ARTEMIS P15, ARTEMIS P15 |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
ARTEMIS P15, ARTEMIS P15 |
May 15 2018, 04:44 PM
პოსტი
#1
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 1,619 რეგისტრ.: 23-September 16 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 2,202 ქალაქი:თბილისი |
სალამი მეგობრებო. შევიძინე ახალი აგრეგატი, სახელწოდებით ARTEMIS P15 (ბულპაპი). ზოგადად ცოტა ცუდი შეხედულების ვარ ბულპაპებზე, რადგანაც მიჭირს ზუსტი სროლა, მაგრამ ამ ბულპაპმა მომხიბლა და რატომ. დავიწყებ გაბარიტებით... სიგრძე-68სმ, სიმაღლე-20სმ, სიგანეში-4სმ. რეზერვუარი 265კბ და სამუშაო წნევა მწარმოებელს მითითებული აქვს 250ბარი, მაგრამ მაინც 200ბარზე მეტით არ დამიტენია. რეზერვუარში განთავსებულია რედუქტორი. ლულის სიგრძე 450მმ, ინტეგრირებუილი შრაუდერით და ამ ყველაფრის წონა 2080გრ!!! მწარმოებელი ქვეყანა ჩინეთი. ვიზუალურად წააგავს დიანას ახალ მოდელს და რაპტორს. მჭიდში 11 ვაზნა ეტევა. ესეც ფოტო ფიშტომ საკმაოდ კარგი შედეგები მომცა, როგორც იტყვიან ყუთიდან ამოვიღე და მოვსინჯე ჯგუფები. ქრონში სიჩქარე მიჩვენა 275მ/წ. არც ფასკა გამიკეთებია და არც სასხლეტი დამირეგულირებია. ჯგუფები იმდენად გასაკვირი იყო, რომ გადავწყვიტე თან ვიდეოც გადამეღო. გადაღების გამო ვერ მივიღე ისეთი შედეგები რაც თავიდან. ამიტომ მაინც დავდებ ამ ვიდეოს და მის ფოტოებს. მოკლედ მანძილი 25მეტრი. სიჩქარე 275-270მწ. ტყვია ჯსბ-0,67. საყრდენი- ბალიშები. ვიდეოს ხარისხზე ბოდიშს გიხდით, მეტი უკეთესი არ გამომივიდა https://radikal.ru/video/NnYWkAAtUBE https://radikal.ru/video/IDcLgJvhVlT https://radikal.ru/video/yltNS0gUUEF https://radikal.ru/video/34aw7vnDdI2
| |
> |
|
|
May 31 2018, 03:56 PM
პოსტი
#2
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: Members პოსტები: 1,361 რეგისტრ.: 10-April 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 1,257 ქალაქი:თბილისი |
ესეიგი ფორუმელებიდან P 15 - იც ჰქონია ვიღაცას. რატომ არ წერთ რამე რევიუს მაგ თოფზე? მე მაინტერესებს ძაან. მაგ მოდელის ყიდვას ვფიქრობ და მაგიტომ... 50 მეტრზე შედეგი მომეწონა. ძაან მსუბუქ ტყვიებს ისვრით ისე რო იცოდეთ შორ მანზილზე ხო საერთოდ ტყვიის წონაც დიდად მოქმედებს და სულ ცოტა ნიავის მაგვარიც. სხვა დროს, ტოფის პატრონი თუ კიდევ დააპირებს გატესტვას, იყიდოს მინიმუმ ჯიესბის 8.44 გრენიანი ტყვიები მაინც, უკეთეს შემთხვევაში კი 10.34 გრენიანი. გაქრონეთ და შემდეგ გატესტეთ. ყველაზე მეტად 10.34 გრენიანით მიღებული შედეგები მაინტერესებს.
| |
> |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 29th May 2024 - 06:59 AM |
Hosted by Pro-Service |