![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 4,801 რეგისტრ.: 2-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 237 ქალაქი:თბილისი ![]() |
მინდა წარმოგიდგინოთ თურქული საიარაღო ფირმა KRAL ARMS-ის უახლესი PCP ბულპაპი Puncher Breaker . ![]() ![]() ![]() ვიცი, რომ „კრალის“ გაგონებაზე პნევმატურ იარაღთან თუნდაც რამენაირი შეხების მქონე ადამიანი არასასიამოვნოდ დაიჭმუხნება და ეგრევე ის ურჩხული „კისტის თოფი“ გაახსენდება, რომელსაც არცერთი დადებითი თვისება არ აქვს, გარდა ალბათ დაბალი ფასისა. რათქმაუნდა ასეთი გამოცდილებით შეიარღებულ ადამიანს ამ ახალ აგერგატზეც უკვე ჩამოყალბებული აქვს შესაბამისი შთაბეჭდილება. თუმცა უნდა გითხრათ, რომ სასიამოვნო სიურპრიზი გელოდებათ. შევეცდები ყველაფერს ნელ-ნელა მივყვე. მაშ ასე, დავიწყოთ... იარაღი ჩამოვიდა პლასტიკის ქეისში(ოფციაა) და თვალში ეგრევე გხვდება მრგვალი წარწერა „KRAL ARMS” თავად ქეის საკმაოდ სოლიდურად გამოიყურება. ![]() ხსნი ქეისს და იქ აღმოაჩენ: თავად იარაღს, რომელიც ლურჯ ცელოფანშია გახვეული, 2 ცალ 14 ტყვიიან კლიპს, სატენ პორტს, სათადარიგო 0-რინგებს და „შესტიგრანკებს“. მოკლედ სტანდარტული, ნორმალური კოპლექტია. ასევე ოფციის სახით შესაძლებელია მოდერის შეძენაც. ![]() ![]() ![]() ![]() პირველი შთაბეჭდილება ძაან სასიამოვნოა. მშვენიერი ნამუშევარი, იდეალურად დამუშავებული კონდახი, მეტალის მჭიდი... თუმცა ეგრევე თვალში გხვდება, რომ ვივერის პლანკა პლასტიკისაა. დამერწმუნეთ , ნამდვილად არაა სასიამოვნო. თუმცა, მწარმოებელი ირწმუნება, რომ ეს უბრალო პლასტმასი კი არა, ბალისტიკური პოლიმერის, რომლისგანაც თანამედროვე იარაღი მზადდება. არც პრაქტიკამ აჩვენა რაიმე ხარვეზი. ![]() ![]() იარაღი 3.2 კილოა, მაგრამ ბულპაპის სქემა თავისას შვება და სიმძიმეს ვერ გრძნობ. მთლიანი სიგრძე 75 სანტიმეტრია, რომლიდანაც 53 სანტიმეტრი ლულაა. შეიძლება 48 სმ-იანი ლულიანის შეძენაც, მაგრამ ჩვენი კანონმდებლების უაზროდ დაბრეხვებული მინიმუმ 50 სმ სიგრძის ლულის გამო, ეს ვამჯობინე. ლულის ბოლოს დეკორატიული „ნადულნიკია“. ხსნი ამ „ნადულნიკს“ და შეგიძლია მოდერი მიახრახნო. ![]() ![]() ![]() რაც შეეხება მოდერს. სასიამოვნო ისაა, რომ სროლისას არანაირ გადახრებს და გაფანტვებს არ იწვევს და თავის საქმესაც ნორმალურად ართმევს თავს. ერთი კია, რომ დასაშლელია და ოდნავ მისახედი, თორემ ცოტა „რახრახებს“. სასხლეტი ძაან რბილია და რეგულირების საშუალებაც აქვს, მაგრამ ამისთვის კონდახია მოსახსნელი. თავად კონდახი ერთი ქანჩით მაგრდება და ელემენტარულად იხსნება. ასევე აქვს ბიპოდის სამაგრიც. ![]() ![]() ![]() მანომეტრი წინაა განთავსებული და საკმაოდ ზუსტად ასახავს რეზიკის წნევას, თუმცა ნაკლებად ინფორმატიულია. მის ჩვენებას ბალონის მანომეტრის ჩვენებას ვადარებდით და პრაქტიკულად ერთნაირ მონაცემებს იძლეოდა. ![]() კიდევ ერთი სასიამოვნო სიურპრიზი სიმძლავრის რეგულატორია რომელიც იდეალურად მუშაობს. Kral Arms-ია თუ Air Arms-ი?! ![]() ![]() ეხლა იმაზე, თუ რა არ მომეწონა: 1. ვივერის პლანკა თითქოს დაბლაა და მგონი აუცილებლად მოგიწევთ მაღალი რინგების ხმარება 2. ოპტიკის( „ფანქარს“ არ ვგულისხმობ) დაყენების შემდეგ იარაღი ქეისში აღარ ეტევა. ეს პრეტენზია მწარმოებელს შევუთვალე და გამოვასწორებთო. 