ARTEMIS P15, ARTEMIS P15 |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
ARTEMIS P15, ARTEMIS P15 |
May 15 2018, 04:44 PM
პოსტი
#1
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 1,619 რეგისტრ.: 23-September 16 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 2,202 ქალაქი:თბილისი |
სალამი მეგობრებო. შევიძინე ახალი აგრეგატი, სახელწოდებით ARTEMIS P15 (ბულპაპი). ზოგადად ცოტა ცუდი შეხედულების ვარ ბულპაპებზე, რადგანაც მიჭირს ზუსტი სროლა, მაგრამ ამ ბულპაპმა მომხიბლა და რატომ. დავიწყებ გაბარიტებით... სიგრძე-68სმ, სიმაღლე-20სმ, სიგანეში-4სმ. რეზერვუარი 265კბ და სამუშაო წნევა მწარმოებელს მითითებული აქვს 250ბარი, მაგრამ მაინც 200ბარზე მეტით არ დამიტენია. რეზერვუარში განთავსებულია რედუქტორი. ლულის სიგრძე 450მმ, ინტეგრირებუილი შრაუდერით და ამ ყველაფრის წონა 2080გრ!!! მწარმოებელი ქვეყანა ჩინეთი. ვიზუალურად წააგავს დიანას ახალ მოდელს და რაპტორს. მჭიდში 11 ვაზნა ეტევა. ესეც ფოტო ფიშტომ საკმაოდ კარგი შედეგები მომცა, როგორც იტყვიან ყუთიდან ამოვიღე და მოვსინჯე ჯგუფები. ქრონში სიჩქარე მიჩვენა 275მ/წ. არც ფასკა გამიკეთებია და არც სასხლეტი დამირეგულირებია. ჯგუფები იმდენად გასაკვირი იყო, რომ გადავწყვიტე თან ვიდეოც გადამეღო. გადაღების გამო ვერ მივიღე ისეთი შედეგები რაც თავიდან. ამიტომ მაინც დავდებ ამ ვიდეოს და მის ფოტოებს. მოკლედ მანძილი 25მეტრი. სიჩქარე 275-270მწ. ტყვია ჯსბ-0,67. საყრდენი- ბალიშები. ვიდეოს ხარისხზე ბოდიშს გიხდით, მეტი უკეთესი არ გამომივიდა https://radikal.ru/video/NnYWkAAtUBE https://radikal.ru/video/IDcLgJvhVlT https://radikal.ru/video/yltNS0gUUEF https://radikal.ru/video/34aw7vnDdI2
| |
> |
|
|
May 31 2018, 05:05 PM
პოსტი
#2
|
||
მსროლელი ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 685 რეგისტრ.: 27-May 17 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 2,267 ქალაქი:თბილისი |
ხო კიდევ. გიგას გამორჩა დაწერა. 2 და 2.5 ის ფარგლებში რა ჯგუფებიც არის ყველა არის სიჩქარის აწევის ბრალი როგორც დაიწერა ზევით. როცა ჯგუფები გაუარესდა ჩამოვწიეთ ქვევით სიჩქარე და 2 სმ_ზე პატარა ჯგუფებზე დაჯდა. ფაქტიურად სტაბილურად 2_ზე პატარა ჯგუფს აკეთებს მოკლედ რო ვთქვათ.
| |
> |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 29th May 2024 - 06:10 AM |
Hosted by Pro-Service |