![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,866 რეგისტრ.: 9-April 11 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1,256 ![]() |
მოგესალმებით ყველას და მოგიწოდებთ, რომ შევიკრიბოთ სააგენტოს ტერიტორიაზე და გავაპროტესტოთ ის პრობლემა რომელიც ჩვენ ასე გვაღელვებს და სააგენტოს მაგრად ჰკიდია ის პრობ;ემა რომელის მოგვარებაც ასეთ მინიმალურ ძალიხმევას მოითხოვს. ეს იდეა მომივიდა იმის შემდეგ რაც ველაპარაკე ისეთ ადამიანებს ვინც მონაწილეობა მიიღეს იმ კანონის მიღებაში რომელიც სისრულეში არ არის მოყვანილი რაღაც უმნიშვნელო ტექნიკური პრობლემების გამო და ჩვენი შეკრების მიზეზიც ის უნდა იყოს, რომ ამ წინა საარჩევნო პერიოდში ჩვენი მოთხოვნა შეისმინონ და ერთი ადგილი გაამოძრაონ იმისათვის, რომ წინასაარჩევნოთ გამოძრავდნენ და წვრილწვრილად მაინც მოიპოვონ ხალხის კეთილგანწობა იმ ქმედებებით რომელიც დიდ სახსრებთან არ არის დაკავშირებული. მერწმუნეთ ყოვედღე ფორუმზე წუწუნს სჯობს დავდგეთ და გავაპროტესტოთ ერთი დღე მაინც და დარწმუნებული ვარ სულ მცირე ვიღაც მოვა და რეალურ ვადებით დაგვაიმდებს. ოღშაბათს 19 ოქტომბერს 12:00-ზე შევიკრიბოთ ყველა სააგენტოსთან ვინც მოვახერხებთ და სამსახურში პრობლემა არ შეგვექმნება. სროლა ძალიან მიყვარს და ამის დეფიციტს არ განვიცდი, ძალიან ხშირად ვისვრი მშვილდიდან დაწყებული ყველაფერს პნევმატურის გარდა, მაგრამ პნევმოსაც შეუცვლელი ხიბლი აქვს რამდენიც და რაც არ უნდა ვისროლო და იმედია თვენც არანაკლებ ხართ მონატრებული ამ ყველაფერს და მოხვალთ 19-ში 12 საათზე. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ვისაც სამსახური ან პირადი პრობლემები ხელს არ გიშლით ნუ დაიზარებთ, რაც მეტი ვიქნებით მით უფრო მკვეთრად გამოვჩნდებით და მით უფრო მეტი შანსი იქნება ჩვენთვის სასურველი შედეგის მიღწევის.
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,361 რეგისტრ.: 10-April 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 1,257 ქალაქი:თბილისი ![]() |
okela84 მართალია, გეთანხმები, ასე სახლებში თუ ვიჯექით არავინ ჩვენი დამხმარე არ გამოცნდება და მთავრობას სულ ჰკიდია ჩვენი პნევმო პრობლემა, რამდენიმე ტილიანი ქრონი ვეღარ იყიდეს? მაგრამ რეალურად საქმე იმაშია რომ აზრზე არ არიან და ვერც აჩქარებენ. მაგრამ........ biocar -ის არ იყოს და ესე უცებ მიხვიდე და დადგე თუნდაც მინიმუმ 20 კაცი, მაინც არ გაამახვილებენ ყურადღებას და უიმედოდ დაშლა მოგვიწევს. თუ პროტესტის გამოხატვა რეალურად გვინდა და ასევე რაც მთავარია გვინდა შედეგი გამოიღოს, მოდი კარგად დავგეგმოთ, იქ მართლაც და ტელევიზიაც ჩავრიოთ რომ საჯაროდ აღქმული იყოს ხალხის მიერ და დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი ნათლად და გარკვევით, შევიმუშაოთ რაიმე ნორმალური გეგმა და ისეთ დროს დავასახელოთ შეკრება, რომლის დროსაც უმეტესობას ეცლება. რაც უფრო ბევრნი ვიქნებით, მით მეტად გაამახვილებენ ყურადღებას, თუ შევძლებთ ახლობლებიც წამოვიყვანოთ რომ რიცხვი გაიზარდოს და თუ მაინცდამაინც ორშაბათი გინდა რომ იყოს, რადგან მარტო ორშაბათს გცალია პირადად შენ, მაშინ კი ბატონო, იყოს ორშაბათი, მაგრამ დასაგეგმი მაინც არის სხვა გარემოებების მხრივ... ![]()
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th June 2025 - 08:04 PM |
Hosted by Pro-Service |