ARTEMIS P15, ARTEMIS P15 |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
ARTEMIS P15, ARTEMIS P15 |
May 15 2018, 04:44 PM
პოსტი
#1
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 1,619 რეგისტრ.: 23-September 16 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 2,202 ქალაქი:თბილისი |
სალამი მეგობრებო. შევიძინე ახალი აგრეგატი, სახელწოდებით ARTEMIS P15 (ბულპაპი). ზოგადად ცოტა ცუდი შეხედულების ვარ ბულპაპებზე, რადგანაც მიჭირს ზუსტი სროლა, მაგრამ ამ ბულპაპმა მომხიბლა და რატომ. დავიწყებ გაბარიტებით... სიგრძე-68სმ, სიმაღლე-20სმ, სიგანეში-4სმ. რეზერვუარი 265კბ და სამუშაო წნევა მწარმოებელს მითითებული აქვს 250ბარი, მაგრამ მაინც 200ბარზე მეტით არ დამიტენია. რეზერვუარში განთავსებულია რედუქტორი. ლულის სიგრძე 450მმ, ინტეგრირებუილი შრაუდერით და ამ ყველაფრის წონა 2080გრ!!! მწარმოებელი ქვეყანა ჩინეთი. ვიზუალურად წააგავს დიანას ახალ მოდელს და რაპტორს. მჭიდში 11 ვაზნა ეტევა. ესეც ფოტო ფიშტომ საკმაოდ კარგი შედეგები მომცა, როგორც იტყვიან ყუთიდან ამოვიღე და მოვსინჯე ჯგუფები. ქრონში სიჩქარე მიჩვენა 275მ/წ. არც ფასკა გამიკეთებია და არც სასხლეტი დამირეგულირებია. ჯგუფები იმდენად გასაკვირი იყო, რომ გადავწყვიტე თან ვიდეოც გადამეღო. გადაღების გამო ვერ მივიღე ისეთი შედეგები რაც თავიდან. ამიტომ მაინც დავდებ ამ ვიდეოს და მის ფოტოებს. მოკლედ მანძილი 25მეტრი. სიჩქარე 275-270მწ. ტყვია ჯსბ-0,67. საყრდენი- ბალიშები. ვიდეოს ხარისხზე ბოდიშს გიხდით, მეტი უკეთესი არ გამომივიდა https://radikal.ru/video/NnYWkAAtUBE https://radikal.ru/video/IDcLgJvhVlT https://radikal.ru/video/yltNS0gUUEF https://radikal.ru/video/34aw7vnDdI2
| |
> |
|
|
Jun 5 2018, 09:29 PM
პოსტი
#2
|
||
მსროლელი ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 685 რეგისტრ.: 27-May 17 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 2,267 ქალაქი:თბილისი |
პ12_ის განხილვას მივაგენი. მართალია პ15_ის თემაა მაგრამ სიანტერესოა ესაც. იმედია არაფერს ვაშავებ, თუ რამეა მიმითითეთ შესაბამისად. სამხრეთ აფრიკული ფორუმს ვკითხულობდი პ12_ზე, ზოგმა შეიძლება იცით კიდეც ეს ფორუმი. მოკლედ აქ ერთი ტიპი თუ სწორად გავიგე იყიდის 2 ცალ პ12_ს, 1 არის 4.5 მეორე 5.5 კალიბრი. რეზერვუარი 315 სმ კუბი. რედუქტორო არ უყენია ტესტვის მომენტში არც ერთს. ყველაზე მეტად რამაც ჩემი ყურადღება მიიპყრო იყო ორივე თოფის განმეორადობა და ჯგუფები. ჯგუფების კეთება მიმდინარეობდა 40 იარდზე ანუ 37 მეტრზე და პარალელურად ქრონავდა სიჩქარეებს. ორივე შემთხვევაში ისროლა 200-120 ბარამდე. 4.5_ში ტყვია 0.67 ედგანი. 100 ნასროლი. მინიმ სიჩქარე 279 მ/წამი ხოლო მაქს სიჩქარე 292 მ/წამი. 13 მ/წამია სხვაობა. 5.5_ში ტყვია 1.18 ედგანი. 60 ნასროლი. მინიმ. სიჩქარე 270 მ/წამი ხოლო მაქს სიჩქარე 280 მ/წამი. 10 მ/წამია სხვაობა. ედგანს ტყვიებს ჯსბ უმზადებს. ანუ ორივე შემტხვევაში 200-120 მდე ფაქტიურად უხეში შედარებით პლატო გამოვიდა. ეს კიდე სურათი ყველა ნასროლი ამ ორივე ხვრელში. მარცხნივ 5.5 და 60 ტყვიიანი ხვრელი. მარჯვნივ 4.5 და 100 ტყვიიანი ხვრელი. ჯგუფის ზომა არ ვიცი, არ უწერია. 4.5_ის კოლოფის ზომით თუ ვიმსჯელებთ არც ისე დიდი გამოდის, ჯსბ_ის კოლოფი 6.5 სმ. ყველა 4.5_ის კოლოფიც მიახლოვებით ეგ ზომაა. ჰოო თემა კი ეს არის, საკმაოდ დიდი განხილვაა თავისი პარალელებით და სავარაუდო მიმსგავსებებით სხვა იარაღთან. https://www.airrifle.co.za/threads/35958-Wi...-bullpup-Review
| |
> |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 30th May 2024 - 06:21 PM |
Hosted by Pro-Service |