ლულის პოლირება |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
ლულის პოლირება |
Aug 30 2017, 06:32 PM
პოსტი
#1
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: Members პოსტები: 1,866 რეგისტრ.: 9-April 11 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1,256 |
მოკლედ გადავხედე ფორუმს და რატომღაც ჩავთვალე რომ პერსპექტიული თემაა და ასევე უცხოურ ფორუმებზე დაყრდნობითაც შემიძლია ვთქვა რომ ლულის პოლირება აუცილებელიც კი არის ზოგი მწარმოებლის შემთხვევაში. პირადად მე ჩემი თოფის ლულაც დავაპოლირე საგულდაგულოდ და პირველივე ტესტირებისას მოლოდინების გამართლების შემთხვევაში პოლირების მეთოდს გაგაცნობთ. პირველ რიგში ის უნდა აღინიშნოს რომ ზოგიერთი მწარმოებლის შემთხვევაში პოლირებამ შესაძლოა ლულის გეომეტრიაზე და დიამეტზრეც კი მოახდინოს გავლენა, ასეთი პოლირება მრავალ ეტაპიანია და ძირითადად უკიდურესად უხარისხო ლულებს ესაჭიროებათ. ჩემს შემთხვევაში რისკების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით მხოლოდ ბოლო ეტაპის ანუ მხოლოდ პოლირების პასტით გავაპრიალე ხრახნები და საკმაოდ ეფექტურადაც, ამაზე დეტალურად დავწერ მხოლოდ პირველი ტესტირების შემდეგ. ვფიქრობ ცნობილი და ავტორიტეტული მწარმოებლების შემთხვევაში უმცირესი ნაწილაკებისგან შემდგარი პასტით პოლირება საკმაოდ მიზანშეწონილია და წინ გადადგმული ნაბიჯი დანარჩენი ინფორმაცია თქვენ დაამატეთ
| |
> |
|
|
Aug 27 2018, 11:18 AM
პოსტი
#2
|
||
ვეტერანი ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
მტააკ კაიხანია არ შემოვსულვარ საქმეების გადამკიდე და აშკარად ჩნდება საჭიროება ცავერთო.... ესეიგი მე რაღაც ყურიც მოვკარი რომ ერთი ორმა დრელის მეშვეობით გააკეთა პოლირება, რაც არანაირად რეკომენდირებული არაა, რადგან დრელით მუსაობისას ხდება წრიული მოძრაობები, რაც იწვევს ლულაში არსებული ხრახნების ეგრეთწოდებულ "ზავალ"-ს ანუ ადგილი აქვს ჩავარდნას უხეში თარგმანით. პოლირება ყოველთვის ხდება ლულის მიმართულებით წინ და უკან მოძრაობით, აუცილებლად შომპოლით და შომპოლზე წამოცმული ქეჩით, შომპოლს აქვს კიდევ ერთი დიდი პრივილეგია, როგორც წესი ღერძი არის თავისუფალ მოძრაობაშ რაც ქეჩის ტარებისას იწვევს იმას რომ ქეჩა ხრახნებზე დასრიუალებს და შესაბამის ბრუნს აკეთებს ხრახნების მიმართულებით. შედეგად არანაირი ჩავარდნა ხრახნის არ ხდება, და პრიალდება როგორც ხრახნი ასევე მისი მინდვრები და შესაბამისი შიდა კუთხე მინდორსა და ხრახნს შორის. სწორედ მაგ კუთხე არ პრიალდება დრელის გამოყენებისას.... მოკლედ აქ არის სტანდარტული პროცესი, და ნუ შეეხდებით რაიმენაირად სხვა გამართლება მოუძებნოთ ტქვენებულ მეთოდებს, ეს არის მრავალათწლეულებით მიღებული გამოცდილება და სტანდარტული პროცესი.... ანუ ჯერ თავიდან ბოლომდე მინიმუმ 50-ჯერ გაატარებ შომპოლს (პერიოდულად შეიძლება საპრიალო პასტის დამატება დაგჭირდეს), მერე ლულის კვეთის 5-10 სანტიმეტრამდე არ მისული 100-ჯერ გაატარებ შომპოლს (ნუ რაღაც მეტკა დაადე შომპოლს რომ ბოლო 5-10 სანტიმეტრამდე არარ შეიყვანო შომპოლი, იასნია შომპოლი უკანა მხრიდან უნდა შეიყვანო), მერე პირობითად 3 ნაწილად დაყავი ლულის სიგრძე და ბოლო 2 მესამედი კიდევ 100-ჯერ გაატარე და სულ ბოლოს ბოლო მესამედზე კიდევ 100-ჯერ... სხვა ალტერნატივა არ არსებობს, მიუხედავად იმისა რომ რაღაც უფრო ხელმისაწვდომად ან მართებულად შეიძლება მიგაჩნდეთ.
| |
> |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2024 - 05:21 PM |
Hosted by Pro-Service |