![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 1,338 რეგისტრ.: 22-September 14 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 1,990 ქალაქი:თბილისი ![]() |
მოკლედ, ფორუმელებო, დღეს კიდევ ერთი გასვლა მოვაწყვეთ.ამჯერად გიგას ადგილას. ადგილი კაია, ყველასგან მოშორებით, ტყის პირას. ერთი ესაა, რომ ცოტა ქარიანი ადგილია, რადგან შემაღლებულ ადგილასაა. მეორეს მხრივ პატარა ქარი მონაწილეების შანსებს ასე თუ ისე გაათანაბრებს. სროლაც ვცადეთ ამ ქარში და მინდა გითხრათ, რომ არც ისე უპერსპექტივო საქმეა, როგორც შეიძლება ვინმემ იფიქროს, უბრალოდ ცოტა დაფიქრება და ანალიზია საჭირო. ეს ჩემი საუკეთესო ჯგუფები ამ ქარში. მანძილი ყველგან 50 მეტრი. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ესეც ცოტა BR-ში წავივარჯიშე, ბევრი არაფერი, მაგრამ გავითვალისწინოთ ამინდი და ის რომ პირველად ვისროლე BR-ი. ![]() რაც შეეხება თარიღს, გადავწყვიტეთ 22 სექტემბერს მოვაწყოთ. შაბათი დღეა და თანაც საკმარისი დროა საორგანიზაციო და სხვა საკითხების მოსაგვარებლად. ასე რომ დასაწყისი არის და აქვე ჩამოვწეროთ თუ ვინ გეგმავს მონაწილეობას: 1. okela 84 2. giga 2010 3. pilotina 4. aleqsa 5. Mon Soon დანარჩენი მსურველებმა გააგრძელეთ. ხო, ძირითადი შეჯიბრი იქნება PCP-ებს შორის 50 მეტრზე, მაგრამ 25 მეტრზე ზამბარ დგუშიანებიც მიიღებენ მონაწილეობას.
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
კაიხანია არ შემომიხედავს და აქ მტელი ერთი ამბავია ![]() ნუ ჯერ მთლიანი თემა არ გადამიკითხია, მაგრამ აქვე დავძენ შემდეგ აუცილებელ პირობებს: 1) BR-ი აუცილებლად იმართება ღია ბუნებაში, მთავარი არის არა იდეალურ ინკუბატორულ პირობებში სროლა, არამებ გარემო ფაქტორების წაკითხვა რამდენად შეუძლია ადამიანს და არა იდეალური თოფი, იდეალური პირობები და პროსტა ადამიანი სასხლეტს ხელს აჭერს ![]() 2) აუცილებელია ქარის წამკითხავის მაჩვენებლების დაყენება მთელს დისტანციაზე, სასურველია ყოველ 10 მეტრში, მაგრამ ნუ 2 ცალი მაინც უნდა იყოს სასროლ დისტანციაზე, როგორც წესი არის ხოლმე რაიმე მსუბუქი ბაბთა რომელიც მიმართულებას განიშნებს, საით უბერავს ქარი, და მეორე ქარის წისქვილივით შტუკებია დასაყენებელი რომელიც უკვე გაჩვენებს რამდენად ინტენსიურია ქარი. ეს შტუკები წესით ყველა მსროლელის ხაზზე ცალცალკე უნდა იყოს, მაგრამ ძალიან ხარჯიანი გამოვა და ჯობია სასროლი დერეფნის მარჯვნივ და მარცხნივ იყოს განთავსებული 3) მანძილი კლასიკურად ყოველთვის არის 50 მეტრიანი როდესაც PCP-ზეა საუბარი, 25-იანს უშვებენ ხოლმე ძირითადა დმხოლოდ ზ.დ.პ-ს შემთხვევაში და ცალკეა ხოლმე გატანილი, იმიტომ რომ PCP როგორც წესი 25 მეტრზე თუ ნამეტანი გაღუნული არაა ლულა და მსროლელიც ელამი არაა როგორც წესი ტყვია ტყვიაში მიდის ხოლმე, ამიტომაც, PCP-ს შემთXვევაში დეფაულტად მიჩნეულია 50 მეტრი.... 4) რაც შეეხება სამიზნეს, გვაქვს ქართული ვერსია გაკეთებული და მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე გვაქვს ფერებით შეღებული, ძირითადად 3 წერი გვაქვს. როგორც პრაქტიკამ გვაჩვენა ზოგჯერ მსროლელები ოპტიკაში ხედვისას ვერ ხედავენ და ამჩნევენ თუ რომელია მისი სამიზნე და ხშირი იყო ხოლმე სხვის სამიზნეში სროლა. ნუ წესები მაგ შემთXვევას არეგულირება და წესით ქულა აკლდება დამნასავეს, ხოლო დაზარალებულის სამიზნეზე შესაბამისი ჩანაწერი უნდა გაკეთდეს და მერე ანგარიშისას გათვალისწინებული უნდა იყოს.... ეგ რომ არ მოხდეს ფერების სისტემა შემოვიღეთ და ყოველ მსროლელს ვატყობინებდით თუ რომელი ფერით იყო აღნიშNული მისი სამიზნე, პლიუს მიყოლებით და გვერდიგვერდ ერთი და იგივე ფერის სამიზნეს არ ვკიდებდით ხოლმე.... მოკლედ აგერაა ეგ სამიზნე და თუ გაწყობთ გამოიყენეთ ეხლა უნდა გავიქცე სამსახურის რაცხა საქმეებზე, მოგვიანებით შევეცდები შემოვიდე და გადავხედო მთელს თემას.... თუ საჭირო იქნება გამოცდილებით მიღებულ რაღაც ინფოებს მოგაწვდით.... ისე იდეა კაია და კიდევ კაი ვიღაცამ დააორგანიზა და არ არის აუციელბალდ აკიდებული ორგანიზება ადმინისტრაციაზე :0 თორემ რატომღაც ჩვენთან მიღებუოლია საიტი ვისიცაა, აუცილებლად ის უნდა იყოს ორგანიზატტორი და იამს მოეთხოვება ხოლმე აუცილებლად პასუხი... არადა ცალკე საორგანიზაციო ჯგუფებითაც შეიძლება მაგის გაკეთება
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th June 2025 - 06:16 AM |
Hosted by Pro-Service |