![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,097 რეგისტრ.: 24-February 14 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1,902 ქალაქი:გორი ![]() |
მოგესალმებით ხალხო ![]() მოკლედ გუშინ ჩამომივიდა ამანათი ბარამში. დავრეკე როდის მოგაქვთთქო და არაო ვერ ჩამოვაო გორამდეო ხემოწერა გვინდაო რადგან გასაბაჯებელიაო. ძალიან მეზარებოდა თბილიში წამოსვლა გვიანი იყო და დაღლილი ვიყავი, ამიტომ აღარ წავედი. დღეს ერთმა კაი კაცმა მომწერა ოპტიკის ყიდვა მინდაო და მეც მიზეზიც მქონდა და დავეშვი თბილისისკენ. ერთი სული მქონდა გამომეტანა ამანათი. ![]() სულმოუთქმელად ველოდე და მთელი პროცედურების მერე გადმომცეს ყუთი. უცებ გადავხედე და გამოვშხუილდი გორისკენ. ჩამოვედი თუ არა ავაძრე სკოჩები, საბაჟომ როგორც ყოველთვის ჩაყო თავისი 2 მეტრიანი ცხვირი ყუთში. კიდევ კარგი არაფერი დააზიანეს. რამოდენიმეჯერ დაზიანებული ტვირთი მიმიღია, საბაჟოს მიერ დაზიანებული! მოკლედ ეს არის ყუთი რაც მივიღე ![]() ეს კიდევ ახდის შემდეგ შიგთავსი. ეიფორიებში ვიყავი უკვე ![]() ![]() ესეც კომპლექტი რაც მოყვა. შტუცერი, სალნიკები, და 2 ცალი ბარაბანჩიკი. დაახლოებით ვეირაუხის ბარაბნებს მაგონებს. საკმაოდ კარგი ხარისხის და იოლად მოსახმარი. ![]() ![]() ეს მოდერი ცალკე იყო ცელოფანში შეფუთული ![]() ეს ლულის რეზბაა სადაც მოდერი იხრახნება. მეც ავდექი და დავახრახნე ![]() ![]() თვითონ მეტალის და ხის ხარისხით, შესრულებით ძალიან კმაყოფილი ვარ. კარგია რა. არ მაქვს უფლება რაიმე ვთქვა უარყოფითი. ![]() ესეც ჯიგარი მანომეტრი. 300 ბარამდე შეიძლება დატენვა მარა სავარაუდოდ მენჯიდან ამოვარდება ადამიანი მაგდენზე თუ ნასოსით დატენა. ბალონი ჯერ არ მაქვს. ასე ჩამოვიდა დატენილი. 40 ტყვიამდე გავისროლე და 130მდე ჩამოვიდა. როგორც გამყიდველმა მითხრა 70 გასროლას აკეთებს მგონი 200 ბარიდან. ძლივას ეკონომიური თOფი მეღირსა ![]() ![]() ესეც მთლიანად აწყობილი ![]() მოკლედ სიმპო თოფია ძალიან. ლულა რათქმაუნდა CZ აქვს და უზუსტესებად ითვლებიან. ჯერ არც ოპტიკა მაქვს არც რინგები ასე რომ არ დამიტესტავს. მაგარი ღრუბელი იყო და ბნელდებოდა ხოდა ჩავირბინე რომ უბრალოდ გამექრონა და გავქრონე ისიც გიჟივით ვჩქარობდი თOფი ხელში მეჭირა და ესეც შედეგი მსუბუქ ჯსბ თი. ნელ ნელა ყველაფერს დავხვეწავთ. 897 899 896 894 888 893 891 888 892 უი ხო. ხმა ისეთი დაბალი აქვს თავიდან ეჭვი შემეპარა რამე ხო არ ჭირს. მერე ქრონზე რომ ვნახე შედეგები გულზე მომეშვა ![]() მელე ამოვატივტივებ თემას როცა ყველაფერს დავზბორავ. ახლა მინდოდა გამეზარებინა ჩემი შენაძენი. ![]()
