![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Administrators პოსტები: 11,796 რეგისტრ.: 7-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 8 ქალაქი:Tbilisi ![]() |
მოკლედ ადრეც თქვა ჯაჯამ და ვიცი რომ უნდოდა ჯერ დისკოზე და მერე მარადიორზე რედუქტორის დაყენება, მართალია შეიძლება ეხლა ამისთვის არ სცხელა მაგრამ მაინც დავდებ ინფოს იქნებ კიდევ ვინმეს გამოადგეს. ამ ვიდეოს შემთხვევით გადავაწყდი ერთ-ერთ დიდი ბრიტანულ პნევმატიკით მონადირეთა ფორუმზე, საკმაოდ კარგი ფორუმია და ხშირად ვადევნებ ხომლმე თვალს , ამ ვიდეოში ჩანს როგორ ტენიან იარაღს 260 ატმოსფერომდე, თოფის მანომეტრი რომელიც სავარაუდოდ რედუქტორის შემდეგ დგას და უკვე დარეგულირებულ წნევას აჩვენებს დგას 95 ატმოსფეროზე , თვითონ იარაღი ძალიან გავს რუსული წარმოების ედგანს და ჰოლიგანს მაგრამ თითონ ოსტატი მემგონი რუსი არ უნდა იყოს რადგან რუსულადაც მივწერე და ინგლისურადაც და მხოლოდ ინგლისურად მიპასუხა თან ევროებშI მითხრა ფასი. ვიდეოს მსვლელობისას იყო მითითებული ელ-ფოსტა , მივწერე და პასუხიც მომივიდა რომ აკეთებს თითქმის ყველა PCP-ი შაშხანისთვის რედუქტორებს მათ შOრის დისკოვერისთვისაც, AA-სთვისაც და მარადიორისთვისაც ( ნუ მე ეს სამი მივწერე კონკრეტულად რაც შეეხება CZ-ს ამაზე უარი თქვა) 65 ევროდ. თუ 3 ცალს აიღებთ ერთად მაშინ 180 ეღირება და უფასო შიპინგით მთელს ევროპის კონტინენტზე. Mტავარია ვიცოდე რეზხერვუარის დიამეტრი ზუსტად და გავაკეთებო. მოკლედ აგერ არის ამ კაცი ელ-ფოსტა : PCPREGULATOR( ძაღლუკა).GMAIL.COM აგერ ამ კაცი მეილი რაც მომწერა Hi,I can to make regulator almost for all pcp guns(can not for CZ,Condor,it is differense air tank construct).I did fev regulators for air arms s410 ,air cylinder internally its 27.6mm,I think for s 400 Carbine size its same...Benjamin and Marauder air tank`s its good(not like CZ),I just need air tank`s inside size(internally).One regulator price its 65 euros,if you take 3,it wil cost 180 euros,free shiping in European continent. და აგერ არის თვითონ ვიდეოც
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() გურუ ლამა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderators პოსტები: 4,686 რეგისტრ.: 10-March 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 50 ქალაქი:თბილისი ![]() |
ციტატა მოკლედ ამ ანდრეუსთან მაგარი მიმოწერა წაგვივიდა, იქ ზომები ორინგები, სივრცე რედუქტორის მერე და ასე შემდეგ. მე ინგლისურში ისე რა ვჭრი, მაგრამ ერთერთი შედარებით რთული წერლის დაწერისას ჩემი და მოვიხმარე (მაგან ქე იცის ნორმალურად ინგლისური), ჰოოდა, იმდენად ბრიტანულ ვარიანტში დამაწერინა წერილი რომ ბოლოს ანდრეუსმა რუსულად მომწერა, ქართველი თუ ხარ იმედია გესმის რუსული და მოდი რუსულად მითხარი თორემ მაგდენი ინგლისური მე არ ვიციო და ვერც აგიხსნი ინგლისურად იმას რასაც მთხოვო ასე რომ გადავედით რუსულზე კაროჩე ზომები გარკვეულია, რინგები გარკვეულია, სივრცე რედუქტორის მერე საჭირო არ არისო, იმიტომ რომ მარადიორში მანომეტრის დეტალი რომაა, მაგაში საკმარისი ხვრელია პლიუს კლაპანიო რომელშიც არის სივრცეო, ასე რომ მეტი ადგილი საჭირო არ არისო, საჭირო მოცულობა მანდ გექნება შეგიძლია რედუქტორი მანომეტრის აკუმინის დეტალს (ვტულკას) მიადო პირდაპირო. აუცილებელია რეზერვუარში ხვრელიო, 0.5 მაქსიმუმ 1 მილიმეტრიო. თუ მერე არ დაგჭირდება რედუქტორი, ამ ხვრელს შიგნიდან რეზინით და წებოთი გაამაგრებ და დანარჩენს შიდა წნევა იზამსო, ანუ მიატყეპებს რეზინას რეზერვუარზე შიგნიდან და ჰაერი არ გამოვაო (მე ჯერ თავიდან მაინც არ ვაპირებ რეზიკის გახვრეტას, ვნახავ დახურულში როგორ იმუშავებს სისტემა). ჰო ასევე რეზერვუარის გახვრეტისას ხვრელის ნაწიბურები შიგნიდან უნდა დაამუშავო რომ რეზინის რგოლები არ დააზიანოსო. ბოლოს მივწერე მზად ვარ ფული გადმოგირიცხო და რით აგზავნი მეთქი მაგ დეტალსთქო. ჩვეულებრივი ფოსტა მეთქი ნელია 1 თვეს წაიღებსთქო. ამ ღამეს მოიწერა, გათენდება და გავარკვევ რომელი მეთოდი იქნება საქართველოშI გამოსაგზავნად უფრო ჩქარი და იმ მეთოდით გამოგიგზავნიო. მოკლედ ალბათ რამდენიმე დღე დარჩა ბოლო დეტალებამდე და მერე იმედია UPS-ით ან რაიმე ეგეთით გამოაგზავნის, ჰოდააააა..... აი მერე დაიწყება.... მოკლედ, სულ უფრო საინტერესო ამბები ისმის, რაც კარგია!
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st May 2025 - 10:33 AM |
Hosted by Pro-Service |