![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
||
![]() მსროლელი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 798 რეგისტრ.: 6-March 15 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 2,057 ქალაქი:თბილისი ![]() |
სალამი ყველას,მოკლედ რაშია ეხლა საქმე,ჩემი კრალით ჯგუფებს ვერ ვაკეთებ ვუსვრი პრემიერებს და რავიცი მე მაგალითად არ მომწონს როგორც ისვრის,ოპტიკა არ მაქვს დიდი ჯერადობის 9 აქვს მაქსიმუმ და თან ვერც ვხედავ ნორმალურად.რა ოპტიკა უნდა ჯგუფებს რამხელა ჯერადობის ანუ? ძალიან არაკომფორტულია დიდ მანძილზე (50-70) მეტრზე მიზანში სროლა.იარაღი მაქვს მყარად მაგრამ ვერ ისვრის კარგად.ტყვიებიც არ მომწონს და ოპტიკის ზუმიც.გქონიათ ასეთი შემთხვევა ვინმეს?
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
1) ჯერ თხოვნა მაქვს ყველასთან მათ შორის თემის დამწყებთანაც რომ უფრო ტექნიკურ დეტალებს დავუბრუნდეთ 2) დაასახელე რას ნიშნავს ჯგუფებს ვერ აკეთებ? მინიმუმ მაგ დროს მიჩნდება კითხვები - a) რა ტყვიებს ისვრი? პრემიერი არის კონუსურიც, ბრტყელიც, მსუბუქიც და მძიმეც...., b) რა მანძილზე ხდება სროლა? c) რა სიჩქარით, ან ბოლო ბოლო გადამშვების რა პოზიციაზე გაქვს დაყენებული თოფი, d) რა შედეგებს იღებ როდესაც იძახი ჯგუფს ვერ აკეთებ, ეგ არის 10 მილიმეტრიანი გაფანტვა თუ 5 მეტრიანი გაფანტვა... e) სროლის პოზიცია განმარტე - ანუ სიტყვა მყარი ძალიანფართო გაგებაა... ზოგისთვის მანქანის კაპოტიც მყარია და მუხლიც, ზოგს კიდევ ჩაბეტონებული მაგიდაც კი მოყანყალებულად მიაჩნია, პლიუს რაზე გიდევს თოფი..... f) რამდენ რამდენ ტყვიას ისვრი ჯგუფს რომ ამოწმებ??? მოკლედ ამ კითხვების გამო ვიცი რომ შერეკილად ჩამთვლი, მაგრამ როდესაც ჯგუფებზეა საუბარი ბევრი მომენტია გასათვალისწინებელი და ამმის იდეალამდე მისაყვანი წინააღმდეგ შემთხვევაში ჯგუფებზე საუბარს აზრი არ აქვს, პირდაპი პლინკზე უნდა გადახვიდე... 3) გარეთ 21-ე საუკუნეა, ყველა მობილში ფოტოაპარატია ჩაყენებული, ფანრიანი ნოკიას გარდა, შენ თუ არ გაქვს ვინმე ახლობელს მაინც არ აქვს გადაღების შესაძლებლობა რომ ვიზუალური ინფორმაცია დააგდო? ანუ ნასროლი ქაღალდი სადაა და აუცილებლად სახაზავიც ან შტანგელიც დადე ისე რომ შეიძLებოდეს მაქსიმალურად დაშორებული ნატყვიერების გაზომვა დალშე პატარა დამხმარე მინიშნებები - მე 50 მეტზეც მისვრია 10x-ით და 1 სანტიემნტრში ჩავმჯდარვარ 5 გასროლით, ასე რომ დიდად ჯერადობას მნიშვნელობა არ აქვს თუ თოფი ისვრის და მსროლელი სწორედ ისვრის. ასე რომ ოპტიკა თუ მოშლილი არაა 9x საკმარისია - შე დალოცვილო, რაღა ეგრევე 50 და 70 მეტრს ეცი? ჯერ ეგებ 20-25 მეტრზე შეგემოწმებინა რა შედეგს იღებ? მითუმეტეს 9x-ისთვის ეგ 20-25 მეტრი უფრო მისაღებია ვიდრე 50-70 მეტრი - გადახრებს ხომ არ აქვს ადგილი სროლიდან სროლამდე? ანუ ბევრი ყურადღებას არ აქცევს და რეალში იქეთ აქეთ თოფის გადეაქანება ბოლოში იმხელა განსხვავებას იძლევა რომ ჩემს მტერს... - შეჯიბრების შედეგების მიღება თუ გინდა, მაშინ რამდენ მეტრზეც ისვრი იმდენ ჯერადობის მქონე ოპტიკა უნდა გქონდეს, ანუ ისვრის 50 მეტრზე, მაშინ 50x გინდა ზუსტად მაგიტომაა 50 მ,ეტრი შეჯიბრებისა და ჯგუფებისთვის მაქსიმუმი და არა 65 ან 78 ან 120... ასე რომ სტანდარტულ ფორმატში დაუბრუნდი ან 25 მეტრს ან 50-ს, შენი ოპტიკის გამო მე უფრო 25-ზე ან დაჟე 20-ზე გავაკეთებდი აქცენტირებას - სინჯე რამდენიმე განსხვავებული ტყვია, მესმის რომ ძვირია ბევრნაირის ყიდვა, ამ შემთXვბევაში ვინმეს გამოართვი 15-15 ან 20-20 განსხვავებული ტყვიები და ნახე მაგ შემთხვევაში რა ხდება არის რაიმე განსხვავება, უკეთესობა ან უარესობა... - ადრე რაიმე განსხვავებული შედეგი იყო და ეხლა სხვა შედეგია თუ რა ხდება? თუ ყველა ზემოთხსენებული არ გიშველის მერე უკვე თვითონ თოფია შესამოწმებელი, შეიძLება ატრაკებდეს დამრტყმელი ჩაქუჩი, ან კლაპანი, ან გადამშვები, ან ლულა, ან ლულის ფასკა, ნარეზები... მოკელდ მანდ უკვე უღრანი ტყეა, მაგრამ თავიდან ჯერ დადე მაქსიმალურად ბევრი და მართებული ინფო რომ დისტანციურად ვინმემ რაიმე ადეკვატური პასუხი მოიწეროს, წინააღმდეგ შემთხვევაში იქნება 20-30 გვერდი ვაი მიშველეთ ძახილი და სხვადასხვა რჩევები რომელიც შედეგს არ მოგცემენ....
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 19th July 2025 - 02:22 AM |
Hosted by Pro-Service |