![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
||
![]() ცნობის მოყვარე ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 109 რეგისტრ.: 7-November 16 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 2,209 ქალაქი:რუსთავი ![]() |
გამარჯობათ ფორუმელებო ![]() კეთილი იყოს ჩემი პოსტი თქვენს ფორუმზე ![]() მოკლედ, შევიძინე AT44-10 და შემოგიერთდით PCP-ს მოყვარულებს. ნელ-ნელა ფორუმის დახმარებით ვეცნობი თემებს იარაღის სწორედ მოხმარებისთვის, თუმცა მომივიდა "ჩეპე" - გასროლებით ბოლომდე დავცალე რეზერვუარი და ნასოსით ვეღარ ვტენი. როგორც მითხრეს, მჭირდება მაღალი წნევის ბალონით დატენვა, რომელიც საქმწუხაროდ არ მაქვს. მჭირდება თქვენი დახმარება და თუ ვინმეს გაქვთ ბალონი გამომეხმაურეთ პოსტზე რეზერვუარის დატენვაში რომ მომეხმაროთ. P.S. ვცხოვრობ რუსთავში და თუ რუსთაველს აღმოგაჩნდათ ბალონი უკეთესი, თუ არა, თბილისშიც სიამოვნებით ჩამოვირბენ.
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
Mamuka_kuprashvili ეს არის ადგილი საიდანაც ჰაერს აპარებს მაშინ მიუხედავად იმისა რომ იძახი რეზინები მთელიაო, მინდა გული დაგწყვიტო ამოკვნეტილები ექნება მაგ რეზინებს, რის გამოც მჭიდროდ ვერ ედება ზედაპირს და შედეგად ჰაერს აპარებს... რეზინების დაკვნეტა კი გამოწვეულია იმით რომ დაზეთილი არ იყო როცა ურჭობდი თოფში, მაგ დროს კი მშრალ ზედაპირზე მოძრაობისას წინააღმდეგობა დიდი აქვს რწზინას ხახუნის გამო და ასევთქვთ "მიკრო ბორძიკებით" მოძრაობს ხვრელში. თვითონ მოძრაობა ეგეთ რეჟიმში დიდი არაფერი საშიშროებაა რომ არა 2 ფაქტორი: 1) ხვრელში შერჭობისას უნდა გაითვალისწინო რომ ხვრელი უფრო წვრილია ვიდრე გამობურცული რეზინა, მაგთალია დიდად გამობერილი არაა, მაგრამ პირველი წინააღმდეგობა რეზინას ხვდება ხვრელის წაწიბური. იმის გამო რომ დაზეთილი არაა ასევთქვათ არ სრიალებს და ის მიკრო ბორძიკი და დაყოვნება პლიუს შენს მიერ მიჭერილი ძალა საკმარისია იმისათვის რომ პატარა ოდენობით ამოიკვნიტოს ხან ერთი ხან მეორე მხარე... კარგად გაამშრალე და დააკვირდი, დარწმუნებული ვარ აღმოაჩენ პატარა ჩაზნექილობებს და მიხვდები რომ სტანდარტული რეზინის გარე ფორმის შემადგენელი ეგ ჩაზნექვები არაა 2) როდესაც უკვე შიგნითაა შტუცერი შეყოფილი, რეზინები შემჭიდროვდა და მიხოხავენ მშრალი ხვრელის ზედაპირზე, ჯერესერთი რომ ცვდება რეზინა მაგ დროს, და მეორეც ის რომ რეზინა როგორც პირველ პუნქტში ვახსენე ხვრელზე ცოტათი დიდია, ამიტომა ხვრელში შესვლისას ცოტა შეჭუჭყნილია და ცდილობს გაფართოვდეს, ეძებს ყველა თავისუფალ ადგილს და ამასობაში შტუცერზე არსებული პირველი რეზინა მიადგება დამტენ პორტში არსებულ წვრილ ხვრელს რომლითაც ჰაერი თვითონ რეზერვუარში გადაედინება.... ტექნოლოგიურად ეგ ხვრელი როგორც წესი ყოველთვის ბასრი პირითაა (ნუ იმ სივიწროვეში ვერ შეძვრები და ვერ დაამუშავებ), შედეგად როგროც კი რეზინა მაგ ხვრელს გადაუვლის ამოისუნთქებს და წელში გამართვა სცდილობს, ანუ მუწუკივით თავს ამოყოფს მაგ ხვრელში... შენ ამასობაშI დალშე აწვები შტუწერს რომ ბოლომდე შევიდეს (და ეგრეც უნდა იყოს, პირველ რეზინა მაგ ხვრელს უნდა გასცდეს რომ გარეთ არ გამოუშვას ჰაერი), შედეგად ისევ და ისევ სიმშრალის გამო და ძალის გამო იკვნიტება რეზინის ზედაპირი... აი სულ ეგ ორი ფაქტორია რეზინის დამბრედავი... როდესაც სილიკონის ზეთს ან ტაოტს იყენებ მაშინ ზედაპირზე რეზინები დასრიალებენ როგორც ბეჭდის მოძრობა რომ ხდება საპნიან წყალში ეგეთ პონტში, ანუ მიუხედავად იმისა რომ იგივე ხვრელებს ადგება რეზინა, სრიალა ზედაპირის გამო წაკვნეტის გაგივრად სრიალებს და ახტება მაგ ხვრელებს უმტკივნეულოდ... P.S. კიდევ შეიძლება ერთი გარემოება იყოს პრობლემა, ანუ უკვე დაბრედილი გქონდა რეზინები, მიხვდი მაგას და შეცვალე, მაგრამ ზუსტი ზომა ვერ ნახე და ამიტომაც რაც მოგხვდა ხელში ის ჩამოაცვი იმედათ რომ ეგეც წავიდოდა, ამასობაშI კი ეგ რეზინები ცოტათი პატარაა, ამის გამო ვერ ყოფს ცოტა ზემოთ თავს რომ კედელს მჭიდროდ მიედოს, მაგიტომაც აპარებს ჰაერს. ![]() 1) მოაძრე რეზინები შტუცერს 2) აიღე სანტექნიკის პაკლი (აქ მე საუბარი მაქვს ტეფლონის ლენტის პაკლზე და არა ძველი სანტექნიკების მიერ საწვარელ კანაფის თოფის ძაფზე ![]() 3) თავიდა ჩამოაცვი რეზინები შტუცერს, შედეგად რეზინის წვევით მოექცევა პაკლი, რომელიც ჰაერსაც დაიკავებს და თავ რეზინას ცოტა ზემოთ ამოაყოფინებს თავს 4) დაზეთე რეზინები და შეურჭე დამტენ პორტში, თუ რეზინები ახალია, ზედმეტად არ ამოწიე ზემოთ ისე რომ ზეთმაც ვერ უშველოს და მაინც წაიკვნიტოს, .... მოკლედ თუ ყველაფერი ნორმაშია მაშინ საშველი იქნება ![]() ჰო მართლა შესვლისას სუსტად უნდა გრძნობდე რომ რეზინა ზედაპირზე მოძრაობს, მაგრამ თუ შერჭობისას რეზინა წინააღმდეგობას გიწევს თუნდაც საშუალოს, მაშინ აუცილებლად წაიკვნიტება და ჰაერს ვერ დაიჭერს დღეს დრო თუ გექნება მომწერე, ჩამოვირბენ თბილისში და დამატენინე ეს სამწუხაროს ეხლა ვნახე, დილით რომ მენახა მოვიწერებოდი ![]()
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 19th July 2025 - 03:38 AM |
Hosted by Pro-Service |