Cometa lynx . made in spain, ერთ -ერთი ზუსტი პცპ პნევმატური თოფი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
Cometa lynx . made in spain, ერთ -ერთი ზუსტი პცპ პნევმატური თოფი |
Nov 20 2017, 06:07 PM
პოსტი
#1
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 1,104 რეგისტრ.: 5-February 15 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 2,043 ქალაქი:თბილისი |
მოგესალმებით ყველას და წარმოგიდნენთ ერთ - ერთ, საინტერესო პცპ იარაღს, ესპანური წარმოების, სახელად Cometa lynx. თოფი არის რედუქტორიანი, ქარხნულად . რაც ყველაზე საინტერესოა არის ძალიან ზუსტი . ვისროლე 50 მ დიტანციაზე . ყველაზე კარგი შედეგი მომცა ბარაკუდამ და ბარაკუდა ჰანტერმა . რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს თოფი აკეთებს ძალიან მაგარ შედეგებს . 15 მმ-ს არ სცდება ჯგუფი. რამდენჯერმე გავაკეთე 7 მმ-ც , გეტყვით იმასაც , რომ სასხლეტი აქვს ძალიან არაპროგნოზირებადი და მაგარი . ეს ალბად გამოსწორდება . ბევრი , რომ არ გავაგრძელო ჯაჯას ხელი უნდა რა . როგორც გითხარით დისტანცია 50 მ , ტყვია- ბარაკუდა 0.69 გრამი . ტყვიის საწყისი სიჩქარე 270 მ/წმ. რეზერვუარი აქვს 480 მილილიტრიანი. 200 დან 100 ბარამდე აქვს 100 გასროლა , მაგრამ რატომღაც მე უფრო მეტ გასროლებს მოველოდი . თუმცა არც ესაა ცოტა . თოფზე დგას carl zeiss 6-24x50 ოპტიკა . მთლიანად თოფი ( ოპტიკიანად ) არის 4.5 კგ. ერთ ტყვიიანი კლიპი აქვს , თუმცა შესაძლებელია უკეთესი კლიპის გამოწერაც. თოფიც და ოპტიკაც წარმოადგენს ჩვენი თანაფორუმელის NRG -ის საკუთრებას , რომელმაც მთხოვა მისი გატესტვა . მე მომეწონა . დღეს მეტი ვერ მოვასწარი. ხვალ უფრო შორ მანძილებზე დავტესტავ.
| |
> |
|
|
Nov 20 2017, 08:29 PM
პოსტი
#2
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 1,104 რეგისტრ.: 5-February 15 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 2,043 ქალაქი:თბილისი |
NRG რეზერვუარზე შენ კი მითხარი 480-იანიაო , რაზედაც მე ეჭვი არ გამჩენია , მარა ინფოებში ზოგან 290 წერია , ზოგან 400 . ხოოდა ავდექი და გავზომე : გარეთა დიამეტრია 5 სმ. სიგრძე 30 სმ. მოცულობა იქნება 5 X 30 X 3.14 X 2.5 X 2.5 = 588.75 სანდიმეტრკუბი. ანუ შიდა მოცულობა კი იქნება არანაკლებ 480 კუბიკისა . რის დამტკიცებაც მინდოდა.
| |
> |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 8th June 2024 - 10:14 AM |
Hosted by Pro-Service |