3. სასურველი იქნებოდა კონდახის უკანა მხრის რეგულირების საშუალება ჰქონოდა, თუმცა საკმაოდ ბიუჯეტური ბულკისთვის ალბათ ბევრს ვითხოვ... გადავიდეთ საველე გამოცდებზე. ამინდი იყო ოდნავ ნიავიანი, დისტანცია 40 მეტრი, მაგიდა საკმაოდ მყარი. თავიდან იარაღი ჩავამაგრეთ ჩემს სატანოკში მაგრამ არ გაამართლა: ეს სტანოკი აშკარად არაა ბულპაპისთვის. შემდეგ ისევ კარგად გამოცდილი ბალიშები გამოვიყენეთ . აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ჯგუფებს კი არ ვამოწმებდით, არამედ იარაღის ენერგიას და განმეორადობას. პირველად ჩავდეთ Crosman CP 10.5 , რეგულატორი მაქსიმუმზე იდგა და რამდენიმე გასროლამ აჩვენა 330მ/წმ , ანუ 37 ჯოული! გადავწყვიტეთ, რეგულატორი ნახევრამდე (ოოოდნავ წინ) მოგვებრუნებინა და აი შედეგიც: ![]() 1 277 2 277 3 277 4 277 5 277 6 277 7 277 8 275 9 276 10 275 11 276 12 276 13 276 14 275 15 274 16 274 17 275 18 273 19 274 20 273 21 272 22 273 23 274 24 271 45 274 26 273 27 274 28 274 29 271 30 272 31 271 32 270 33 271 34 270 35 268 36 269 37 268 38 269 39 268 40 268 41 267 42 267 43 267 44 267 45 265 46 265 47 264 48 264 49 263 50 264 51 262 52 261 53 261 54 261 55 261 56 261 57 260 58 258 59 258 60 256 მგონი ურედუქტორო იარაღისთვის მშვენიერი შედეგია! შემდეგი ტყვია JSB 10.34. რეგულატორი ნახევარზე ოოდნავ ნაკლებზე ![]() 1 278 2 278 3 279 4 279 5 279 6 279 7 277 8 279 9 277 10 278 11 277 12 279 13 278 14 278 15 278 16 277 17 279 18 277 19 277 20 277 21 276 22 276 23 277 24 277 45 276 26 276 27 274 28 275 29 275 30 276 31 276 მერე უბრალოდ რამდენიმე ტყვია ვცადეთ: JSB16.2(რეგულატორი მაქსიმუმზეა) 1 265 2 265 3 265 4 265 5 264 6 266 7 266 8 265 9 264 10 265 JSB 0.54gr 1 299 2 298 3 297 4 298 1 277 2 278 3 278 4 277 5 277 ესეც ნასროლი სამიზნეები: JSB 8.44, 40m, 280m/s რეგულატორი ნახევარზე ოოდნავ ნაკლებზე ![]() ![]() ![]() JSB 10.34, 40m, 280m/s რეგულატორი ნახევარზე ![]() ანუ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ განმეორადობები იდეალურთან მიახლოებულია და რეგულატორიც მშვენივრად ართმევს თავს თავის მოვალეობას. ესეც სროლის შედეგები. აქვე დავძენ, რომ უკეთესი შედეგის მიღება თავისუფლად შეიძლებოდა, უბრალოდ თან გაქრონვა, თან ტყვიებისა და სიჩქარეების ცვლა და თან ზუსტი სროლა საკმაოდ რთული პროცესია. შთაბეჭდილება კი ესეთია: მშვენიერი სანადირო იარაღი საკმაოდ მიმზიდველი პერსპექტივებით და რაც მთავარია საკმაოდ მოკრძალებულ ფასში. დიდი მადლობა ყურადღებისათვის და მზად ვარ შეძლებისდაგვარად ვუპასუხო თქვენს კითხვებს...