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() მსროლელი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 643 რეგისტრ.: 20-February 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: yvareli წევრი №: 1,720 ქალაქი:ყვარელი ![]() |
წეღან რაღაცას ვერთობოდი კალკულატორში და ბესოს (userman) საპასუხოდ დავწერ ბარემ ![]() ნუ გასაგებია ზუსტი კაია, მაგრამ იმაზე რას იტყვი, რო იმ თოფს (6.35) 150მ-ში თითქმის 2-ჯერ მეტი ენერგია აქვს დარჩენილი, ვიდრე ნახევარგრამიან ტყვიას ლულასთან? ![]() მოკლედ ესაა 2.2 გრამიანი ჯსბ, 262 მ/წმ-ით ![]() ე კიდე 8.44-ანი ჯსბ 290 მ/წმ-თ. ![]() ნუ, ალბათ შედარებაც არ შეიძლება ![]() userman temo-777 ეხლა რომ გითხრა , რომ 5,5 ალიბრის ინტერესი არა მაქვს თქო მოგატყუებ . ამ კალიბრში კი კრიკეტს სტანდარტს ანალოგი არა აქვს ჩემი გადმოსახედიდან , რომ შეიძლებოდეს შემოტანა ხვალვე შემოვიტანდი . მარა 6.35 -ის რა გითხრა ... ამაზე ერთ ნამდვილ ამბავს მოგიყვები , რაც მე და ჩემს მეგობარს გადაგვხდა : მას 5.5 , მე კი 4.5 -ით სანადიროდ გავედით და მანქანიდან ყვავებს ვესვრით მე რამდენიც ვესროლე ადგილზე გაქვავდა ყველა და მან , რომ ესროლა რა თქმა უნდა მოხვდა, მარა 20 მეტრის გავლის შემდეგ ვარდებოდა, გაბრაზდა ტიპი და შეცვალა ახლა 6,35 შეიძინა ( ამბობდა კალიბრის ბრალიაო ) მოკლედ გავედით მე ისევ 4.5 -ით ის 6.35 -ით .... რაღა ბევრი გავაგრძელო ისევ ის განმეორდა .. ტიპი გაგიჟდა კიდე კალიბრის გაზრდაზე ფიქრობდა ... ძლივს გადავაფიქრებინე წარმოიდგინე მე სულ რაღაც ნახევარ გრამიან ( ჯსბ-8.44 გრაინი ) ტყვიას ვესროდი ის კიდევ 2 გრამიანს. აი ამ ნახევარგრამიანით ძალიან ბევრჯერ მყავს ყვავი 80 მეტრზე ჩამოგდებული ( სიჩქარე 290 მ/წმ ) იმას აღარ ვიტყვი რაც 150 მეტრში მივიღე , ნუ ეგ ჩემთვისაც დაუჯერებელია თუმცა მქონია ისეთი შემთხვევაც ,რომ 25 მეტრში ბეღურა ჩიტისთვის მომირტყია სკვაზნოიზე გასულა ტყვია მარა დაჭრილა .რამდენიმე მეტრის ფრენის შემდეგ ჩამოვარდნილა ... ასე ვთქვათ იქ არ მოხვდა სადაც უნდა მომკვდარიყო იმასაც დავამატებ შენ , რომ ფიქრობ მაღალი კალიბრი რომ გქონოდა აუცილებლად ჩამოვარდებოდაო არაა მასე . თუმცა უპირატესობა აქვს მცირე ქარში ... უფრო სტაბილურია . მომაკვდინებელი , კი არის ის რომელიც უფრო ზუსტია მიუხედავად კალიბრისა ... ციტირება დამვიწყებია ![]() ამ პოსტზე მინდოდა დამეწერა. . .
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 02:25 AM |
Hosted by Pro-Service |