ მეორეზე, მედალტან ერთად რომ გადაეცეს
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th August 2025 - 06:27 AM |
Hosted by Pro-Service |