![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 1,338 რეგისტრ.: 22-September 14 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 1,990 ქალაქი:თბილისი ![]() |
მოკლედ, ფორუმელებო, დღეს კიდევ ერთი გასვლა მოვაწყვეთ.ამჯერად გიგას ადგილას. ადგილი კაია, ყველასგან მოშორებით, ტყის პირას. ერთი ესაა, რომ ცოტა ქარიანი ადგილია, რადგან შემაღლებულ ადგილასაა. მეორეს მხრივ პატარა ქარი მონაწილეების შანსებს ასე თუ ისე გაათანაბრებს. სროლაც ვცადეთ ამ ქარში და მინდა გითხრათ, რომ არც ისე უპერსპექტივო საქმეა, როგორც შეიძლება ვინმემ იფიქროს, უბრალოდ ცოტა დაფიქრება და ანალიზია საჭირო. ეს ჩემი საუკეთესო ჯგუფები ამ ქარში. მანძილი ყველგან 50 მეტრი. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ესეც ცოტა BR-ში წავივარჯიშე, ბევრი არაფერი, მაგრამ გავითვალისწინოთ ამინდი და ის რომ პირველად ვისროლე BR-ი. ![]() რაც შეეხება თარიღს, გადავწყვიტეთ 22 სექტემბერს მოვაწყოთ. შაბათი დღეა და თანაც საკმარისი დროა საორგანიზაციო და სხვა საკითხების მოსაგვარებლად. ასე რომ დასაწყისი არის და აქვე ჩამოვწეროთ თუ ვინ გეგმავს მონაწილეობას: 1. okela 84 2. giga 2010 3. pilotina 4. aleqsa 5. Mon Soon დანარჩენი მსურველებმა გააგრძელეთ. ხო, ძირითადი შეჯიბრი იქნება PCP-ებს შორის 50 მეტრზე, მაგრამ 25 მეტრზე ზამბარ დგუშიანებიც მიიღებენ მონაწილეობას.
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() მსროლელი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 685 რეგისტრ.: 27-May 17 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 2,267 ქალაქი:თბილისი ![]() |
pilotina არა მგონია დახურული ტირი კაი აზრი იყოს. BR-ის მთელი მუღამი ის არის, რომ ღია ჰაერზე ისვრი და გიხდება ქართან მუშაობა. აქ პირველ პლანზე გამოდის უკვე არა იმდენად თოფი და მისი შესაძლებლობები, რამდენადაც მსროლელის ოსტატობა და გათვლის უნარი.დახურულ ტირში შეჯიბრი იქნება მეტწილად თოფებს შორის შეჯიბრი და არა მსროლელებს შორის შეჯიბრი. ღია ჰაერზე კი შანსები ასე თუ ისე თანაბრდება და რამე ნავაროჩენი და ძვირიანი თოფის პატრონს არ ექნება შესამჩნევი უპირატესობა. მე პირადად 100 % ვეთანხმები ამ აზრს და ჩემთვისაც მისაღები და საიმტერესო ღია ტირში, ბუნებრივ პირობებშია სროლა საინტერესო. მითუმეტეს რო დიდად ვინმეს ესე მგონია საპრიზო ადგილების მძაფრი ინტერესი არ აქვს, აქედან გამომდინარე ღია ცის ქვეშ ძალების გათანაბრება სჯობს. ისე ზოგადადაც რო ავიღოთ, ვინმეს შეგხვედრიათ დახურულ ტირში ჩატარებული პნევმატიკის ჩემპიონატი ??? მე არა. მაშინ ყველა დახურულში ჩაატარებდა. რავი ჩემი აზრით გაადვილება არ უნდა გინდოდეთ. ვინმეს თუ საკუთარი თოფის იმედი არ აქვს, დახურულში უფრო "დაიჩაგრება" ზუსტ თოფთან. ღია ცის ქვეშ კი უმეტესი ნაწილი დამოკიდებულია მსროლელზე, ვინ როგორ იცნობს საკუთარ თოფს ოპტიკას და სიტყვაზე ქარის ცნობას.
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2025 - 11:44 AM |
Hosted by Pro-Service |