გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> როგორ მოვუაროთ ზდპს ?, რა სერვისებს საჭიროებს ზდპ დროთა განმავლობაში
chicho
პოსტი Mar 26 2018, 04:08 PM
პოსტი #1


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 189
რეგისტრ.: 20-October 17
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 2,297
ქალაქი:თბილისი



გამარჯობა, ეს თემა ვეძებე და ვერ ვიპოვე თუარის გთხოვთ წაშალოთ და დამილინკოთ.
საუბარია უზამბარო პნევმოებზე. ესეგი მაინტერესებს ზდპს როგორი მოვლა უნდა რა სერვისების ჩატარება უნდა და დროთა განმავლობაში რისი შეცვლა შეიძლება დაჭირდეს ან რისი დაზეთვა გაპოხვა ?
ზდპს შესწავლა გადავწყვიტე დანაბიჯნაბიჯ მინდა მივყვე ყველაფერს ერთდროულად არ გეკითხებით ამიტომ , ჯერ მხოლოდმაინტერესებს ზდპს მოვლა რა ხარჯებთან და რა ცოდნასთანაა დაკავშირებული...
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
 
ახალი თემის დაწყება
გამოხმაურებები
sekurifa
პოსტი Mar 26 2018, 07:45 PM
პოსტი #2


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,736
რეგისტრ.: 10-January 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 628



ზდპ - ისევე საჭიროებს მოვლას და გაფრთხილებას როგორც პცპ და ნებისმიერი პნევმატური იარაღი.

ზდპ ეს ჭირდება დეკონსერვაცია ყიდვისას. ( გერმანულებს არა. ზომიერად აქვს შიგნით ყველაფერი ) მაგრამ მაინც თუ ჩაიხედავს მფლობელი შიგნეულობაში არ აწყენს. ფოლადის ზამბარიანი მეტად განიცდის ვიბრაციას დგუშის დაჯახებისას და მეტად აზიანებს მანჟეტს. სიძლიერით ფოლადის ზამბარა აჭარბებს ჰაერის ზამბარას. ჰაერის ზამბარას ვერ დატენი იმხელა წნევიტ=თ რომ გაუტოლდეს ფოლადის ძლიერ ზამბარას. ასევე ფოლადის ზამბარა მეტად აზიანებს ოპტიკასაც.

ჰაერის ზამბარას ის პლიუსი აქვს რომ დგუშს თავიდან ბოლომდე სტაბილური სვლა აქვს გასროლისას და არააქვს ჰორიზონტალური ვიბრაცია ფოლადის ზამბარისგან განსხვავეით. ნაკლებად აზიანებს მანჟეტს. მისი მინუსი ის არის რომ ჰაერის ზამბარას არ უყვარს სიცივე და მინუს გრადუსები. სალნიკები ცივდება, ხისტდება და სიჩქარეს აგდებს თოფი. არასტაბილური ხდება გასროლები როცა ზამთარში დადიზარ გარეთ. ეს მომენტი კი ფოლადის ზამბარას საერთოდ არ ადარდებს და მის ძალას ინარჩუნებს ნებისმიერ ამინდში.სამაგიეროდ უფრო მალე სლაბდება ვიდრე ჰაერის ზამბარა.

რაც შეეხება მოვლას, ერთხელ რომ გაუკეთდება დეკონსერვაცია მერე კაიხანს არ ჭირდება დაშლა თუ ზომიერ ფარგლებში ექნება დატანილი სმაზკა სილიკონის დგუშზე და მანჟეტზე. სულ ცოტა ძაან თხლად. ფოლადის ზამბარას საერთოდ არუნდა სმაზკა. სულ უმნიშნნელოდ თუ დაუსვამთ სილიკონის სმაზკას რომ სულ მშრალი არიყოს.
არის ასეთი მოსაზრება თითქოს ფოლადის ზამბარის ხვიებს ავსებენ ბოლომდე ტაოტით და დგუშშიც ტენიან ტაოტს თითქოს ვიბრაციას ამცირებსო მაგრამ ეგ არის სისულელე.

ეგეთი დატაოტებული ზამბარით და დგუშით ათი გასროლის მერე სულ ედება ტაოტი ყველაფერს შიგნით. ზაფხულში ხომ საერთოდ გარეთ იქცევა და კონდახზე გადმოდოს. ასევე გადადის კომპრესორში და დიზელს ვერ გამოლევთ ვერასდროს.

უბრალოდ კომპრესია უნდა შეამოწმოთ დროთა განმავლობაში რომ დარწმუნდეთ მანჟეტის გამართულობაში. უნდა გამოჭრათ პლასმასის ბოთლიდან პატარა ნაჭერი რომელიც უნდა დაუტნიოთ ლულასა და ჰაერის გადამშვებს შორის და ისე გაისროლოთ თოფი. თუ მანჟეტი საღია და არ აპარებს მაშინ დგუში გასროლისას არ მიეჯაზება კედელს და შუაში გაჩერდება შეკუმშული ჰაერის ბალიშზე. მერე შესაძლოა ნელნელა მივიდეს კედლამდე მაგრამ ეგ არაფერია.

მე პირადად მურკაზე იდეალური კომპრესია მქონდა. ერთი საათი ეკევა დგუში ჰაერის ბალიშს, მაგრამ მე გაუმჯობესებული მანჟეტი მქონდა. ასევე არც სასხლეტ მექანიზმს უნდა ბევრი სმაზკა. ძაან ცოტა უმნიშვნელოდ. ლულას კი უნდა გაწმენდა უფრო ხშირად ვიდრე პცპ ეს. ასეა თუ ისეა დიზელი მაინც ახლავს ზდპ ეს და სვრის ლულას.

ჰაერის ზამბარის დაზეთვა საერთოდ არ შეიძლება. მის პოლირებულ შტოკს საერთოდ არუნდა შეეხოთ. მარტო დგუშს მხოლოდ გარედან უნდა ძაან ცოტა სილიკონის სმასკა და მანჟეტს კიდე. ასევე ჰარის ზამბარიანი თოფი შენახვისას ინდა იდგეს ვერტიკალურად ისე რომ ზამბარის კორპუსი იყოს მოქცეული ზემოთ. ანუ ზამბარის სალნიკები რომ სულ ზეთში იყოს ისე. ანუ თუ ზამბარა დუშში კორპუსით დევს მაშინ თოფი ლულით დაბლა უნდა შეინახოთ ხოლო თუ ზამბარა კორპუსით სასხლეტის მხარესაა მაშინ კონდახით დაბლა უნდა დადოთ.

კომპრესია იგივენაირად მოწმდება ჰაერის ზამბარაზე როგორც ფოლადისაზე. ასევე უნდა მოერიდოთ და არუნდა აარტყათ ლულა გადატენისას მაღლა აქნევით. ლულის მაფიქსირებელ რიგელსაც უნდა ხანდახან ერთი ორი წვეთი სილიკონის ზეთი ბუდეში. მეტი არაფერი არუნდა ზდპ ეს განსაკუთრებული. ყველაზე მთავარია დეკონსერვაცია თავიდანვე.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

პოსტი ამ თემაში


მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 12th August 2025 - 12:47 PM
Hosted by Pro-Service