![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 1,338 რეგისტრ.: 22-September 14 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 1,990 ქალაქი:თბილისი ![]() |
თანაფორუმელებო, ასეთი იდეა მომივიდა თავში, მომივიდა რა, კაი ხანია ამაზე ვფიქრობ, მარა ფორუმის აქტიურობის შემხედვარე არ მეგონა თუ ვინმე მხარს დამიჭერდა. მოკლედ რა ხდება, ბევრი ჩვენგანი ასე თუ ისე გადის ბუნებაში და ახარებს ჭიას, ზოგი ქაღალდზე სროლით და ზოგიც ნადირობით, უმეტესობას ფორუმელებისას აქვს ესა თუ ის პნებმატური იარაღი. რაღა ცალ-ცალკე დავდივართ, მოდით მოვახერხოთ და ერთი პატარა შეჯიბრი მოვცხოთ. მე მგონი ძალიან საინტერესო იქნება, ვისაც რა თოფით უნდა იმით გამოვიდეს. გასაგებია, რომ არსებობს BR-ის წესები,რომლებიც ამ განყოფილებაშია აღწერილი, მგრამ ეხლა ყველა ვერ შეძლებს თავისი თოფის ამ წესებთან შესაბამისობაში მოყვანას, ამიტომ ამ ეტაპზე შესაძლებლად მიმაჩნია გამარტივებული წესებით სარგრბლობა. თუნდაც 8-10 კაცი რომ შევიკრიბოთ უკვე რაღაცაა, შეიძლება, რამე სიმბოლური საპრიზო ფონდის დაწესებაც. რა თქმა უნდა ეს დღეს და ხვალ ვერ მოხერხდება, მაგრამ, სადღაც ოქტომბრამდე საკმარისი დროა, რომ კაცმა შეჯიბრის წესებიც შეისწავლოს, თოფიც მოამზადოს და თავადაც მოემზადოს მეტ-ნაკლებად. შეჯიბრის მერე რა თქმა უნდა შესაბამისი აღნიშვნა ამ საქმის. ![]() P.S. უბრალოდ ამ საქმეს სჭირდება ორგანიზატორი, რომელსაც აქვს გარკვეულწილად მეტ=ნაკლები თავისუფალი დრო და რომელიც ითავებს საორგანიზაციო საკითხებს, როგორიცაა მაგ. სამიზნეების მომზადება, სასროლი მაგიდები, სამიზნეების დასამაგრებელი , სასროლი ბალიშები და ა.შ. რავი, თუ რამე ისე არ მესმის, ან რაცხა სასწაულს ვცდილობ, შემოვა ფორუმის უფროსობა და გაგვანათლებს იმედია. ![]()
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() მსროლელი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 685 რეგისტრ.: 27-May 17 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 2,267 ქალაქი:თბილისი ![]() |
მოკლედ სანამ ადგილზე და პრიზებზე მივა საქმე მემგონი ჯერ სროლის ტენხნიკაზე, ქულების სისტემაზე და ასე შემდეგ უნდა ჩამოყალიბდეს. სროლა: სროლა სჯობს ალბათ 2 მაგიდიდან, მიმდევრობით, წყვილად. წყვილს გარკვეული დრო მიეცემათ სიტყვაზე 15-20 წუთი. რავიცი. სანამ ორივე არ მორჩება სროლას მანამ სხვა წყვილი არ დაიწყებს. ან კიდევ მორჩება მაგიდა და დაჯდება შემდეგი მსროლელი ოღონდ თითოეულ მონაწილეს მიეცემა ისევ დროს სიტყვაზე 15-20 წუთი. ასევე გამოყენება შეიძლება ბალიშების, სოშკების, მეტი არ მახსენდება. სამიზნე: ამ საკითხში გამოცდილება აქვთ ძველ ფორუმელებს, ალბათ შემოვლენ დაწერენ როგორ სჯობს. ერთს ვიტყვი მხოლოდ რო მემგონი A3 ფორმატი სჯობს, რგოლები და პლიუს მისროლის ადგილებიცეტევა როგორც ვიცი. თითონ დასამიზნებელი 25 რგოლის სტანდარტულ ზომებს თუ გამოცდილები დაწერენ კარგია თუ არადა მოძიება ადვილია. ასევე ადვილად მოსაზიებელია ქულების დათვლის და შეჯამების პრინციპი. სჯობს ალბათ კიდევ რომ მხოლოდ 1 ნასროლით არ დამთავრდეს ყველაფერი, ანუ ისევ წრეზე წავიდეს სროლა და 2 ან 3 რაუნდი იყოს. საბოლოო დაჯამებული ქულებით გაირკვევა ყველაფერი. თანაბარი ქულების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება უფრო დროში უფრო ადრე მორჩენილ მონაწილეს.
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 13th May 2025 - 12:07 PM |
Hosted by Pro-Service |