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
მოკლედ კრალოიდებო და კრალოღლებო ![]() ![]() ვისაც არ სმენია პატარა მიმოხილვა კლიპის ხარვეზებზე: 1) ესე იგი აღინიშნება კლიპის ან უცებ გადატრიალება რამდენიმე ხვრელით წინ, ან საერთო ადგილზე დგას და შემდეგი ტყვია არ მიეწოდება მიმწოდებელს... მოკლედ რაღაცნაირად ან წაბორძიკებას აქვს ადგილი, ან პირიქით გადახტომა გადასრიალებას 2) მიმწოდებლის წინ მოძრაობისას მიმწოდებელი ეჯახება კლიპში განთავსებულ ენას, მაგრამ ვერ ახერხებს მის დაძვრას, შედეგად მიმწოდებელი ვერ მიდის წინ და ვერაფრის დიდებით ვერ ხერხდება მიმწოდებლის ჩაკეტვა ნუ ეს ორივე პრობლემა საკმაოდ იოლად მოგვარებადია, ძირს ავხსნი რა და როგორ უნდა გაკეთდეს, სურათებსაც მოვიყვან. ან მომენტისთვის კლიპთან დაკავშირებით მე პირადად მხოლოდ ერთი ხარვეზიღა დამრჩა და ჯერ ვერ მოვტვინე რა ხდება, ამაზე მოგვიანებით, ვისაუბრებ (ბოლოში) და ძალიან კაი იქნება თუ ვინმეს უკვე გადალახული გაქვთ ეს ხარვეზი და გაგვიზიარებთ გადაწყვეტილებას, ან თუ იტყვით რომ თქვენს იარაღს ასეთი ხარვეზი არ აქვს, ნუ მაშინ ჩემს ხელთ არსებული ეგზემპლარის ხარვეზი იქნება მაგი ![]() დავიწყეთ და მივყვეთ პრობლემების ნუმერაციით, თუმცა ერთი პრობლემის მოგვარება ავტომატურად იწვევს მეორეს დარეგულირებას. ესე იგი უნდა დაიშალოს კლიპი, მაგის გარეშე არაფერი არ გამოდის, დაშლა ხდება კლიპის უკანა მხრიდან, ანუ იმ მხრიდან საიდანაც ტყვიებს ალაგებთ. მანდ არის 4 ვინტი. 2 ქვედა ვინტის მოხსნით მთლიანად მოაძრობთ კლიპს უკანა მხარეს, თავისი გადამტრიალებელი ენიანად და მექანიზმიანათ, ხოლო ზედა ორი ვინტის მოხსნით გაიხსნება განყოფილება სადაც მოთავსებულია კლიპის ენა რომელიც პასუხისმგებელია კლიპის გადატრიალებისგან გაჩერებაზე და მხოლოდ ენის აწევისას აკეთებს ერთი ხვრელით გადაადგილებას... ![]() მე პირადად ჯერ ზედა ორ ვინტს მივადექი და მექანიზმი ვნახე... კაიფი ისაა რომ 2 სხვადასხვა კლიპში რომელიც ერთ თოფს მოყვა, შიგნით სხვადასხვა ფერის პლასტმასის დეტალებია ![]() ![]() ![]() მოკლედ აქ იყავით ფრთხილად, არ დაკარგოთ ზამბარა, რომელიც თავისით არ ამოხტება, მაგრამ ზედმეტი ჯაჯგურისას მიფრინავს იქ სადაც ვერ იპოვით ![]() ესე იგი წვრილი ქლიბებით ვაკეთებთ ისე, რომ მოვამრგვალოთ მთელს პერიმეტრზე საკმაოდ მკაფიო კუთხეები, რომელიც ხან პლასტმასს ცვითავს და