![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,866 რეგისტრ.: 9-April 11 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1,256 ![]() |
მოკლედ გადავხედე ფორუმს და რატომღაც ჩავთვალე რომ პერსპექტიული თემაა და ასევე უცხოურ ფორუმებზე დაყრდნობითაც შემიძლია ვთქვა რომ ლულის პოლირება აუცილებელიც კი არის ზოგი მწარმოებლის შემთხვევაში. პირადად მე ჩემი თოფის ლულაც დავაპოლირე საგულდაგულოდ და პირველივე ტესტირებისას მოლოდინების გამართლების შემთხვევაში პოლირების მეთოდს გაგაცნობთ. პირველ რიგში ის უნდა აღინიშნოს რომ ზოგიერთი მწარმოებლის შემთხვევაში პოლირებამ შესაძლოა ლულის გეომეტრიაზე და დიამეტზრეც კი მოახდინოს გავლენა, ასეთი პოლირება მრავალ ეტაპიანია და ძირითადად უკიდურესად უხარისხო ლულებს ესაჭიროებათ. ჩემს შემთხვევაში რისკების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით მხოლოდ ბოლო ეტაპის ანუ მხოლოდ პოლირების პასტით გავაპრიალე ხრახნები და საკმაოდ ეფექტურადაც, ამაზე დეტალურად დავწერ მხოლოდ პირველი ტესტირების შემდეგ. ვფიქრობ ცნობილი და ავტორიტეტული მწარმოებლების შემთხვევაში უმცირესი ნაწილაკებისგან შემდგარი პასტით პოლირება საკმაოდ მიზანშეწონილია და წინ გადადგმული ნაბიჯი დანარჩენი ინფორმაცია თქვენ დაამატეთ
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,866 რეგისტრ.: 9-April 11 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1,256 ![]() |
ჩემი მეთოდი არის მინიმალური რისკების შემცველი და გათვლილია საშულო და საშულოზე მაღალი ხარისხის ლულებზე. ეს იმიტომ რომ მე ვიყინებ ეგრედ წოდებულ ბოლო პირს, რომელიც ლულის შიდა დიამტრზე და გეომეტრიაზე არსებით გავლენას არ ახდენს. ნებისმიერი სხვა მეთოდი რომელიც ფაქტიურად ლულის გაშკურკვას გულისხმობს რამდენიმე ეტაპად და ბოლო ეტაპზე უმცირესი ნაწილაკებით პოლირებას, აქ უკვე რისკები მაღალია და ზოგ შემთხვევაში 4.51 ან შესაძლოა 4.52-ზეც ავიდეს კალიბრი, თუმცა ასეთი ტყვიებიც არსებობს და იმ შემთხვევაში რომელიც ზემოთ დაიწერა, (დასაკარგი როცა არაფერია) შეგიძლიათ თამამად შეუდგეთ ლულაში ახალი გვირაბის გათხრას ![]() ნუ მასეთი პოლირების მომხრე პირადად მე არ ვარ. იმიტომ რომ დიდი ალბათობით ლულაში გააჩენთ მინიმუმ მილიმეტრის მეათედებიან ტალღებს, რაც საბოლოო ჯამში მოგცემთ ჭაში ვედრის კედელკედელ მიხეთქებით ვარდნის ეფექტს. აქვე დავწერ რომ პრემიუმ ხარისხის ლულებში ეს ტალღები შეადგენს + - 2 მიკრონს, რაც უდრის მილიმეტრის ორმეათასედს.
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th June 2024 - 11:14 AM |
Hosted by Pro-Service |