მოძრაობას ხელს უშლის, ხან წახნაგების გამო ეჭედება... როდესაც ყველა მხარეს მოამრგვალეთ, ზემოდან, ქვევიდან და წინა უკანა მხრიდან, მერე უკვე გადადიხართ ზუმფარის ქაღალდზე და მოასუფთავეთ წინა და უკანა მხარე, განსაკუთრებით უკანა მხარე, იმიტომ რომ მანდ აქვს ყალიბში ჩამოსხმის ნაწიბურები და ზოგიერთი ცოტა არ იყოს უშნოთაა ამობზეკილი... ![]() როდესაც ამ ყველაფერს მორჩებით, კარგი იქნება თუ სილიკონის ტაოტს ოდნავ წაუსვავთ შიდა ადგილს სადაც მოძრაობს ეს ალუმინის დეტალიც და ის პლასტმასის დეტალიც, რომ მაქსიმალურად რბილად ისრიალოს... გთხოვთ გაითვალისწინეთ ტაოტზე მაქვს საუბარი და არა სილიკონის ზეთზე, ზეთი არ განიხილება მიუხედავად იმისა თუ ვინ გიწევთ რეკომენდაციას რომელ მაღაზიაშიც არ უნდა იყიდებოდეს და რომელ თოფზეც არ უნდა გამოიყენებოდეს... ზეთი ძალიან თხევადია და ძალიან მალე ჩამოიღვინთება დეტალები კი მშრალზე გააგრძელებენ მუშაობას. ![]() როდესაც ალუმინის და პლასტმასის დეტალებს ჩასვავთ ზემოდანაც პაწა ტაოტი გადაუსვით და შემდეგ ააწყვეთ, არ გამოგრჩეთ ზამბარა და დეტალების პოზიციებს მიაქციეთ ყურადღება, რომ შემდეგ ვაი ვუი არ იყოს. როდესაც ხუფსაც დაახურავთ და ვინტებსაც მოუჭერთ, გადადით ქვედა ორ ვინტზე და თამამად ბოლომდე მოხსენით, ამ დროს მთლიანად კლიპს მოსძვრება უკანა ნაწილი წეღან გასწორებული დეტალებიანად და გამოჩნდება საყვარელი ბარაბანი ![]() მე რასაც ვხედავ არის ის გარემოება რომ თვითონ ბარაბანიც საკმაოდ დაჩხაპნილია ხოლმე, ესე იგი ესეც ედება რაღაც ადგილებს, ნუ წესით საერთოდ ბარაბანსაც მოუხდებოდა ზუმფარის ქაღალდით გადავლა, მაგრამ მე თავი შევიკავე, რადგან ამ შემთხვევაში საღებავი ასძვრებოდა და ვიზუალს დაკარგავდა... ნუ მოკლედ მე მხოლოდ შუა ვინტი მოვხსენი და ბარაბანი ამოვიღე ბუდიდან... იმ მიზნით რომ ტაოტი ჩამედო წინა მხრიდანაც და როდესაც ბარაბანს ჩავდებდი შემდეგ ზემოდანაც. ![]() დაშლისას გაითვალისწინეთ, რომ ბარაბანის ტრიალი დაფუძნებულია მრგვალ დახვეულ ზამბარაზე, შედეგად ამოღებისას ფრთხილად იყავით, არ დააზიანოთ ზამბარა, ნუ... ამოხტომით არ ამოხტება, შეიძლება ითქვას შანსი არაა, მაგრამ იმის გამო რომ ცოტაოდენ გადატრიალებულია ზამბარა და მიჭიმულია, შეიძლება პატარა წინააღმდეგობა გაგიწიოთ და არ შეეცადოთ მკვეთრი და ძლიერი მოძრაობებით ამოძირკოთ ბარაბანი. როდესაც ბარაბანს ამოიღებთ ქვემოდან ისევ ტაოტი წაუსვით, თუ თქვენთვის მისაღები იქნება შეგიძლიათ მანამდე ზუმფარის ქაღალდით გადაუაროთ, ოღონდ ზედმეტი ფანატიზმის გარეშე, მგონი უბრალოდ საღებავი რომ ასძვრეს უკვე საკმარისი იქნება, ზედმეტს თუ ააცილებთ, მერე შეიძლება მუშაობაში იყოს ხელის შემშლელი.. მოკლედ როდესაც ყველაფერს გაამზადებთ, შემდეგ იწყებთ აწყობას, გაითვალისწინეთ რომ ზამბარის პატარა ამოშვერილი კუდი უნდა ჩასვათ თავის ბუდეში, ხოლო კლიპი საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით უნდა გადაატრიალოთ, ნუ სადღაც ნახევარი ბრუნით. იმისათვის რომ პატარა გამოშვერილი კლიპი ჩაჯდეს შესაბამის ღარში და თან გადაახტეს ეგრეთწოდებულ "აგრანიჩიტელს" ![]() მოყვანილ სურათზე მწვანე ისრით ნაჩვენებია მიახლოებით სადაც არის ზამბარის გამოშვერილი ულვაში ჩასასმელი, ხოლო წითლით ნაჩვენებია სად უნდა გადახტეს დატრიალებისას ბარაბნის კბილი, აქ სურათზე ცუდათ ჩანს, მაგრამ თქვენ როდესაც დაშლით კლიპს ლურჯი ისრით მინიშნებულ ადგილზეა ხსენებული "აგრანიჩიტელი“, ანუ მაგის ზურგს უკან უნდა დაჯდეს კბილი. თუ წინ ჩასვავთ მაშინ ბარაბანი მხოლოდ ნახევარ ბრუნს გააკეთებს ხოლმე თან იმასაც ნორმალურად არა, ასე 3-4 ხვრელში უკვე გაჩერდება და აღარ გადატრიალდება. მგონი ძირითადად სულ ესააა... ააწყვეთ, მანამდე ზემოდანაც არ დაგავიწყდეთ პატარა ტაოტის დატანა, და მორჩა ამის მერე კლიპი მუშაობს გადასარევათ. ----------------- მე პირადად დამრჩა მხოლოდ ერთი პრობლემა, კერძოდ, როდესაც კლიპს ვსვავ თოფში და შემდეგ მინდა სასხლეტის დაშვებით დავუშვა მიმწოდებელი ისე რომ გასროლა არ მოხდეს, აი ამ შემთხვევაში მიმწოდებელი ეჯახება კლიპს და ცოცხალი თავით წინ არ მიდის ![]() თუ ცარიელ კლიპზე მინდა თოფის მიმწოდებლის დაკეტვა ისე რომ სასხლეტი გამოკრული იყოს, მაშინ მიწევს ცოტათი მიმწოდებლის წინ მიწევა, რომ კლიპში თავი შეყოს, და ამის შემდეგ ვაკეთებ სასხლეტის დაშვებას, ამის შემდეგ მიმწოდებელი რიჩაგი თავისუფლად იკეტება, მაგრამ თუ უკანა პოზიციაში დავიჭერ მიმწოდებელს და ისე დავუშვებ სასხლეტს, როგორც ვთქვი ამ შემთხვევაში წინ წასული მიმწოდებლის თავი ეჯახება კლიპს და ვერ გავიგე რატომ... აი ეს მომენტი გადაამოწმეთ აბა კრალის მფლობელებმა და მითხარით თქვენთანაც ეგრეა თუ არა....
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th August 2025 - 12:41 PM |
Hosted by Pro-Service |